მსოფლიო სკანდალური ცვლილება, რომელიც რუსეთს ბანანის რესპუბლიკად აქცევს 2020, 5 მარტი, 15:55 საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც რუსეთს აფრიკის ეგრეთ წოდებული ბანანის რესპუბლიკების დონეზე აყენებს, უკვე მომზადდა და მის გატანას წინ ვეღარაფერი დაუდგება. აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემდეგ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება, სახელმწიფოს ნება დართოს, არ გადაიხადოს თანხები საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების შესაბამისად.
ეს ინიციატივა მიმართულია კომპანია “იუკოსის” წინააღმდეგ, რომლის ყოფილ აქციონერებს ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთმა 50 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს.
თუმცა, “იუკოსი” არ არის ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილება დააზარალებს. ცვლილება შეეხება ასევე იმ უკრაინულ კომპანიებსაც, რომლებმაც ზარალი განიცადეს ყირიმის ოკუპაციის შედეგად და ასევე 2006 წელს, რუსეთიდან არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებსაც. რუსეთის ხელისუფლებამ ანალოგიური რეაქცია მოახდინა 2015 წელს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსეთისთვის გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რითაც პუტინის ხელისუფლებას “იუკოსის” ექს-აქციონერებისთვის 1, 9 მილიარდი ევროს გადახდა დაეკისრა. თანხის გადახდაზე რუსეთმა მაშინაც უარი განაცხადა, მაგრამ იმ პერიოდში სახელმძღვანელოდ გამოყენებულ იქნა სპეციალური მე-13 თავი და არა საგანგებო საკონსტიტუციო შესწორება. ეს შესწორება არ ეხება მხოლოდ კომერციულ დავებს. შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ რუსეთი შეძლებს, დაბლოკოს ნებისმიერი სამართლებრივი განჩინების აღსრულება და ცვლილების მოქმედების არეალში მოექცევიან როგორც მეწარმეები, ასევე ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ექსპორტიორები, იმპორტიორები – აბსოლუტურად ყველა, ვისაც სურს, კანონიერი და ცივილიზებული გზებით საკუთარი საქმიანობა განახორციელოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. შესაბამისად, სანდოობა რუსეთის, როგორც ბიზნესგარემოს მიმართ ნულის დონემდე დაეცემა მთელ მსოფლიოში. რასკვირველია, სულელის გარდა საკუთარ კაპიტალს არავინ აღარ ჩადებს ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ამ კაპიტალის დაცვის ყველაზე მინიმალური გარანტიებიც კი. ეს კი კიდევ უფრო დიდი დარტყმის ქვეშ დააყენებს რუსეთის ეკონომიკას, რომელიც ბოლო წლებში ისედაც თითქმის ვეღარ ვითარდება და სულს ღაფავს. 771 2-ს მოსწონს
|