x
image
intermedia.ge
Mediator image
გერმანელი ბავშვთა ქირურგი ოპერაციების ჩასატარებლად "ნიუ ჰოსპიტალსში" მეორედ ჩამოვა - ვინ შეძლებს დოქტორ შვეინიცთან მოხვედრას?
image


გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, დიტ­რიხ ფონ შვე­ი­ნი­ცი მი­უნ­ხე­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კი­დან "ნიუ ჰოს­პი­ტალსს“ მე­ო­რედ 2020 წლის მარ­ტში ეწ­ვე­ვა და ბავ­შვებს ოპე­რა­ცი­ებს ჩა­უ­ტა­რებს. პრო­ფე­სო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კვი­რით ჩა­მო­ვა და ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი დატ­ვირ­თვით იმუ­შა­ვებს. პა­ცი­ენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა კი წი­ნას­წარ ხდე­ბა. შე­ვი­ნიც­თან მოხ­ვედ­რის მსურ­ვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ უფა­სო კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­რონ „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის ქი­რურ­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან გოგა ბახ­ტა­ძეს­თან, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ გერ­მა­ნელ ქი­რურგთან შე­თან­ხმე­ბით გა­და­წყვეტს, პა­ცი­ენტს შვე­ი­ნი­ცი ჩა­უ­ტა­რებს თუ არა ოპე­რა­ცი­ას.


რო­გორც გოგა ბახ­ტა­ძე გან­მარ­ტავს, შვე­ი­ნიცს 40 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბით გა­მოკ­ვლე­ვი­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ში.


„შვე­ი­ნი­ცი არის გერ­მა­ნი­ის და არა მარ­ტო გერ­მა­ნი­ის, არა­მედ ევ­რო­პის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ბავ­შვთა ქი­რურ­გი, მი­უნ­ხე­ნის ლუდ­ვიგ მაქ­სი­მი­ლი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ის კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ის სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბის ქი­რურ­გი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას წარ­მა­ტე­ბით ატა­რებს. მათ შო­რი­საა: საყ­ლა­პა­ვის და ნაწ­ლა­ვის ატ­რე­ზი­ე­ბი, კლო­ა­კა, თან­და­ყო­ლი­ლი ფის­ტუ­ლე­ბი, ჰირშპ­რუნ­გის და­ა­ვა­დე­ბა, ღვიძ­ლის და სა­ნაღ­ვლე გზე­ბის პა­თო­ლო­გი­ე­ბი. ის მუ­შა­ობს ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ა­შიც და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის ქი­რურ­გია, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გია ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ა­ში. შვე­ი­ნი­ცი მუ­შა­ობს ნე­ბის­მი­ერ პრობ­ლე­მა­ზე, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს ბავ­შვთა ქი­რურ­გის მხრი­დან ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვას. გარ­და ამი­სა, ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ა­სა და ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი ჯილ­დო. ამ რან­გის და ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩა­მოს­ვლა დიდი პა­ტი­ვია რო­გორც ჩვე­ნი კლი­ნი­კის­თვის, ისე ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის­თვის, “ - გან­მარ­ტავს გოგა ბახ­ტა­ძე.



- რო­გორ მოხ­დე­ბა პრო­ფე­სორ შვე­ი­ნი­ცის­თვის პა­ცი­ენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა?


- პა­ცი­ენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა ხდე­ბა წი­ნას­წარ, უშუ­ა­ლოდ შვე­ი­ნიც­თან შე­თან­ხმე­ბით. პრე­კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­დი­ან ჩემ­თან, რის შე­დე­გა­დაც ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის დი­აგ­ნო­ზის შე­თან­ხმე­ბა გერ­მა­ნელ პრო­ფე­სორ­თან და იმის გა­და­წყვე­ტა, თუ რამ­დე­ნად სა­ჭი­რო­ებს ის ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას და სა­ჭი­რო­ებს თუ არა უშუ­ა­ლოდ გერ­მა­ნე­ლის მხრი­დან ჩა­რე­ვას. უკვე გვყავს რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც მარ­ტში შვე­ი­ნი­ცი ჩა­უ­ტა­რებს ოპე­რა­ცი­ას. შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი კი გრძელ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლა­დი კონ­სულ­ტა­ცია უფა­სოა.


პირ­ველ ვი­ზიტ­ზე მან უკვე ჩა­ა­ტა­რა არა­ერ­თი რთუ­ლი ოპე­რა­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო ჰირშპ­რუნ­გის და­ა­ვა­დე­ბის გამო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია. პა­ცი­ენ­ტი მა­ნამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე იყო ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბით მხო­ლოდ შვე­ი­ნი­ცის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია დას­რულ­და. ამ ეტაპ­ზე ბავ­შვი სრუ­ლად არის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ამ ურ­თუ­ლე­სი და­ა­ვა­დე­ბის­გან.


- თქვენ და სხვა ქარ­თვე­ლი ქი­რურ­გე­ბი თუ იქ­ნე­ბით ჩარ­თუ­ლი ოპე­რა­ცი­ებ­ში?


შვე­ი­ნი­ცი უკვე მე­ო­რედ ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის დროს „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ბავ­შვთა ქი­რურ­გე­ბი ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვით ოპე­რა­ცი­ებ­ში. ასე მოხ­დე­ბა ამ­ჯე­რა­დაც. გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი თა­ვად ჩა­ა­ტა­რებს ოპე­რა­ცი­ებს, უბ­რა­ლოდ ამ პრო­ცეს­ში ჩა­ვერ­თვე­ბით ქარ­თვე­ლე­ბიც.


image


- სა­ქარ­თვე­ლის­თვის რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შვე­ი­ნი­ცის ვი­ზი­ტი და გერ­მა­ნუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა?


- ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რო­გორც პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ისე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის­თვის. ბევრ დი­აგ­ნოზ­ზე, რომ­ლის მო­საგ­ვა­რებ­ლა­დაც შვე­ი­ნი­ცი ჩა­მო­დის, ქარ­თვე­ლი ქი­რურ­გე­ბიც ვმუ­შა­ობთ. თუმ­ცა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა. მე­დი­ცი­ნა არის დარ­გი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. სა­ჭი­როა, რომ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის აღ­ნიშ­ნულ ტემპს არ ჩა­მოვ­რჩეთ. აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის კი უცხო­ე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის ვი­ზი­ტი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ქარ­თვე­ლი ქი­რურ­გე­ბი შვე­ი­ნიც­თან მუ­შა­ო­ბით კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას შეძ­ლე­ბენ. შვე­ი­ნი­ცის უდი­დეს სკო­ლას, მის მიერ და­ტო­ვე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ისევ ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ. რო­გორც უცხო­ეთ­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად წას­ვლაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ასე­ვეა სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი ექი­მე­ბის ვი­ზი­ტი და მათ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.


- რა სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს პა­ცი­ენ­ტებს „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით?


- კლი­ნი­კა სთა­ვა­ზობს ფარ­თო სპექტრის ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ სერ­ვი­სებს, ასე­ვე ქი­რურ­გი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მათ შო­რი­საა: ბავ­შვთა თო­რა­კა­ლუ­რი ანუ გულ­მკერ­დის ქი­რურ­გია, მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბის ქი­რურ­გია, თი­აქ­რე­ბის ქი­რურ­გია. ჩვენ ვთა­ვა­ზობთ პა­ცი­ენ­ტებს რო­გორც მწვა­ვე, ასე ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, გვაქვს გეგ­მი­უ­რი და გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ ჩვენ­თან ხელ­მი­საწ­ვდო­მია ბავ­შვთა ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ქი­რურ­გია. ეს ქარ­თულ ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ა­ში შე­და­რე­ბით ახა­ლი სი­ტყვაა და ყველ­გან არ კეთ­დე­ბა.


- ყვე­ლა­ზე ხში­რად რო­მე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი კეთ­დე­ბა ხოლ­მე?


- ყვე­ლა­ზე ხში­რი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ­თან კეთ­დე­ბა და ზო­გა­დად, ბავ­შვებ­ში მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზია, არის მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტი. „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ეს ოპე­რა­ცია, რო­გორც წესი, ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ანუ მცი­რე ინ­ვა­ზი­უ­რი გზით კეთ­დე­ბა, რაც მე­ტად დამ­ზოგ­ვე­ლი ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდ­თან შე­და­რე­ბით. კლი­ნი­კის ბავ­შვთა ქი­რურ­გე­ბის უმე­ტე­სო­ბა კარ­გად ფლობს ლა­პა­როს­კო­პი­ულ ტექ­ნი­კას, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ პა­ცი­ენ­ტებს მეტი კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მნათ.


ასე­ვე, ხში­რია თი­აქ­რის გამო ოპე­რა­ცი­ე­ბი ბავ­შვთა ასაკ­ში, ჩა­მო­უს­ვლე­ლი სა­თეს­ლე ჯირ­კვლის ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. კეთ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის ამოკ­ვე­თა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვა­კე­თებთ უფრო რთუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ოპე­რა­ცი­ებ­საც, რო­გო­რი­ცაა: და­იფ­რაგ­მა­ზე ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა, ფილ­ტვებ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­უ­ვა­ლო­ბა­ზე ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა. მათ შო­რის მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ვნიშ­ნო ჰირშპ­რუნ­გის და­ა­ვა­დე­ბის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­უ­ვა­ლო­ბის ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი. მისი დი­აგ­ნოს­ტი­კა ჩვენ­თან ხდე­ბა ნაწ­ლა­ვი­დან ბი­ოფ­სი­ის აღე­ბით, რაც ამ და­ა­ვა­დე­ბის დად­გე­ნის ოქ­როს სტან­დარ­ტად ით­ვლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში.


- რო­გო­რია კლი­ნი­კის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა? გერ­მა­ნელ პრო­ფე­სორს შე­ზღუდ­ვე­ბი ხომ არ ექ­ნე­ბა აპა­რა­ტუ­რის გამო?


- "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რით. პრო­ფე­სორ შვე­ინცს არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ შე­ექ­მნე­ბა. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე დოქ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი და კლი­ნი­კის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და აპა­რა­ტუ­რუ­ლი ბაზა შე­ა­მოწ­მა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­თან­ხმდა „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ სხვა­დას­ხვა სა­ხის ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას. რო­გორც შვე­ინცმა აღ­ნიშ­ნა, კლი­ნი­კა­ში ბევ­რი ისე­თი აპა­რა­ტიც გვაქვს, რო­მე­ლიც უახ­ლე­სია და გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კებ­შიც კი არ არის მა­სი­უ­რად.


ზო­გა­დად, თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მხრივ ამე­ირ­კავ­კა­სი­ის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კაა.


უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 2 190 190

0
527
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
527
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0