x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ევკარიოტები
ევკარიოტები


დედამიწაზე სიცოცხლე ანუ პირველი გამრავლებადი მოლეკულები წარმოიშვა დაახლოებით 4.1 მილიარდი წლის წინ. 3.8 მილიარდი წლის წინ კი სიცოცხლის ამ მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ფორმების ევოლუციით, ცვალებადობით და მეტად გართულებით ჩამოყალიბდნენ პროკარიოტები, ანუ ისეთი ერთუჯრედიანი არსებები, რომლებსაც თავისი რნმ (რიბონუკლეინის მჟავა) და დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა), მათი გენეტიკური კოდი არ ჰქონდათ მოქცეული ბირთვში და თავიანთი უჯრედის შიგთავსში "დაუცველად" ტივტივებდნენ. ეს პროკარიოტები ჩამოყალიბებიდან მალევე, დაახლოებით 3.8-3.6 მილიარდი წლის წინ გაიყვნენ ორ სხვადასხვა დიდ მოდგმად, იმპერიად ანუ დომენად - ბაქტერიებად და არქეებად. პროკარიოტები (ბაქტერიები და არქეები) და მათი მილიარდობით სახეობა მეფობდნენ ადრეულ დედამიწაზე და ისინი იყვნენ სიცოცხლის ერთადერთი ფორმა დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ეს შეიცვალა 2 მილიარდი წლის წინ, როდესაც ევოლუციის (დროში ცვალებადობის) პროცესში ჩამოყალიბდა მესამე დიდი იმპერია ანუ დომენი - ევკარიოტები (Eukaryotes).


ცოცხალი სამყაროს დაყოფა: 3 იმპერია და მათი სამეფოები


ევკარიოტები (შესაძლოა გამოითქვას, როგორც ეუკარიოტები, მაგრამ ეს ფორმა მაინც არასწორად მიიჩნევა) ჩამოყალიბდნენ ორი დანარჩენი დიდი დომენის ბაქტერიებისა და არქეების დანარჩენებისგან განსხვავებული სახეობების სიმბიოზური ურთიერთქმედებით - ენდოსიმბიოზით. ეს დამტკიცებულია გენეტიკური კვლევებით და უმეტესწილად მიტოქონდრიებისა და ქლოროპლასტების კვლევებით. ევკარიოტები წარმოიშვა ბაქტერიის იმ სახეობით, რომელიც ჩასახლდა უფრო დიდ უჯრედებში და იმდენად შეეთვისა ეს ორი ორგანიზმი ერთმანეთს, რომ სრულად შეერწყნენ და ერთ გამრავლებად ორგანიზმად იქცნენ. დროთა განმავლობაში ევკარიოტებში დაიწყო ახალი ორგანელების წარმოშობა, ამან მისცა ევკარიოტებს ფოტოსინთეზის უნარიც და ამ ორგანიზმებმა მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბეს მილიარდობით სხვადასხვა სახეობა, პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომელთაც ჩამოუყალიბდათ ისეთი ორგანელები (უჯრედშიდა "ორგანოები") როგორიცაა: პლაზმური მემბრანა, ბირთვი, ბირთვაკი, ენდოპლაზმური ბადე, რიბოსომა, მიტოქონდრია, გოლჯის კომპლექსი, ლიზოსომა და ცენტრიოლები. პროკარიოტებისგან განსხვავებით ეუკარიოტებში დნმ არის მოთავსებული უჯრედის ბირთვში. დედამიწაზე გავრცელებული სიცოცხლის ყველა არსებული ფორმა, მათ შორის ადამიანიც მიეკუთვნება ევკარიოტებს, გარდა ბაქტერიებისა და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებისა ანუ არქეებისა (რომლებიც თავად არიან ცალკე დომენები ანუ იმპერიები და ამავდროულად ერთიანდებიან ტერმინში - პროკარიოტები).



ცოცხალი სამყაროს დაყოფა: 3 იმპერია და მათი სამეფოები


ევკარიოტების იმპერია ანუ დომენი, კლასიკური დაყოფით იყოფა შემდეგ სამეფოებად:

1) პროტოზოა (Protozoa)

2) მუქი წყალმცენარეები (Brown algea)

3) ხმელეთის მცენარეები (Land plants)

4) ლორწოვანი ობის სოკოები (Slime molds)

5) სოკოები (Fungi)

6) ცხოველები (Animals)



არსებობს ევკარიოტების დომენის ანუ იმპერიის სხვა დაყოფაც, შემდეგ სამეფოებად:

1) დიპლომონადები (Diplomonads)

2) მიკროსპორები (Microsporidia)

3) ენთამებები (Entamoebae)

4) ცილიატები (Ciliates)

5) ლორწოვანი ობის სოკოები (Slime molds)

6) მცენარეები (Plants)

7) სოკოები (Fungi)

8) ცხოველები (Animals)





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (მეორე ნაწილი)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
130