სხვა მონღოლეთის პრეზიდენტი თანმხლებ პირებთან ერთად ორკვირიან კარანტინში მოათავსეს 2020, 28 თებერვალი, 13:47 ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მონღოლეთის პრეზიდენტი ხალტმაგინ ბატულგა თანმხლებ პირებთან ერთად 14-დღიან კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Montsame იუწყება. მონღოლეთის პრეზიდენტი ჩინეთში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჩინეთიდან იგი 27 თებერვალს 22 საათსა და 20 წუთზე დაბრუნდა, რის შემდეგ მონღოლეთის პრეზიდენტი და მისი დელეგაციის წევრები პრევენციის მიზნით 14-დღიან იზოლაციაში მოათავსეს. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პრეზიდენტი ხალტმაგინ ბატულგა დედაქალაქის, ულან-ბატორის კლინიკაში ცალკე განათავსეს, ხოლო მისი თანმხლები პირები, - საგარეო საქმეთა მინისტრი დ. ცგტბათარი, საგანგებო სიტუაციების გენერალური დირექტორის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი თ. ბადრალი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვ. შიზრი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში ტ.ტეგჟარგალი გააგზავნეს სპეციალურ სარეაბილიტაციო სანატორიუმ „ჟარგალანტში“ რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების მთის ხეობაში, დედაქალაქის სიახლოვეს ხან-უულში. 351 3-ს მოსწონს
|