სხვა კატა განკურნების შემდეგ ვეტერინარულ კლინიკაში დარჩა და ,,მუშაობაც'' დაიწყო 2020, 10 მარტი, 11:48 ეს გასაოცარი ფისო პოლონეთში ცხოვრობს და სახელიც აქვს-რადამენესი. ექიმების თქმით ის გასაოცარი თანაგრძნობის და დამშვიდების ნიჭითაა დაჯილდოებული მათთვის, ვინც ცუდადაა. თავიდან კატა კლინიკაში ლამის მომაკვდავი მიიყვანეს, მას სასუნთქი გზების ინფექცია ჰქონდა და ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ძლივს შეძლეს. მადლობის ნიშნად კი რადამენესი კლინიკაში დარჩა და პოპულარულიც გახდა ქალაქში. საქმე იმაშია, რომ ის დაავადებულ ცხოველებთან რჩება, უვლის მათ, მასაჟს უკეთებს და თავისებურად ბანს კიდეც. ხალხიც ხშირად სტუმრობს მათ, რადგან თვლიან რომ მას წარმატება მოაქვს.
175 1-ს მოსწონს
|