სასმელები გიყვართ ყავა? ეს რეცეპტები ნამდვილად არ გეცოდინებათ 2020, 6 მარტი, 12:06 არომატული ყავის მრავალი რეცეპტი არსებობს, წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო და უცნაურ რეცეპტებს: 1. კვერცხიანი ყავა მოცემული ყავის რეცეპტი ვიეტნამში ძალიან პოპულარულია და თითქმის ყველა კაფეში იყიდება. ჯერ თქვეფენ კვერცხის გულს მოხარშულ შესქელებულ რძეში სანამ ერთგვაროვანი მასა არ მიიღება, შემდეგ კი ასხამენ მწარე ყავას. მასა ჭიქის ძირისკენ გადაინაცვლებს და ვიღებთ არომატულ ყავას. 2. ყავა ზღვის მარილით მოცემულ რეცეპტს ტაივანში, კაფე 85C Bakery Cafe ში ჩაეყარა საფუძველი 2008 წელს. საქმე იმაშია, რომ ტაივანელები ხილსაც მარილს აყრიან, ეს მათთვის ჩვევაა, ამიტომაც ყავა ზღვის მარილით დიდი პოპულარობით სარგებლობს 3. ყავა ტონიკით მისი მომზადება ძალიან მარტივია, ესპრესოს უბრალოდ უმატებენ ტონიკს ყინულით. 4. ყავა მზესუმზირის და ნაღების კარაქით აზიაში, ზოგადად ძალიან პოპულარულია ყავა კარაქით. ხშირად მას დილაობით სვამენ საუზმის ნაცვლად და უფრო მეტ ენერგიასაც იღებენ ვიდრე ჩვეულებრივი ყავისგან და წონაშიც იკლებენ. მთავარია რომ ერთდროულად ორივე სახის კარაქი დაემატოს. 5. ყავა ყველით ყავა ყველით ძალიან პოპულარულია შვედეთში, ეს რეცეპტი მათი ტრადიციის ნაწილია. დასამატებლად კი ძირითადად ლაპლანდიურ ყველს იყენებენ. 6.ყავა ლიმონით ან ლაიმით ეს რეცეპტი ყველასთვის ნამდვილად არაა. ესპრესოში უმატებენ ლაიმს ან ლიმონს, ან ცედრას. 7. ტიმ ტამ სლემი ეს მართლაც რომ უცნაური რეცეპტი პოპულარული მხოლოდ ავსტრალიაშია. ყავასთან ერთად მოაქვთ კრემიანი ორცხობილა, რომლის ორივე მხარეს ჭამენ და დარჩენილ ნაწილს ყავაში დებენ, “მილს'' კი საწრუპად იყენებენ. 8. ყავა ვანილიანი კოკა კოლათი კოკა კოლა და ყავა? თან ვანილით? რატომაც არა. რეცეპტი შედგება კოკა კოლისგან, ესპრესოსგან, ყინულისგან და ვანილის სიროფისგან. 9. ესპრესო და ლუდი პოპულარულია ტეხასის შტატში, სასმელებს უბრალოდ თანმიმდევრობით სვამენ. 10. ყავა აზოტით ცივი ყავა აზოტით და ნაღებით, რომელიც პატარა ბუშტუკებს წარმოქმნის, მართლაც საინტერესოა არა? და თქვენ რომელი რეცეპტის გასინჯვა გინდათ? 484 შეფასება არ არის
|