ასტროლოგია თებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი - ვის ელის გრანდიოზული ცვლილებები კარიერაში და შემოსავლების გაზრდა 2020, 5 თებერვალი, 12:04
მამაკაცი ვერძები სარფიან შემოთავზებებს მიიღებთ. გამოგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ დაიკავოთ სასურველი თანამდებობა. ზოგიერთი ლიდერის თვისებას გამოავლენს და გაუმართლებს კიდეც. შეიძლება ხელმძღვანელის პოსტიც კი ჩაიბაროთ. მესამე დეკადის ვერძები ენერგიით იქნებით აღსავსენი, იქნებით მუდმივად მოქმედებაში. ეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ მოშურნეების კრიტიკას და გაითვალისწინოთ მოკეთეების რჩევები. იმისათვის, რომ პარტნიორებთან საქმეები არ გაიფუჭოთ, ისწავლეთ ვალდებულებების დროზე შესრულება, არ დაგვიანება. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა შეკვეთების მიღებასა და შესრულებას ეხება. ეცადეთ, თვის ბოლომდე დაფართ ყველა ფინანსური ვალდებულება. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, დოკუმენტების გაფორმებისას. თებერველი კარგი თვეა კონკურსებში მონაწილეობისთვის, ლატარიის ბილეთების საყიდლად. წარმატება ელით მათ, ვინ გარისკავს. არაფერი გიშლით ხელს, რომ დაკავდეთ შემოქმედებით, თქვენს საქმიანობას აუცილებლად გამოუჩნდებიან სათანადო დამფასებლები. ნუ გაჩერდებით სახლში, ხშირად ისეირნეთ საინტერესო ადგილებში, დაესწარით ექსკურსიებს.
შუა თვემდე უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი. უნდა დაასრულოთ დაწყებული პროექტები. კოლეგები შემოგთვაზებენ სარფიან საქმიანობაში ჩართვას. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. არ გაგიკვირდეთ, თუ პარტნიორები, რომლებთანაც ადრე კარგი დამოკიდებულება გქონდათ, კონფლიქტურები გახდნენ, გაგიჭირდეთ მათთან საერთო ენის გამონახვა. ეცადეთ, ცხოვრებაში მომხდარ საკითხებს ობიექტურად შეხედოთ. ბიზნესპარტნიორებთნ ურთიერთობა რომ არ დაგეძაბოთ, სიახლეებს მშვიდად შეხვდით და დანერგეთ ისინი. შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ ზოგიერთ ერთგულ თანამშრომელშიც კი. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და არ იჩხუბოთ კოლეგებთან და უფროსთან. თვის ბოლოს თქვენი შრომისუნარიანობა მოიმატებს. ენერგიის მომატებასაც იგრძნობთ. სხვათა შორის, ამავე პერიოდია მოსალოდნელია ხელფასის გაზრდა და პრემიის მიღება. შემოქმედებითმა ნიშნებმა მეტი დრო დაუთმეთ თქვნს პროფესიონალურ გავითარებას. მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში. დაანახვეთ გარშემო მყოფებს თქვენი ნიჭი.
თვის დასაწყისში დაასრულეთ დაწყებული პროექტები. აუცილებლად დაასრულეთ საქმეები, რომლებიც დაწყებული გაქვთ. თებერვალში საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. მოიპოვეთ მათი მხარდაჭერა, რათა მეტად განავითაროთ თქვენი იდეები. მოერიდეთ საეჭვო საქმეებში ჩართვას, ნუ გააფორმებთ დიდხნიან ხელშეკრულებებს, რადგან თქვენი ამბავი რომ იცით, შეიძლება ყველაფერი მალევე მოგბეზრდეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. თვის ბოლოს თუ უფულობაში დარჩებით, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოთ. მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, თუ ახალ საქმიანობაში ჩაერთვებით, რასაც თქვენი თავისუფალი დრო უნდა შესწიროთ. შუა თვეში კრეატიული იდეები დაგებადებათ და მათი განხორციელება მხოლოდ თქვენს მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. შეგიძლიათ დახმარებისთვის ნათესავებსაც მიმართოთ. განვითარებისთვის დაესწარით ტრენინგებს, გახშირდება მცირეხნიანი მივლინებები. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. აგრეთვე, თქვენამდე მოსული ინფორმაციებისადმი. სავსემთვარეობის დღეს ყურადღება მიაქციეთ თქვენთან მოსულ ინფორმაციებს; გააანლიზეთ ისინი, ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვანს მიაქციეთ. გადაამოწმეთ, რომ არავინ მოგატყუოთ.
ვერძის დახმარებით კარიერის გაკეთებას შეძლებთ. ეს განსაკუთრებით ეხებათ მანდილოსან ვერძებს. თქვენ მზად ხართ ფლირტისთვისაც და კარიერული მიღწევებისთვისაც. მამაკაცებს მატერიალური კეთილდღეობა ელით. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდებათ. შეიძლება თანხა მოიგოთ კონკურსში მონაწილეობით, ლატარიით, ინვესტიციით. მთავარია, გაბედულად იმოქმედოთ და არ გაუშვათ შანსი ხელიდან, რომ ერთი ნაბიჯი წინ გადადგათ. ზოგიერთი უფროსის ყურადღებას მიიქცევს, ზოგსაც მნიშვნელოვან პროექტს ჩააბარებენ. თვის ბოლო დახუნძლული გექნებათ საქმიანი შეხვედრებით, მიმოწერით, მნიშვნელოვანი ზარებით. დიალოგისას ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის მოთხოვნებს. მოერიდეთ კონფლიქტურ საუბრებს, პოლემიკაში ჩართვას. ეცადეთ დიდი თანხით არ მოხვდეთ ხალხმრავალ ადგილებში, რათა არ გახდეთ ჯიბგირების მსხვერპლი. მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურასაც.
ჩამოწერეთ თვის მთავარი და მეორეხარისხოვანი საქმეები. არავითარ შემთხვევაში არ განეწყოთ ნეგატიურად და არ თქვთ, რომ რამე არ გამოგივათ. პირიქით, იყავით მიზანმიმართული და თავდაჯერებული, რომ თვის ბოლოს ყველა საქმე იდეალურად გექნებათ დასრულებული. პირველ დეკადაში დაბადებულ ლომებმა მეტი დრო უნდა დაუთმოთ სამსახურის საქმეებს. მოერიდეთ სამსახურში დაგვიანებას, ეცადეთ, არ გაანაწყენოთ უფროსი, იყავით დისციპლინირებული. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან. ხანდახან ენას კბილი უნდა დააჭიროთ, ყველა მტრად რომ არ გადაიკიდოთ. მამაკაც ლომებს საქმეების მოსაგვარებლად პარტნიორებისა და კოლეგების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. თვის ბოლოს შეიძლება კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ, რაც სასარგებლოდ წაადგება თქვენს კარიერას. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას, დაესწარით ტრენინგებსა და ლექციებს. ზოგიერთს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მოგეცემათ, იყავით თავდაჯერებული. კარგი თვე ელით იმ ლომებს, რომლებიც პირადი საქმის დაწყებას გადაწყვეტენ ან ახალ სამსახურში გადავლენ, განახორციელებენ ორიგინალურ პროექტებს. დაუმეგობრდით გავლენიან ადამიანებს, მაგრამ საკუთარი ინტერესები ყველგან დაიცავით. გამონახეთ დრო ჰობისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ჰობი შეიძლება შემოსავლის წყაროდ გადაგექცეთ. მიღებული თანხა კი უძრავ ქონებაში დააბანდეთ. უარი არ თქვათ დამატებით სამსახურზე.
თითქოს გადაიღალეთ, იდეები ამოგეწურთ ან მათ განსახორციელებლად ენერგია არ გაქვთ. თებერვალში თქვენთვის სასურველი იქნება განმარტოებით მუშაობა. როცა არვინ შეგიშლით ხელს. ამასთანავე, სამსახურში სიახლეების დაგეგმვის დროა, კარგია თანამედროვე ტექნოლოგიებში გარკვევა და პროფესიულ ტრენინგებზე დასწრება. თუ დიდ კოლექტივში მუშაობთ, მოსაწყენად ვერ მოიცლით, განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა შემოქმედებასთანაა კავშირში. თუ სამსახურის მაძიებელი ქალწული ხართ, ერთ რჩევას მოგცემთ, მამაკაცებმა დახმარებისთვის მიმართეთ წყლის სტიქიის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) წარმომადგენელ მანდილოსნებს, ხოლო ქალებმა - ცეცხლის სტიქიის (ვერძი, ლომი, მშილდოსანი) წარმომადგენელ მამაკაცებს. ზოგიერთ ქალწულს ხელში საიდუმლო ინფორმაცია ჩაუვარდება. ასეთს სხვები ვერ მიიღებენ. თქვენ კი შესაძლებლობა მოგეცემათ, ის თქვენი ინტერესებისთვის გამოიყენოთ. თუნდაც, დაწინაურებისთვის. შუა თვეში მოიმატებს საქმიანი შეხვედრები. ზოგიერთს დამსაქმებლებთან გასაუბრება ელის. იყავით მიზნამიმართული და გარშემო მყოფებს დაანახვეთ, რომ საჭირო და მცოდნე კადრი ხართ. ახალი პროექტების განხორციელება უმჯობესია თვის ბოლოსთვის გადადოთ. თამამად იმოქმედეთ, ხშირად გამოავლინეთ ინიციატივა. კარგი პერიოდია აგრეთვე არასტანდარტული იდეების განსახორციელებლად, ონლაინ ბიზნესის გასავითარებლად. იყავით მეტად მიზნამიმართული და აქტიური. მხოლოდ ასე მიიღებთ იმას, რაზეც დიდხანს ოცნებობდით.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფების მხრიდან წნეხის ქვეშ ხართ. განსაკუთრებით, პირველი დეკადის სასწორები. საკუთარ თავს მეტად უნდა მოსთხოვოთ, რომ სიმაღლეები დაიპყროთ. ხანდახან იმდენად გადაღლილი იქნებით, რომ მარტივი საქმეც კი შეუსრულებელი მოგეჩვენებათ. ეცადეთ, კარგად დაისვენოთ და გამოიძნოთ ხოლმე. სამსახურის საქმეები კარგად რომ შეასრულოთ, საოჯახო ვალდებულებები ოჯახის წევრებს გადაუნაწილეთ. ამ თვეში ნუ დაიწყებთ რემონტს. კარგ შედეგს მიიღებთ, თუ კოლექტივთან ერთად იმუშავებთ. მიუხედავდ იმისა, რომ ლიდერის როლში არ იქნებით, მაინც იტყვით თქვენს სიტყვას. საქმეების უკეთ წარსამართად, მიმართეთ თვითრეკლამას და ინტერნეტ რეკლამას. პარტნიორებად პროფესიონალები აირჩიეთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან. თქვენი წარმატება მეტწილად მათზეა დამოკიდებული. თვის ბოლოს გამონახეთ დრო და გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები.
დიდი ნაბიჯი უნდა გადადგათ წარმატებისკენ. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი, გახდებით მეტად პოპულარული. ზოგიერთი კოლექტივის ლიდერი ან ხელმძღვანელი გახდება. ნუ იქნებით იღბლის იმედად, იშრომეთ, ენერგია საკმარისი გაქვთ. თვის დასაწყისში და შუაში მოერიდეთ დაპირისპირებას უფროსთან. ნუ ეცდებით ჩხუბით დაუმტკიცოთ მას, რომ მცოდნე და დასაფასებელი კადრი ხართ. პატივისცემა გმართებთ გარშემო მყოფების მოსაზრებებისადმი. წარმატებული თვე ელით გართობის სფეროს წარმომადგენლებს. აგრეთვე ფულს გამოიმუშავენებ ის ნიშნები, რომლებიც აქსესუარების დამზადებითა და გაყიდვით არიან დაკავებულები.
თებერვალში ხშირად უნდა დაესწროთ პროფესიული განვითარების კურსებს. უარი არ თქვათ საზღვარგარეთ სტაჟირებაზე. ზოგიერთს უცხოურ კომპანიაში შესთავაზებენ მუშაობის დაწყებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პირადი უძრავი ქონების გაქირავება. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას თევზებთან, არ გაებათ მათ მიერ გონივრულად დაგებულ ავანტიურაში. კარგი მუშაობით ავტორიტეტს მოიპოვებთ კოლეგებში. იყავით ლიდერი, ამის ენერგია ნამდვილად გაქვთ. აუცილებლად ჩამოწერეთ მიზნების სია და იმოქმედეთ მათ განსახორციელებლად.
თებერვალში ნებისმიერ საკითხს და განსაკუთრებით მატერიალურს მარტივად მოაგვარებთ. დახმარებას მიიღებთ კოლეგებისგან, ყური დაუგდეთ მათ რჩევებსაც. სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ. გაიარეთ გასაუბრება, დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, შეგიძლიათ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტებიც გააფორმოთ. ზოგიერთი თხის რქა მიიღებს პრემიას ან მემკვიდრეობას. თვის ბოლოს არ დააგდოთ ტემპი. იყავით მიზანმიმართული. თქვენ გარშემო მყოფებისთვის სამაგალითო უნდა იყოთ. საქმიან პარტნიორებთან - დიპლომატიური. ზოგიერთი დაფიქრდება, როდემდე უნდა იმუშაოს სხვების საკეთილდღეოდ და საკუთარი საქმის დაწყებას გადაწყვეტს. სამსახურში საქმეების დროულად შესრულება თუ გსურთ, კოლეგებსაც გაუნაწილეთ ვალდებულებები. ამგვარად, ჰობისთვისაც დაგრჩებათ დრო. შემოქმედებით აღმაფრენას იგრძნობენ მხატვარი და დიზაინერი თხის რქები. ზოგიერთი ჰობის შემოსავლის წყაროდაც გაიხდის. წარმატება ელით კონსულტაციის სფეროში მომუშავეებსაც. ზოგიერთს შანსი მიეცემა, რომ საზღვარგარეთ გაემგზავროს სასწავლებლად. ან უცხოურ კომპანიაში მიიღოს თანამდებობა. თებერვალი აგრეთვე კარგი თვეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.
თვის დასაწყისსა და შუაში დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, სასამართლო დავები. შეძლებთ თქვენი პოზიციის დაფიქსირებას. ყველა საქმიანობაში წარმატება გელით. კარგ შედეგს მოგიტანთ კონსულტაცია პროფესიონალებთან. გამონახეთ დრო დაწყებული და მიტოვებული პროექტების დასასრულებლად. რთულ საკითხებსაც კი მარტივად მოაგვარებთ. თვის ბოლოს გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ფული საჩუქრადაც კი მიიღოთ. ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. ნათესავებისა და საყვარელი ადამიანის დახმარებით შეიძლება პირადი საქმეც კი დაიწყოთ. მამაკაცი მერწყული კარგად გაართმევს თავს ბიზნესს პროექტებს. თებერვალში საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. თავად კი შეიძლება ტელერეპორტაჟის თუ ინტერვიუს გამო პოპულარული გახდეთ. მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ზოგიერთი მასშტაბურ პროექტშიც ჩაერთვება.
საქმეები და ვალდებულებები მოგემატებათ. მკაცრი დედლაინის რეჟიმში მოგიწევთ შრომა. საბედნიეროდ, ენთუზიაზმითაც აღსავსე ხართ და ენერგიითაც. ამასთანავე, მეტად უნდა გამოავლინოთ პუნქტუალურობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 5-წუთიანი დაგვიანებაც კი შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით, წარმატებით დაასრულებთ პროექტს, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ. გამოგიჩნდებიან ახალი დამკვეთებიც. თუ პირადი საქმის დაწყებას აპირებთ, მეტი დრო დაუთმეთ რეკლამას. თუ სამსახურში ლიდერის თვისებებს გამოავლენთ, კოლეგების პატივისცემს დაიმსახურებთ. იყავით დაკვირვებული ხელშეკრულებების გაფორმებისას, მოლაპარაკებისას. თქვენი მოსაზრება და ვარაუდები ფაქტებზე უნდა იყოს დამყარებული. იყავით მეტად მიზნამიმართული და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. უსიამოვნებებთან შეჯახებისას ნუ ჩამოყრით ყურებს. მაქსიმალურად მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურაში გაბმას. ზოგიერთმა თვის ბოლოს, შეიძლება ლატარიაში მოიგოს. თებერვალში, თევზების უმეტესობას, შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოუნდება. ზოგიერთს კი - საკუთარ თავთან განმარტოება. ეცადეთ, მთელი თვის განმავლობაში "ენას კბილი დააჭიროთ", რათა არ წამოგცდეთ ზედმეტი. არავინ "დაგრუზოთ" თქვენი ფილოსოფიური თეორიებით. თვის ბოლოს მშვიდად შეხვდით კრიტიკას და ნუ ეცდებით, ოპონენტს მუშტებით გაუმკლავდეთ. მაქსიმალურად მოთოკეთ აგრესია. მცირე შელაპარაკებამაც კი შეიძლება დიდი უსიამოვნება მოგიტანოთ. ასევე ნახეთ9 თებერვალს სავსემთვარეობაა, 23 თებერვალს - ახალმთვარეობა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმავინ არიან "უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები" - ხართ თუ არა ამ სიაში და რა უნდა იცოდეთ საკუთარ თავზერომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარიროგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები (+ სახალისო GIF-ები)როგორი დედამთილები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითზოდიაქოს ნიშნები მეტროში - სასაცილო GIF-ებიზოდიაქოს ნიშნის გოგოები სიბერეში - სასაცილო GIF-ებიროგორ გამოიყურებიან ნაწყენი ზოდიაქოს ნიშნები - GIF-ები4363 1-ს მოსწონს
|