x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138436
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
გაქურდვიდან წარმატებულ ბიზნესამდე: არასტანდარტული ბიზნეს იდეის ისტორია
კომპანია Aqua Vault პორტატულ სეიფებს უშვებს, რომელიც ღია სივრცეში გამოიყენება. სეიფის დახმარებით ძვირფასი ნივთების დაცვას შეძლებთ, მაგალითად, სანაპიროზე. კომპანიის თანადამფუძნებელი ჯონათან კინასი ჰყვება, თუ როგორ შეიქმნა პროდუქტი. ამასთან დაკავშირებით ის იხსენებს გამონათქვამს, რომ გამოგონების დედა აუცილებლობაა.


image

ყველაფერი გაქურდვით დაიწყო

Aqua Vault-ის ისტორია დაიწყო იმით, რომ ჯონათანი მეგობრებთან ერთად სანაპიროზე გაქურდეს, როცა ისინი წყალში იყვნენ, ხოლო ნივთები სანაპიროზე ჰქონდათ დატოვებული. სწორედ ეს გახდა ახალი ბიზნეს იდეის შექმნის საწყისი წერტილი. გაქურდვის შემდეგ ჯონატან კინასი დაფიქრდა იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევა სანაპიროზე ან აუზზე მილიონობით ადამიანს ემართება.


სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა, როცა ადამიანი პასპორტს, საფულეს ან ტელეფონს კარგავს. ჯონატანი პრობლემის მოგვარებაზე დაფიქრდა. მას კოლეჯის ორ მეგობართან ერთად პორტატული სეიფის გამოშვების იდეა გაუჩნდა. ასე დაიწყო კინასის და მისი კოლეგების გზა.


image

პორტატული სეიფი, რომელსაც ახლა კომპანია Aqua Vault აწარმოებს, შეგიძლიათ შეზლონგს, ველოსიპედს, ეტლს მიამაგროთ. მას თერმოპლასტიკის ABS-ისგან ამზადებენ, რომელიც ღირებულ ნივთებს გაქურდვისგან დაიცავს. მას საკრუიზო ლაინერებზე, სასტუმროს თემატურ პარკებში, აუზებსა და აკვაპარკებში მთელ მსოფლიოში ქურდობის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.

Flex Safe მსუბუქი წონის, წყალგაუმტარი და დენგაუმტარი პროდუქტია. ჯონატან კინასი თავისი შემოქმედებით ამაყობს. მის ნაწარმს უმსხვილეს საცალო ქსელებში ყიდიან, მაგალითად, Bed Bath and Beyond, Disney World.


image

კინასის პატარა კომპანია მსხვილ საწარმოოდ გარდაიქმნა. თუ პირველ წლებში მისი ბრუნვა 87 ათას დოლარს შეადგენდა, ახლა ბრუნვა 10 მლნ დოლარია.

როგორც ჯონატანი ამბობს, საქმის დაწყებისას ბევრი რამ არ იცოდნენ და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდნენ. თუმცა სირთულეებისთვის მზად იყვნენ.

კინასი ხაზს უსვამს, რომ წარმატებული ბიზნესისთვის შეკრული გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია. თამამი, ინიციატივიანი ხალხი, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს გონივრულად დაიცავენ. მის კომპანიაში მუდმივად დისკუსიები იმართება და სხვადასხვა მოსაზრებას განიხილავენ. სწორედ ამან მათი წინსვლა და სასურველი შედეგების მიღება განაპირობა.

ამასთან, ჯონატანმა სხვა სფეროს გამოცდილი წარმომადგენლებისგან რჩევები მიიღო, ამით ეცადა, რომ სტარტაპის მუშაობის რისკი შეემცირებინა. მათ გულწრფელ და მკაცრ კრიტიკას ყოველთვის ითვალისწინებს.

ჯონატანი თვლის, რომ მეწარმისთვის ნიჭი, წარმოსახვა და დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ბიზნესის დაწყების მსურველებს ურჩევს, რომ იდეის გაჩენისთანავე მის განხორციელებაზე იზრუნონ და საუკეთესო დროს არ უცადონ, რადგან დრო მარტივი არასდროსაა. წარმატების მიღწევისას კი მოდუნება არ შეიძლება, რადგან ბიზნესი ყოველთვის ამერიკულ მთებს ჰგავს.


ასევე დაგაინტერესებთ:

წარმატების ისტორია: კანიეს უესტის გზა 53 მლნ დოლარის ვალიდან 200 მლნ დოლარის სუფთა აქტივამდე

image

ფეისბუქის HR მენეჯერი კანდიდატებს მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს, რომელიც მათზე ბევრ რამეს ამბობს

image

Toyota-ს დამფუძნებელი, საკიტი ტოიოდა მუდმივად „5 რატომ“ წესს იყენებდა

image

ცნობილი საღეჭი რეზინა Love is გასაოცარი სიყვარულის წყალობით შეიქმნა

image

არსებობს ასეთი პროფესია Trouble-shooter - პრობლემების მომგვარებელი ადამიანი

image

0
480
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
480