ასტროლოგია მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს 2020, 28 თებერვალი, 13:18 ვერძისხვა დროისთვის გადადეთ დაწინაურებაზე ფიქრი. 2020 წლის მარტში სამსახურში წარმატებას მხოლოდ ფსიქოლოგიურად ძლიერი მამაკაცები მიაღწევენ. მთავარია, სამსახურის გრაფიკს შეეჩვიოთ. მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესს, მხოლოდ ერთგული კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ. ეცადეთ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება უფროსთან. მოერიდეთ საქმიან შეხვედრაზე შეუსაბამოდ ჩაცმას. სასიამოვნო ცვლილებები გელით, თუ კარგად შეასრულებთ თქვენს მოვალეობებს. მარტის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია ახალი სამსახურის საძიებლად. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ საქმიან პარტნიორებზე კარგი გავლენის მოხდენას. ერთგულ და მცოდნე საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ. თუ დაიღალეთ სხვისი კეთილდღეობისთვის მუშაობისთვის, დროა, საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ. ყველა ფულადი დაბანდება და საქმეების წარმოება კარგია თვის ბოლოს. კურომართალია, გართობა და მხიარულება გსურთ, მაგრამ გახსოვდეთ დედლაინიც. დროდადრო რუტინული საქმეების შესრულებაც მოგიწევთ. ამისგან არავნაა დაზღვეული. კარგ შედეგებს მიიღებენ მხატვარი, არქიტექტორი, დიზაინერი და მსახიობი კუროები. ნუ მოგერიდებათ, რომ სამყაროს თქვენი შედევრები წარუდგინოთ. განსაკუთრებით, როცა თქვენი საქმიანობა შემოქმედებასთანაა კავშირში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობაც. აღმაფრენით აღსავსე და ავანტიურისთვის მზად იქნებით. შეიძლება უამრავი ვალდებულების შესრულება მოგიწიოთ ან დამატებითი საქმის, ზოგიერთს კი მივლინება ელის. სამსახურში, საქმეების უკეთ შესასრულებლად, ყური დაუგდეთ კოლეგების რჩევებს. ზოგიერთს შეიძლება ფსიქოლოგის და იურისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ. შუა თვეში შეიძლება ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მოგიწიოთ მუშაობამ. ეცადეთ, არც დასვენება დაივიწყოთ. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი საქმიან პარტნიორებთნ ან კოლეგებთან განხილვის შემდეგ მიიღეთ. მარტი კარგი თვეა ახალი ცოდნის, გამოცდილების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ჩაეწერეთ ინდივიდუალურ გაკვეთილებსა და ტრენინგებზე. თქვენ ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, არ იზარმაცოთ. ტყუპებიმარტში მეტი დრო უნდა დაუთმოთ ოჯახსა და სახლს. სამსახური კი მეორეხარისხოვანი გახდება. მხოლოდ გეგმიური საქმეები შეასრულეთ. თუ, რა თქმა უნდა, ბიზნესით არ ხართ დაკავებული. მეტი დრო დაუთმეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. დაუმეგობრდით ადამიანებს, რომლებიც საბინაო საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებიან. არ მოგერიდოთ და გამოიყენეთ თქვენი კავშირები. მეტი ყურადღება გმართებთ ვალებულებების მიმართ. თუ ხვდებით, რომ რაღაც-რაღაცები გავიწყდებათ, აუცილებლად აწარმოეთ საქმიანი ბლოკნოტი, რათა არაფერი გამოგრჩეთ. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. გაფრთხილდით, არაფერი დაკარგოთ. მარტის ბოლოს საშუალება მოგეცემათ დაასრულოთ დაწყებული პროექტები. მოიცილოთ მძიმე ტვირთი და ჩამოწეროთ სამომავლო გეგმები, ორიგინალური იდეები. ჩაინიშნეთ რეკომენდაციებიც, კრიტიკაც, რაც დაგეხმარებათ მეტად დახვეწოთ საკუთარი საქმეები, დაიწყოთ ახლი პროექტები და მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. კარიერული წინსვლა ელით მამაკაც ტყუპს. მეტი დრო დაუთმეთ ახალი იდეების დახვეწას, სირთულეების დაძლევას. შემოქმედებითი იდეები ენერგიის მომატებაში დაგეხმარებათ. შემოქმედებითი აქტიურობის პიკი თვის ბოლოს დაგიდგებათ. იყავით მეტად კრეატიული და ხელმძღვანელობასაც დადებითდ განაწყობთ საკუთარ თავის მიმართ და სიმაღლეებსაც დაიპყრობთ. ნუ შეგიშენდებათ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულების აღება. სამსახურში დაეხმარეთ მათ, ვინც სადღესასწაულო წვეულების მოწყობითაა დაკავებული. კირჩხიბიმოიმატებს ცნობისმოყვარეობა და საქმეებში ჩაძიების სურვილი. გარშემო მყოფებს გააკვირვებთ თქვენი ხშირი გადაადგილებით, ინტელექტუალური აქტიურობით. ოპონენტების დარწმუნებით. სწრაფად გააბამთ ნაცნობობას საჭირო ადამიანებთან. შეიძლება მოგიწიოთ კონფერენციებზე, სემინარებზე დასწრებამ. გახშირდება მივლინება. ინფორმაციებს უწყვეტად მიიღებთ თვის ბოლომდე. შეიძლება უქმეების გატარებამაც კი სამსახურში მოგიწიოთ. ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან, თქვენი დაკავებულობის გამო, დამოკიდებულება რომ არ გაიფუჭოთ, აუხსენით, რომ ახლა შრომა თქვენთვის აუცილებელია, რათა მომავალში გამარჯვებას მიაღწიოთ. მარტში სურვილი გაგიჩნდებათ ახლის გაგების, შესწავლის. ზოგიერთი გააგრძელებს სწავლას, დაიწყებს უცხო ენის გაღრმავებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას. სიმაღლეების დაპყრობა ელით მათ, ვისაც არ შეეშინდება საკუთარი თავის წარმოჩენა. კარგი თვეა ლიტერატულ სფეროში ძალების მოსასინჯად. თუ უკვე იმდენი ცოდნა დაგიგროვდათ, რომ შეგიძლიათ სხვებს გაუნაწილოთ (თქვენი სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა), დაგეგმეთ მასტერ კლასები. მარტი ორიგინალური იდეების განხორციელების თვეა. თუ ხვდებით, რომ მარტოს გაგიჭირდებათ, დახმარებისთვის ერთგულ ახლობლებსა და მეგობრებს მიმართეთ. თვის ბოლოს შეიძლება საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი გაგიჩნდეთ. საჭირო თანხით ნათესავები დაგეხმარებიან. ლომიფულის გამომუშავების სურვილი გაგიჩნდებათ. იყავით მეტად პრაქტიკული. თუ საინტერესო და სარფიან საქმიანობაში შემოგთავაზებენ ჩართვას, უარი არ თქვათ. მაგრამ ისე არ ქნათ, რომ ფულის გამო პირადი ცხოვრება დაიზარალოთ. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. ზოგიერთი ჰობის შემოსავლიან ბიზნესად აქცევს. ზოგიც ფულს გამოიმუშავებს ძველი საოჯახო ნივთების გაყიდვით. პირველ ადგილზე დააყენეთ კარიერული წინსვლა. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ გზა ია-ვარდით იქნება მოფენილი. სავარაუდოდ, შრომა და სირთულეების დაძლევა მოგიწევთ. გაფრთხილდით, რომ კოლეგასთან ან უფროსთან ფლირტმა არ გაგიფუჭოთ სამსახურის საქმეები. უნდა გამიჯნოთ ერთმანეთისგან - სამსახური და პირადი ცხოვრება. თვის დასაწყისში ყურადღებით იმუშავეთ დოკუმენტაციასთან. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაკვირვებით მიიღეთ. არაა გამორიცხული, რომ დეტალებისადმი ყურადღების ნაკლებობის გამო შეცდომები დაუშვათ. მოერიდეთ აფერისტ ადამიანთან საქმეების წარმოებას. მეტად უნდა იყოთ მობილიზებული საოჯახო საქმეებზე. კარგი თვეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. თუ კერძო ბიზნესით ხართ დაკავებული, მეტი დრო დაუთმეთ იურიდიული საკითხების მოგვარებას. აკონტროლეთ ბუღალტრების საქმიანობა. გამორიცხული არაა, რომ მოულოდნელად გესტუმროთ სახელმწიფო შემოწმება. დაქირავებულმა თანამშრომლებმა მეტი სითამამე გამოიჩინეთ და უფროსს მოსთხოვეთ ხელფასის მომატება. უარი რომ არ მიიღოთ, მყარი არგუმენტი უნდა გქონდეთ. თუ ხვდებით, რომ ენერგიის ნაკლებობას განიცდით, დიდ პროექტებზე მუშაობას მოერიდეთ. ქალწულიდაივიწყეთ შიშები, ნაკლები უსმინეთ მოშურნეებს და წინ გამარჯვებებისკენ! გადახედეთ საკუთარ შესაძლებლობებს, სურვილებს და შეიძლება ახალი სამსახურის ძიება დაიწყოთ ან პროფესიის შეცვლა გადაწყვიტოთ. აუცილებლად იპოვით თქვენს საკუთარ ადგილს მზის გულზე. მთავარია, იყოთ მონდომებული. მარტი მრავალ საშუალებას მოგცემთ თქვენი მიზნების განსახორცილებლად. ჯანსაღ კონკურენციას მშვიდად შეხვდით. მთავარია, შელაპარაკება აგრესიაში არ გადაზარდოთ. კონკურენტებთან ბრძოლაში იყავით ტაქტიკური. ეცადეთ, კონკურენტებს საკუთარი თავი საუკეთესოდ დაანახოთ. კარგად გამოწყობილიც იყავით და კარგი მანერებიც გამოავლინეთ. ახალ ინფორმაცებს სწრაფად აითვისებთ. შუა თვეში ახალი გასართობი გამოგიჩნდებათ. დაეხმარეთ მათ, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით ბავშვებს, თუ მათ სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ. ფული ზომიერად ხარჯეთ. ეს განსაკუთრებით მანდილოსნებს გეხებათ. მამაკაც ქალწულებს მატერიალური მდგომარეობა შუა თვეში გაგიუმჯობესდებათ. შეიძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი, მიიღოთ პრემია ან მომატებული ხელფასი. სასწორიდიდ და სარფიან პროექტებზე მოგინდებათ მუშაობა, მაგრამ გარშემო მყოფებისგან ფარულად. შრომა ინდივიდუალურად ჯობია, კოლექტური საქმიანობა შესაბამის შედეგს არ მოგიტანთ. მოემზადეთ, მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, ვისთანაც ადრე საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებდათ. მან შეიძლება თანამშრომლობის განახლება შემოგთვაზოთ. მარტი კარგი თვეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. ნუ ეცდებით, რომ ორ კურდღელს ერთდროულად გაეკიდოთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. თვის ბოლოს ენერგიისა და ძალების მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ, წარმატებულად დაასრულოთ დაწყებული პროექტები. ზოგიერთი გარისკავს და გახსნის თავის საქმეს. ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს. მორიელისაქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული თვე გელით. თქვენი ცხოვრება შემდეგი სცენარით განვითარდება: "მოვედი, ვნახე, დავიპყარი". ამ მიდგომით უამრავ სასურველ შედეგს მიაღწევთ. სამსახურში თქვენი წარმატება უფროსს შეუმჩნეველი არ დარჩება და შეიძლება დაგაწინაუროთ ან ხელფასი მოგიმატონ, ბონუსი ან პრემია მიიღოთ. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები საიმედო პარტნიორებთან ერთად განახორციელოთ. მარტოს ყველაფრის გაკეთება და გაკონტროლება გაგჭირდებათ. ზოგიერთს ძალაუფლება და ლიდერობა მოგინდებათ, ზოგსაც - საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩამოყალიბება. მარტში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მეგობრები. მათი დახმარებით შეძლებთ სამსახურის შეცვლას. ფინანსური დახმარების მიღებას. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს, რომლებთანაც ადრე კარგი დამოკიდებულება გქონდათ. მშვილდოსანიმეტად უნდა იყოთ მობილიზებული საკუთარ ამბიციებზე. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. თუ სწორად განსაზღვრავთ თქვენს ძალებს და გონივრულად იმოქმედებთ, კონკურენტებს დაამარცხებთ. ხანდახან საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი თავადვე ხართ და ეცადეთ, კარიერაზე იყოთ მობილიზებული. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და უფროსთან. გააცანოთ თქვენი ახალი პროექტები. განსაკუთრებით 10 მარტის შემდეგ. სასურველია, თუ სამსახურის გარდა სხვა საერთოსაც გამონახავთ მათთან. ზოგიერთს რთული მისიების შესრულება მოგიწევთ. ეჭვი არ შეგეპაროთ - თუ ყველაფერს კარგად შეასრულებთ, ჯილდოს მიიღებთ. თუ ვაკანტურ ადგილს ეძებთ, არის შანსი, რომ სასურველი ადგილი მიიღოთ. ისიც იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ ღირსებებს სათანადოდ წარმოაჩენთ. უარი არ თქვათ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვაზე. შეგიძლიათ, ზოგიერთი კეთილი საქმის გამო, ზოგიერთ ორგანიზაციაში გაწევრიანდეთ. თხის რქაშეიძლება სამსახურის დაწყება შემოგთვაზონ უცხოურ კომპანიაში. ან სამსახურის გამო სახცოვრებელი ადგილის, ქალაქის ან თუნდაც ქვეყნის შეცვლამ მოგიწიოთ. ზოგიერთს კი უცხოეთში მიიწვევენ კონფერენციაში მონაწილეობისთვის. შეიძლება რჩევა და მასტერ-კლასების ჩატარებაც კი გთხოვონ. თუ სამსახურის მაძიებელი თხის რქა ხართ, ეცადეთ, გაიუმჯობესოთ უცხო ენის დონე. ეს მომავალში აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი ვაკანსიის მიღებაში. ცოტა ხანში კი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ. რითაც უკეთესობისკენ შეიცვლით თქვენს ცხოვრებას. ხანდახან შინაგანი ტრანსფორმაცია იმაზე უკეთეს შედეგს გვაძლევს, ვიდრე ჩვენ გვგონია. გათავისუფლდით შინაგანი შიშებისა და კომპლექსებისგან, ეცადეთ, ცხოვრებას სხვა ჭრილში შეხედოთ, ზოგჯერ ობიექტურობაც კარგია, რათა მოვლენების რეალური შეფასება შეძლოთ. მარტის შუა პერიოდიდან აფრენის შესაძლებლობა მოგეცემათ. ამისთვის კი წინასწარ მზად უნდა იყოთ. ნუ შეგეშინდებათ ფრენის, მწვერვალების დაპყრობის. იყავით მეტად გაბედული, მიზანმიმართული. ნუ შეუშინდებით კონკურენტებს. სწორედ ასეთი მეთოდებით შეძლებთ კარიერულ კიბეზე ასვლას. მერწყულიმარტში გარშემო მყოფებთან და განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც საქმიანი დამოკიდებულება გაქვთ, ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოთ. დაიხმარეთ ისინი თქვენი პროექტების გაუმჯობესებაში. ეცადეთ, არ იყოთ ენამწარე და ადამიანს პირში არ მიახალოთ მისთვის უსიამოვნო ამბავი. დიპლომატიურობა უამრავ სფეროში გმართებთ. თუ უფროსი ხართ, სამსახურში ტირანის როლის მორგებას არ გირჩევთ. კრიტიკაც კი ადამიანს შელამაზებულად და რბილად უნდა უთხრათ. თვის ბოლოს განსაკუთრებით დაკვირვებული უნდა იყოთ დეტალებისადმი, ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. გაუფრთხილდით პირად ინფორმაციას, რათა თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ. რუტინული საქმეები ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. მეტად დელიკატური უნდა იყოთ. არაა აუცილებელი "მე" თქვათ, როცა საქმე "ჩვენ" გავაკეთეთ. იყავით მიზანმიმართული, კარიერასა და მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული, მაგრამ სხვის გაკეთებულ საქმეებს ჩრდილი არ მიაყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს საუკეთესოდ შეასრულებთ და გარშემო მყოფებთანაც არ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას, ბედისგან საჩუქარს მიიღებთ. გამონახეთ მეტი დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მოსინჯეთ თქვენი ძალები სხვადასხვა ახალ საქმიანობაში. ეს შეიძლება იყოს ცეკვა, სამსახიობო საქმიანობა, მუსიკა. ზოგიერთი შეიძლება საზღვარგარეთაც კი გაემგზავროს ინსპირაციისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. სირთულეების დასაძლევად მხოლოდ ახლობლებს მიმართეთ. მარტში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება დაზღვევასთან, გადასახადებთან და კრედიტებთან დაკავშირებული საქმეები. იყავით დაკვირვებული, როცა საქმე ფულს შეეხება. ზოგიერთი საქმიანობის გამო, შეიძლება ან საზღვარგარეთ გამგზავრებამ მოგიწიოთ, ან უცხოელი პარტნიორების მოძიებამ. თევზებიმარტი კარგი თვეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი კონტრაქტების დასამყარებლად, მაგრამ ყველაფერი 10 მარტის შემდეგ დაგეგმეთ. თქვენ საუკეთესო თანამშრომელი ხართ და უნდა ეცადოთ, რომ დაიმსახუროთ კოლეგებისა და უფროსის შექება. თუ გთხოვენ, უარი არ თქვათ და მასტერ-კლასები ჩაუტარეთ კოლეგებს, გამოდით სიტყვით შეხვედრაზე. ერთი სიტყვით, ამ თვეში ჩრდილიდან უნდა გამოხვიდეთ.
თვის დასაწყისში გახშირდება საქმიანი შეხვედრები, ელიტური წვეულებები. გაიჩენთ საინტერესო ნაცნობებს. ეცადეთ, ავტორიტეტი მოიპოვოთ გარშემო მყოფებში. ზოგიერთი საინტერესო ორგანიზაციაში გადაწყვეტს გაწევრიანებას. თუ საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ, უარი არ თქვათ. ამის მიზეზი არ გაქვთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ! გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. ამისთვის კი ხშირად უნდა შეხვდეთ მათ არაფორმალურ სიტუაციაში.
უნდა მოუყაროთ მობილიზება საკუთარ მიზნებს, ძალებს და იბრძოლოთ სასურველის მისაღწევად. დახმარებისთვის კოლეგებისა და გამოცდილი ადამიანების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. შეიძლება იურისტის ან სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ. თვის ბოლოს ნაკლები ყურადღება დაუთმეთ ჭორებს. ცოტა ხანში მათ არავინ გაიხსენებს და არც თქვენ გიღირთ სანერვიულოდ. აი, მნიშვნელოვანი ინფორმაციებისადმი კი ყურადღებით უნდა იყოთ.
ასევე ნახეთ:როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ28-29 თებერვალი სურპრიზებით სავსე იქნება - რაზე გვაფრთხილებს და რას გვირჩევს ასტროლოგირა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგირაში გადეხმარებათ ვერძი, ლომი ან მორიელი საუკეთესოდ - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ნიშნებს, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მაგრად გამოსდითვინ არიან "უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები" - ხართ თუ არა ამ სიაში და რა უნდა იცოდეთ საკუთარ თავზეთებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი - ვის ელის გრანდიოზული ცვლილებები კარიერაში და შემოსავლების გაზრდა"ზოგიერთს მეორე შანსი მიეცემა" - როგორ უნდა მოემზადოთ 23 თებერვლის ახალმთვარეობისთვისნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 243342 შეფასება არ არის
|