შოუბიზნესი კეტი პერი და ორლანდო ბლუმი პირველ საერთო შვილს ელოდებიან 2020, 6 მარტი, 11:15 35 წლის კეტი პერი ორსულადაა, ამის შესახებ მომღერალმა ფანებს ორიგინალურად შეატყობინა, მან ახალი კლიპი გამოუშვა სიმღერაზე Never Worn White, რომელშიც მუცელი გამოაჩინა. კლიპის პრემიერის შემდეგ კი ინსტაგრამზე ჩაერთო პირდაპირ ეთერში და ფანებს კიდევ ერთხელ ამცნო ახალი ამბავი. მომღერლისთვის ეს პირველი ბავშვია, ხოლო ორლანდო ბლუმისთვის მეორე. მსახიობს უკვე ჰყავს 9 წლის შვილი, ფლინი მოდელ მირანდა ქერისგან. 315 შეფასება არ არის
|