ქალი და მამაკაცი როგორ ვუთხრათ ქალს კომპლიმენტი? 2012, 8 აგვისტო, 19:20 ![]() 1)კარგი კომპლიმენტი ეს მლიქვნელობა არაა, ეს ხელოვნებაა. 2)იქამდე სანამ წარმოთქვამთ კომპლიმენტს ჩამოყალიბდით რა უნდა თქვათ. 3)ნუ გააგრძელებთ კომპლიმენტს და მონოლოგად ნუ აქცევთ. 4)შეეცადეთ გამოყოთ პიროვნების დაფარული თვისებები, უკეთესია შეაქთ მისი ხასითი ვიდრე სილამაზე, თუმცა ქალის შემთხვევაში სილამაზის შექებაც აუცილებელია. 5)ნუ წარმოთქვამთ სტანდარტულ სიტყვებს (მშვენიერია, ულამაზესია, მომაჯადოვებელია) ან ფრაზებს. უკეთესია გამოყოთ კონკრეტული ადამიანის ღირსება. 6) არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ორაზროვნება. მაგალითად ფრაზა "დღეს ძალიან ლამაზი ხარ", ადამიანმა შეიძლება ორაზროვნად მიიღოს და გკითხოს "რა სხვა დღეებში არ ვარ ლამაზი"? 7)კომპლიმენტის წარმოთქმის დროს აუცილებლად გაიღიმეთ. 8)თავი აარიდეთ თეატრალურობას, ზედმეტ აღტაცებას. ყურადღება მიაქციეთ ჟესტებდა და მიმიკას. დღეს ვნახე ასეთი სცენა ბიჭი გოგონას ეუბნებოდა კომპლიმენტს და თან ამთქნარებდა... როგორია? 9) კომპლიმენტს არ მისცეთ ჭკუის სწავლების ფორმა. მაგალითად "ძალიან გიხდება ეს კაბა, ხშირად ჩაიცვი". 10) თუ გულითადი კომპლიმენტის თქმა არ შეგიძლია ჯობია გაჩუმდე. 11)შეარჩიეთ დრო, თუ კომპლიმენტი შეუფერებელ დროს წარმოთქვით, მან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. თუ ადამინს პრეზენტაცია ჩაუვარდა, მისი ჩაცმულობის შექება ნამდვილად უადგილოა. 12) ხშირად უთხარით კომპლიმენტები კოლეგებს, ნაცნობებს და მეგობრებს. ასეთ შემთხვევაში ისინიც მოიფიქრებენ რაიმეს შენს შესაქებად. 687 5-ს მოსწონს
|