მსოფლიო კიდევ ერთი ნაბიჯი სრულ კატასტროფამდე: პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადები გაუქმებულია 2020, 10 მარტი, 21:25 დიქტატორი პუტინი რუსეთის სათათბიროში საპრეზიდენტო ვადების გაუქმების ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა, გინდათ, დაიჯერეთ, გინდათ, არა, მაგრამ იქვე მხარი დაუჭირა აღნიშნული ვადების გაუქმებას... პირადად საკუთარი თავისთვის. პუტინის განცხადებით, ამ საკითხში საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოს ეკუთვნის, რომელიც, გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანად კონტროლდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ადვილი მისახვედრია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
პუტინმა “არაგონივრულად” მიიჩნია საპრეზიდენტო ვადების გაუქმება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში. ამის სანაცვლოდ ის გამოვიდა ინიციატივით, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ მხედველობაში არ იქნას მიღებული ის ვადები, რაც მან, ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის სავარძელში უკვე გაატარა (!). მსგავსი წარმოუდგენლად აბსურდული და სასაცილო ინიციატივა დეპუტატ ვალენტინა ტერეშკოვას მიერ იქნა წამოყენებული. მაგრამ მას უკვე ეყარა კენჭი სახელმწიფო სათათბიროში და დამტკიცდა 380 ხმით 43-ის წინააღმდეგ. მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეიკავა თავი.
არადა, რამდენიმე ხნით ადრე პუტინს გაცხადებული ჰქონდა, რომ აღარ აპირებდა პრეზიდენტის სავარძელში დარჩენას 2024 წლის შემდეგ. ექსპერტების ნაწილი სერიოზულადაც კი განიხილავდა იმას, თუ ვის გადასცემდა ხუილო ძალაუფლებას, როცა ხელისუფლებაში ყოფნის კანონიერი ვადები ამოეწურებოდა, მაგრამ ოლოლო, ვერ გამოიცან! აგრე ვიცის ჯაყომა და ამჯერად პუტინი უკვე მარადიული პრეზიდენტია, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ თითებზე ვიკბინოთ, რაც შეიძლება მყარად ვუერთგულოთ დემოკრატიულ ფასეულობებს და დავუახლოვდეთ ევროკავშირს და ნატოს, ასევე შევიძინოთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ჯაველინები და ყოველგვარი ეფექტური შეიარაღება და გავზარდოთ არმიის დაფინანსება, თუ არ გვსურს, რომ ჩვენი ქვეყნისგან მხოლოდ დიდებული მოგონებები შემორჩეს ისტორიას. 1186 1-ს მოსწონს 1-ს არა |
ამიტომ "პოლიტიკაში რომ მუდმივი ინტერესები არსებობენ და არა მუდმივი მეგობრები", რაც სწრაფად შევიგნებთ, მით უკეთესი. ასე რომ, ჩვენი სახელმწიფო ინტერესი - მიზანი, რა გვინდა, უნდა ჩამოვაყალიბოთ, რაც დასავლეთის გარეშე, ამ ეტაპზე უდავოდ, არ გამოვა, მაგრამ მომავალში, ვინ იცის?