ასტროლოგია ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, კირჩხიბი, მორიელი, თევზები - რა ელით მარტში ცეცხლისა და წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს 2020, 1 მარტი, 15:55 ვერძი
პირადი ცხოვრება მარტში პრიორიტეტული უნდა გახდეს. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, სამსახურის საქმეები იქვე დატოვით და შინ არ "მიიტანოთ". მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. თქვენ მათთვის "მშველელი" იქნებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათთან დაძაბული მდგომარეობა გაქვთ. ამ თქვენი კეთილშობილური ჟესტით მათთან მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. მარტოხელებს პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები არ გელით. უმჯობესია, გააუმჯობესოთ საქმიანი კავშირი. შეიძლება კოლეგებს შორის არის ადამიანი, ვისთანაც რომანის გაბმა მოგინდებათ. საინტერესო შეხვედრები გელით საქმიან შეხვედრებზე, კონფერენციებზე, ინტერნეტ ფორუმებზე. მეუღლესთან ჰარმონია დაისადგურებს, თუ ძველ უსიამოვნებებს დაივიწყებთ. ეცადეთ, ისეთი საქმე გამონახოთ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან.
სხვა დროისთვის გადადეთ დაწინაურებაზე ფიქრი. 2020 წლის მარტში სამსახურში წარმატებას მხოლოდ ფსიქოლოგიურად ძლიერი მამაკაცები მიაღწევენ. მთავარია, სამსახურის გრაფიკს შეეჩვიოთ. მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესს, მხოლოდ ერთგული კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ. ეცადეთ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება უფროსთან. მოერიდეთ საქმიან შეხვედრაზე შეუსაბამოდ ჩაცმას. სასიამოვნო ცვლილებები გელით, თუ კარგად შეასრულებთ თქვენს მოვალეობებს. მარტის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია ახალი სამსახურის საძიებლად. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ საქმიან პარტნიორებზე კარგი გავლენის მოხდენას. ერთგულ და მცოდნე საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ. თუ დაიღალეთ სხვისი კეთილდღეობისთვის მუშაობისთვის, დროა, საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ. ყველა ფულადი დაბანდება და საქმეების წარმოება კარგია თვის ბოლოს.
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. მაგრამ ცუდი ამინდის დროს ფეხით ნუ ივლით. როგორც გახასიათებთ ხოლმე, ბუზს სპილოდ ნუ გადააქცევთ, რის გამოც თქვენი ნერვული სისტემა დაზიანდება. აკონტროლეთ საკუთარი თავი და ემოციებიც. მიიღეთ დამამშვიდებელი პრეპარატები, ბალახების ნაყენი, თქვენზე კარგად იმოქმედებს მუსიკათერაპია. უპირატესობა კლასიკას ან ლირიკას მიანიჭეთ. გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ თირკმელების პროფილაქტიკური გამოკვლევა. გადახედეთ რაციონს და გამორიცხთ ზედმეტად მარილიანი და ცილოვანი საკვები. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, ნატურალურ წვენებს. ყოველდღიურად 20 ან 30 წუთი ივარჯიშეთ. კირჩხიბი
თვის დასაწყისში უამრავი პოზიტიური მომენტი გელოდებათ. შეიძლება რომანი გააბათ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთან მიმოწერით. ერთმანეთს შეიძლება საყვარელი მწერლის, საყვარელი ჯგუფის ფანების გვერდზე ან საერთო ჰობის გამო დაუკავშირდეთ. კარგად განვითარება დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვისაც ადრე კარგად იცნობდით და შეიძლება ხვდებოდით კიდეც. მეგობრებით დაწყებული ურთიერთობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. სექსუალური თავგადასავალი გელით მეგობართან ან კარგ ნაცნობთან და ამ კავშირის შემდეგ მიხვდებით, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები და თავს წყვილად გამოცხადებთ. პირად ცხოვრებაში გრანდიოზული ცვლილებები გელით იმ კირჩხიბებს, ვინც გადაწყვიტა, რომ ბედს დაუკავშირებთ კუროს. თქვენს წყვილს ელის მოგზაურობა საზღვარგარეთ, მხიარულება მეგობრებთან ერთად, გემრიელი კერძების მომზადება და დაგემოვნება. კარგ შედეგს მოგიტანთ საერთო ბიზნესის დაწყება ეს შეიძლება იყოს: ტურიზმის, სმა-ჭამის ან განათლების სისტემაში. თუ მეუღლე არ ცდილობს თქვენს დახმარებას ან უმიზეზოდ გებუზღუნებათ, ახლობლებთან ერთად გაერთეთ, მას კი ყურადღება არ მიაქციოთ.
მოიმატებს ცნობისმოყვარეობა და საქმეებში ჩაძიების სურვილი. გარშემო მყოფებს გააკვირვებთ თქვენი ხშირი გადაადგილებით, ინტელექტუალური აქტიურობით. ოპონენტების დარწმუნებით. სწრაფად გააბამთ ნაცნობობას საჭირო ადამიანებთან. შეიძლება მოგიწიოთ კონფერენციებზე, სემინარებზე დასწრებამ. გახშირდება მივლინება. ინფორმაციებს უწყვეტად მიიღებთ თვის ბოლომდე. შეიძლება უქმეების გატარებამაც კი სამსახურში მოგიწიოთ. ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან, თქვენი დაკავებულობის გამო, დამოკიდებულება რომ არ გაიფუჭოთ, აუხსენით, რომ ახლა შრომა თქვენთვის აუცილებელია, რათა მომავალში გამარჯვებას მიაღწიოთ. მარტში სურვილი გაგიჩნდებათ ახლის გაგების, შესწავლის. ზოგიერთი გააგრძელებს სწავლას, დაიწყებს უცხო ენის გაღრმავებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას. სიმაღლეების დაპყრობა ელით მათ, ვისაც არ შეეშინდება საკუთარი თავის წარმოჩენა. კარგი თვეა ლიტერატულ სფეროში ძალების მოსასინჯად. თუ უკვე იმდენი ცოდნა დაგიგროვდათ, რომ შეგიძლიათ სხვებს გაუნაწილოთ (თქვენი სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა), დაგეგმეთ მასტერ კლასები. მარტი ორიგინალური იდეების განხორციელების თვეა. თუ ხვდებით, რომ მარტოს გაგიჭირდებათ, დახმარებისთვის ერთგულ ახლობლებსა და მეგობრებს მიმართეთ. თვის ბოლოს შეიძლება საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი გაგიჩნდეთ. საჭირო თანხით ნათესავები დაგეხმარებიან.
ადრენალინის მოზღვავებას იგრძნობთ. შეიძლება სპორტის ექსტრემალურ სახეობებში მოგინდეთ საკუთარი თავის გამოცდა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით თვის დასაწყისში. უმჯობესია, დრო გამონახოთ ვარჯიშისა და ფინესისთვის. ჩაეწერეთ სპორტ დარბაზში. თვის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ თირკმელებს. მოერიდეთ ალკოჰოლის, შაქრისა და მარილის გადაჭარბებით მიღებას. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. თბილად ჩაცმაც არ დაგავიწყდეთ. შეამცირეთ ისეთი საკვების მიღება, რამაც შეიძლება კუჭ-ნაწლავის სისტემა გაგიღიზიანოთ. ლომი
შეყვარულებულ ლომებს მეტად გაუჩნდებათ სურვილი, რომ მოეფერონ და ჩაეხუტონ საყვარელ ადამიანს. ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე. საყვარელ ადამიანთან საუბრისას იყავით გულწრფელი, ხშირად ესაუბრეთ თქვენს ფანტაზიებზე. თქვენს პარტნიორს აქვს უნარი, რომ თქვენი ფარული სურვილები აგისრულოთ. თქვენი გული თავისუფალია? გაფრთხილდით, მოულოდნელად აგიზგიზებული ვნებისგან ბევრს ნუ ელით. სიმპათიის ობიექტმა შეიძლება ისევე სწრაფად გაგიცრუოთ იმედი, როგორც გაგიჩინათ. შუა მარტში შანსი მოგეცემათ გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა თქვენთვის მოსაწყენი არ იქნება. ზოგიერთი გააბამს რომანს იმ ადამიანთან, ვისთანაც ადრე მიმოწერა ჰქონდა. შეიძლება რომანტიკულ ვახშამზე მიიღოთ მიპატიჟება იმ ადამიანისგან, ვისაც ადრე მეგობრად მიიჩნევდით.
ფულის გამომუშავების სურვილი გაგიჩნდებათ. იყავით მეტად პრაქტიკული. თუ საინტერესო და სარფიან საქმიანობაში შემოგთავაზებენ ჩართვას, უარი არ თქვათ. მაგრამ ისე არ ქნათ, რომ ფულის გამო პირადი ცხოვრება დაიზარალოთ. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. ზოგიერთი ჰობის შემოსავლიან ბიზნესად აქცევს. ზოგიც ფულს გამოიმუშავებს ძველი საოჯახო ნივთების გაყიდვით. პირველ ადგილზე დააყენეთ კარიერული წინსვლა. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ გზა ია-ვარდით იქნება მოფენილი. სავარაუდოდ, შრომა და სირთულეების დაძლევა მოგიწევთ. გაფრთხილდით, რომ კოლეგასთან ან უფროსთან ფლირტმა არ გაგიფუჭოთ სამსახურის საქმეები. უნდა გამიჯნოთ ერთმანეთისგან - სამსახური და პირადი ცხოვრება. თვის დასაწყისში ყურადღებით იმუშავეთ დოკუმენტაციასთან. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაკვირვებით მიიღეთ. არაა გამორიცხული, რომ დეტალებისადმი ყურადღების ნაკლებობის გამო შეცდომები დაუშვათ. მოერიდეთ აფერისტ ადამიანთან საქმეების წარმოებას. მეტად უნდა იყოთ მობილიზებული საოჯახო საქმეებზე. კარგი თვეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. თუ კერძო ბიზნესით ხართ დაკავებული, მეტი დრო დაუთმეთ იურიდიული საკითხების მოგვარებას. აკონტროლეთ ბუღალტრების საქმიანობა. გამორიცხული არაა, რომ მოულოდნელად გესტუმროთ სახელმწიფო შემოწმება. დაქირავებულმა თანამშრომლებმა მეტი სითამამე გამოიჩინეთ და უფროსს მოსთხოვეთ ხელფასის მომატება. უარი რომ არ მიიღოთ, მყარი არგუმენტი უნდა გქონდეთ. თუ ხვდებით, რომ ენერგიის ნაკლებობას განიცდით, დიდ პროექტებზე მუშაობას მოერიდეთ.
მორიელი
ზოგიერთი საყვარელ ადამიანთან დისტანციის დაცვას გადაწყვეტს. განსაკუთრებით, თუ თქვენი პარტნიორი მერწყული ან თევზებია. დაქორწინებულებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მეუღლე მათ ნდობას არ იმსახურებს და მხოლოდ გამოყენების მიზნით არიან ერთად. ზოგიერთს ღალატისკენ გაუწევს გული. განსაკუთრებით, თუ სიმპათია ქალწულის ან თხის რქის მიმართ გაქვთ. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბას დაქორწინებულ ადამიანთან. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს გასტანს ან სიხარულის მომტანი იქნება, უფრო ინტერესის, ჟინის დაკმაყოფილების. შუა თვეში მეტად მოგეძალებათ შინ ყოფნის სურვილი. შეიძლება მეგობრობა გააბათ მიმოწერით და სრულიად უცხო ადამიანს მოუყვეთ საყვარელ ადამიანთან თქვენს დამოკიდებულებაზე.
საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული თვე გელით. თქვენი ცხოვრება შემდეგი სცენარით განვითარდება: "მოვედი, ვნახე, დავიპყარი". ამ მიდგომით უამრავ სასურველ შედეგს მიაღწევთ. სამსახურში თქვენი წარმატება უფროსს შეუმჩნეველი არ დარჩება და შეიძლება დაგაწინაუროთ ან ხელფასი მოგიმატონ, ბონუსი ან პრემია მიიღოთ. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები საიმედო პარტნიორებთან ერთად განახორციელოთ. მარტოს ყველაფრის გაკეთება და გაკონტროლება გაგჭირდებათ. ზოგიერთს ძალაუფლება და ლიდერობა მოგინდებათ, ზოგსაც - საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩამოყალიბება. მარტში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მეგობრები. მათი დახმარებით შეძლებთ სამსახურის შეცვლას. ფინანსური დახმარების მიღებას. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს, რომლებთანაც ადრე კარგი დამოკიდებულება გქონდათ.
მარტის დასაწყისში სერიოზული დაავადებები არ გელით. მოსალოდნელია აპათია, ესეც იმის გამო, რომ ზედმეტად გადაღლილი ხართ. სასურველია, ჩაეწეროთ ფიტნესზე, განაახლოთ სიარული სპორტ დარბაზში. შეამცირეთ სპირტიანი სასმელების მიღება, ალკოჰოლი აგრესიულს გაგხდით და გამორიცხული არაა, ნასვამმა ტრავმაც კი მიიღოთ. მოერიდეთ წვეულებებზე სიარულს, განსაკუთრებით, სადაც თქვენთვის უცხო ადამიანები იქნებიან. შუა თვეში დაგროვილი საქმეებისა და ვალდებულებების გამო, მოგემატებათ თავის ტკივილი. იმისათვის, რომ მიგრენი ქრონიკულში არ გადაგეზარდოთ, მეტად დაისვენეთ, უქმეები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ. სასურველ შედეგს მოგიტანთ ოჯახის წევრებთან ან სანდო მეგობართან (ვისაც ასეთად მიიჩნევთ), გულახდილი საუბარი. მშვილდოსანი
მარტში ნუ იქნებით მორიდებული და თამამად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. მორიდებულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება საინტერესო ადამიანი. სიყვარული შეიძლება კარგად ნაცნობ ადამიანებს შორისაც კი მოძებნოთ, რომელიც გაიზიარებს თქვენს ინტერესებსა და გახდება თქვენი ცხოვრების საუკეთესო მეგობარი. ცვლილება გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. დაქორწინებულების მეუღლეებს დაწინაურება ელით. მარტის დასაწყისში თქვენ მიმართ სიმპათიას გამოავლენს მაღალი თანამდებობის პირი. თქვენი საყვარელი ადამიანი აიძულეთ, რომ მეტი დრო გაატაროს თქვენ გვერდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გარეშე მოწყენილი იქნებით და ეს არ გახდეს უსიამოვნების ან კამათის მიზეზი.
მეტად უნდა იყოთ მობილიზებული საკუთარ ამბიციებზე. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. თუ სწორად განსაზღვრავთ თქვენს ძალებს და გონივრულად იმოქმედებთ, კონკურენტებს დაამარცხებთ. ხანდახან საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი თავადვე ხართ და ეცადეთ, კარიერაზე იყოთ მობილიზებული. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და უფროსთან. გააცანოთ თქვენი ახალი პროექტები. განსაკუთრებით 10 მარტის შემდეგ. სასურველია, თუ სამსახურის გარდა სხვა საერთოსაც გამონახავთ მათთან. ზოგიერთს რთული მისიების შესრულება მოგიწევთ. ეჭვი არ შეგეპაროთ - თუ ყველაფერს კარგად შეასრულებთ, ჯილდოს მიიღებთ. თუ ვაკანტურ ადგილს ეძებთ, არის შანსი, რომ სასურველი ადგილი მიიღოთ. ისიც იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ ღირსებებს სათანადოდ წარმოაჩენთ. უარი არ თქვათ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვაზე. შეგიძლიათ, ზოგიერთი კეთილი საქმის გამო, ზოგიერთ ორგანიზაციაში გაწევრიანდეთ.
თვის დასაწყისში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ ჯანმრთელობის მიმართ. შეიძლება თავი შეგახსენოთ ქრონიკულმა დაავადებამ. ამიტომ, წინასწარვე ჩაეწერეთ მკურნალ ექიმთან; ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი. თუ ინფექცია, ვირუსი ან გაცივება შემოგიტევთ, მოერიდეთ თვითმკურნალობას და ეცადეთ, "ფეხზე არ გადაიტანოთ" დაავადება. შუა თვეში მეტი ყურადღება მიაქციეთ ძილს. არამარტო სიზმრებს, არამედ ძილის ხარისხსაც. თუ კარგად ვერ გამოძინებთ, ვერც საქმეებს შეასრულებთ სათანადოდ. ძილის წინ დასამშვიდებლად გამოიყენეთ ჟასმინის, ლავანდის ან კედრის ზეთი. ისინი დაგიმშვიდებენ ნერვულ სისტემას და მოგიხსნიან დაძაბულობას. თვის ბოლოს სურვილი გაგიჩნდებათ, გარშემო მყოფები თქვენი პლასტიკურობით გააკვირვოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ლათინური ცეკვები ან იოგა. ზოგიერთი სპორტულ შეჯიბრებებში გადაწყვეტს მონაწილების მიღებას. თევზები
სასიამოვნო თვე ელით იმ ქალბატონებს, ვინც ბედი თხის რქებსა და კუროს დაუკავშირა. ერთად დაიწყებთ ბუდის მშენებლობასა და გაუმჯობესებას. ზოგიერთ ქალბატონ თევზებს ბედნიერება გელით თქვენივე ნიშნის წარმომადგენელთან. ეს კავშირი პოზიტიური ემოციებით აგავსებთ. ვნებიანი რომანი გელით, თუ ბედს ვერძისა და მორიელის ნიშნის მამაკაცებს დაუკავშირებთ. მამაკაც თევზებს მარტში შანსი მოგეცემათ დაუახლოვდეთ იმ ადამიანს, ვის მიმართაც დიდი ხანია თბილი გრძნობები გაკავშირებთ. იყავით მეტად მიზნმიმართული და ნუ მოერიდებათ საკუთარი ემოციების გამოხატვის. ნუ ჩაიციკლებით კონკურენტებზე და ნუ იქნებით თვითკრიტიკული. პირიქით, მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. თქვენ ყველაფერი გამოგივათ, რასაც მოინდომებთ, მარტი თქვენი თვეა.
მარტი კარგი თვეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი კონტრაქტების დასამყარებლად, მაგრამ ყველაფერი 10 მარტის შემდეგ დაგეგმეთ. თქვენ საუკეთესო თანამშრომელი ხართ და უნდა ეცადოთ, რომ დაიმსახუროთ კოლეგებისა და უფროსის შექება. თუ გთხოვენ, უარი არ თქვათ და მასტერ-კლასები ჩაუტარეთ კოლეგებს, გამოდით სიტყვით შეხვედრაზე. ერთი სიტყვით, ამ თვეში ჩრდილიდან უნდა გამოხვიდეთ. თვის დასაწყისში გახშირდება საქმიანი შეხვედრები, ელიტური წვეულებები. გაიჩენთ საინტერესო ნაცნობებს. ეცადეთ, ავტორიტეტი მოიპოვოთ გარშემო მყოფებში. ზოგიერთი საინტერესო ორგანიზაციაში გადაწყვეტს გაწევრიანებას. თუ საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ, უარი არ თქვათ. ამის მიზეზი არ გაქვთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ! გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. ამისთვის კი ხშირად უნდა შეხვდეთ მათ არაფორმალურ სიტუაციაში. უნდა მოუყაროთ მობილიზება საკუთარ მიზნებს, ძალებს და იბრძოლოთ სასურველის მისაღწევად. დახმარებისთვის კოლეგებისა და გამოცდილი ადამიანების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. შეიძლება იურისტის ან სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ. თვის ბოლოს ნაკლები ყურადღება დაუთმეთ ჭორებს. ცოტა ხანში მათ არავინ გაიხსენებს და არც თქვენ გიღირთ სანერვიულოდ. აი, მნიშვნელოვანი ინფორმაციებისადმი კი ყურადღებით უნდა იყოთ.
რაც უფრო კარგ განწყობაზე იქნებით, მით მეტად იგრძნობთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. თუმცა, მაინც უნდა მოერიდოთ ვირუსითა და ინფექციებით დაავადებულ ადამიანებთან კავშირს, განსაკუთრებით, თუ შინ ბავშვები გყავთ. მარტის შუა რიცხვებში გადახედეთ კვების რაციონს. მოერიდეთ ან სრულიად შეამცირეთ ნახევარფაბრიკატების ჭამა. აგრეთვე, შეამცირეთ ის პროდუქტები, რომელთა ხარისხიც საიმედო არაა. თუ გრძნობთ, რომ მძიმე საკვები კუჭს გიღიზიანებთ, ცოტა ხნით უარი თქვით ხორცის მიღებაზე (ან შეამცირეთ მაინც). განსაკუთრებით, ახლა, მარხვის პერიოდში. თვის ბოლოს მარტივად გათავისუფლდებით ყველა წყენისა და დარდისგან, რადგან მიხვდებით, რომ მათ კარგი არაფერი მოაქვთ თქვენს ცხოვრებაში. დაივიწყეთ ყველა უსიამოვნება, შიში, ტკივილი. ახლა ენერგიით უნდა აივსოთ და ცხოვრება მხრებში გამართულმა, თავაწეულმა გააგრძელოთ. ტრანსფორმაცია სულიერიც საჭიროა და ფიზიკურიც. ჩაეწერეთ იოგაზე, ციგუნზე. რაც შეეხება იმიჯს - თამამად შეიცვალეთ, ჩაეწერეთ სალონში, განაახლეთ გარდერობი. ასევე ნახეთ:მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორებაროგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათმარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროსროგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ28-29 თებერვალი სურპრიზებით სავსე იქნება - რაზე გვაფრთხილებს და რას გვირჩევს ასტროლოგირა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგინახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 246073 შეფასება არ არის
|