შოუბიზნესი კომპლექსების გარეშე: 7 ვარსკვლავი, რომლებსაც თაყვანისმცემლებისთვის საკუთარი ნაკლის ჩვენება არ ერიდებათ 2020, 9 მარტი, 18:04 ბევრი ფიქრობს, რომ ცნობილი სელებრითები სრულყოფილები არიან. სინამდვილეში, კი ნაკლოვანებები მათაც აქვთ და თან არაერთი. უბრალოდ ზოგიერთი ამას გულმოდგინედ მალავს, ზოგიც კი პირიქით, თავისი ფიზიკური ნაკლის დემონსტრირებას საჯაროდაც არ ერიდება. გთავაზობთ, იმ შვიდი ცნობილი ვარსკვლავის ვინაობას, რომლებსაც დასამალი არავისგან არაფერი აქვთ.დრიუ ბერიმორიმსახიობი თავისი ძირითადი საქმიანობის გარდა ასევე პირად ბლოგს აწარმოებს, რომელშიც ის საკუთარ მკითხველს სილამაზისა და თავის მოვლის საიდუმლოებებს სისტემატურად უზიარებს. თუმცა, ზოგჯერ გადატვირთული გრაფიკის გამო, სელებრითს თავად ავიწყდება საკუთარი თავის წესრიგში მოყვანა. თქვენც კარგად გესმით ქალური ამბების შესახებ: წარბების კორექცია, თმის ძირების შეღებვა.....მომღერალი ლორდი23 წლის, ახალ ზელანდიელი მომღერალი ლორდი საკუთარი კოლეგებისგან მოკრძალებულობითა და თავშეკავებულობით გამოირჩევა. თუმცა, მოთმინებიდან მისი გამოყვანაც შეიძლება. მომღერლის აღშფოთება ცოტა ხნის წინ, ფოტოსესიის შემდეგ საკუთარი რეტუშირებული ფოტოების ხილვამ გამოიწვია. ფოტოგრაფებმა გოგონას სურათები იმდენად დაამუშავეს რომ მის სახეზე არსებული პოსტ - აკნეს კვალი საერთოდ გააქრეს. თუმცა ლორდმა გადაწყვიტა ყველაფრისთვის თავისი ადგილი მიეჩინა და სოციალურ ქსელში საკუთრ თაყვანისმცემლებს სწორედ ის ორიგინალი ფოტოები გაუზიარა სადაც მისი კანი "სრულყოფილებისგან საკმაოდ შორს არის" - მაგრამ ნუთუ ამის გამო მის სიმღერებს რაიმე აკლდება?ლენა დანემიცნობილი ამერიკელი რეჟისორი და კომიკოსი ლენა დანემი საკუთარ თავს ლამაზად არასდროს თვლიდა, თუმცა დიდად არც ამის გამო კომპლექსდებოდა, ვინაიდან დანემს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისთვის გარეგნობა მთავარი არ არის. ალბათ, სწორედ ამ მიზეზის გამო გოგონა ჟურნალების გარეკანზე ყოველთვის, ისევე ბუნებრივად გამოიყურება როგორც საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე.კრისი ტეიგენიჩვენი დროის ერთ - ერთმა ყველაზე პოპულარულმა და მაღალანაზღაურებადმა მოდელმა, კრისი ტეიგენმა ერთხელ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ფოტო გააზიარა, რომელზეც წარმატებულ მოდელს სტრიების აშკარა კვალი აღენიშნება. კრისმა საკუთარი საქციელით ხაზი სწორედ იმ ფაქტს გაუსვა, რომ "ნაკლი" თავად მოდელებსაც კი აქვთ, რომელსაც უბრალოდ უნდა შეეგუო.ეშლი გრემიწარმატებული პლუს - ზომის მოდელი ეშლი გრემი პირად გვერდზე საკუთარი არასრულყოფილი სხეულის კადრებს ხშირად აქვეყნებს, სწორედ ერთ - ერთ ასეთ ფოტოს მან შემდეგი ტექსტი დაურთო: "... მე საერთოდ არ მრცხვენია ჩემი ცელულიტის და ნურც თქვენ შეგრცხვებათ". შეგახსენებთ, რომ მოდელსა და მის მეუღლეს ჯასტინ ერვინს სულ ცოტა ხნის წინ, ვაჟი შეეძინათ, რომელსაც აიზეკი დაარქვეს.ზოი დეშანელიწარმატებული, ამერიკელი მსახიობის თაყვანისმცემლებს დღემდე ვერ გაურკვევიათ როგორ ახერხებს ზოი დეშანელი 40 წლის ასაკში ასე ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. თუმცა, როგორც თავად ვარსკვლავი ამტკიცებს, მას პლასტიკური ქირურგიისთვის არასოდეს მიუმართავს, თუმცა აი, სწორად გაკეთებულ მაკიაჟს კი მისი აზრით, ზოგიერთი გარეგნული დეფექტის დაფარვა ნამდვილად შეუძლია. ამის დასამტკიცებლად, მსახიობი სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს მაკიაჟის გარეშე ხშირად აქვეყნებს.მაილი საირუსიმომღერალი ნამდვილად არ არის ერთ - ერთი იმათთაგანი, ვინც საკუთარი ნაკლოვანებების გამო გარკვეულ უხერხულობას განიცდის, პირიქით, ამერიკელი პოპ - ვარსკვლავი ერთგულ თაყვანისმცემლებს ხშირად თავისი ზედმეტად "ბუნებრივი" ფოტოებითაც ანებივრებს. ასე, რომ სელებრითის პირად გვერდზე ხშირად შეხვდებით კბილების გამოხეხვის ან თუნდაც სხეულის სხვადასხვა ზონაზე ეპილაციის კეთების ამსახველ ფოტოსურათებს. ერთი სიტყვით, ამ ეპატაჟურ მომღერალს დასამალი არავისგან არაფერი აქვს.466 შეფასება არ არის |