x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებიც ინტიმ - ეპილაციას არასდროს იკეთებენ: დაე, როგორც არის, ისე დარჩეს!

image

სხეულიდან არასასურველი თმის მოცილებას ცნობილი ჰოლივუდელი ქალბატონები გაგიკვირდებათ და, საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ და არც ერთი სახის ეპილაციას არ აღიარებენ. სელებრითები დარწმუნებულები არიან რომ ყველაფერი ბუნებრივად უნდა დარჩეს.




კამერონ დიასი


image


"ვფიქრობ, რომ ლაზერული ეპილაცია - საშინელებაა. ეს სრული სისულელეა! ზრდასრულ ქალს უმწიფარი გოგონას სხეული არ უნდა ჰქონდეს. ეს არ არის ნორმალური. დიახ, შემიძლია გულწრფელად გითხრათ: მე საერთოდ არაფერს ვიკეთებ, როგორც ბუნებამ ჩაიფიქრა, დაე, ისე გაიზარდოს".



გვინეტ პელტროუ


image



"მე არ ვარ ეპილაციის მომხრე. ერთხელ სალონში არასასურველი თმის მოშორება ცვილის საშუალებით ვცადე და ის დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინლად მახსენდება. ასე რომ, დაე, ყველაფერი ბუნებრივად დარჩეს. 70-იან წლებში არასასურველ თმას არავინ იშორებდა, თუმცა სექსუალური თავისუფლება ისეთი იყო, რომ ჩვენ არც კი დაგვესიზმრება. ინტიმური ეპილაციის გამოყენება - არ გამოყენებას სექსუალობასთან საერთო არაფერი აქვს. ეს სხვა არაფერია თუ არა მოდა. დღეს ასეთია, ხვალ ისეთი".



ელენა პეიჯი



image


"იქს-ადამიანები" - ის ვარსკვლავმა ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა: "მახსოვს, როგორ მიხაროდა როდესაც ვხედავდი თუ როგორ იცვლებოდა ჩემი სხეული და ის თანდათან უფრო ქალის ფორმებს იღებდა. ასე, რომ არაფრის ფასად არ ვაპირებ არასასურველი თმის არც მოპარსვას და არც ამოქნევას, მაქსიმუმ შემიძლია მხოლოდ - გავითანაბრო".




სოლანჟ ნოულსი


image


ცნობილი მომღერალი სოლანჟი საზოგადოებრივი მოძრაობა - "Women For Bush" - ის ერთგული აქტივისტია, რომელიც იმ შეხედულების გავრცელებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, ლამაზი სხეული აუცილებლად გლუვი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არაესთეტიკური იქნება: "მე ფემინისტი ვარ და უფლებას არავის მივცემ მიკარნახოს თმა სად გავიზარდო, სად შევიჭრა ან სად გავიპარსო. არ აქვს მნიშვნელობა საქმე თავს ეხება თუ ბოქვენს".




ლუსი ლოულესი



image


"ერთხელ საკმაოდ სასაცილო ვითარებაში აღმოვჩნდი. გადასაღებ მოედანზე თამამი სცენების გადაღება იგეგმებოდა, სცენარის მიხედვით კი, იმ პერიოდისთვის ქალებს სხეულის გლუვი კანი უბრალოდ ვერ ექნებოდათ, ამიტომ გადამღებმა ჯგუფმა საგანგებოდ, - ინტიმური ზონის პარიკი მომიმზადა. ახლა კი მათი თვალები წარმოიდგინეთ, როდესაც ვუთხარი: "არ გინდათ, ჩემი ბუნებრივი გაცილებით უკეთესია - თქო."



კეტი ლი გიფორდი



image


სატელევიზიო შოუს ვარსკვლავს, სექსუალობის სხვადასხვა გამოვლენის ფორმებზე როდესაც პირდაპირ ეთერში გადაცემა მიჰყავდა, მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე აღიარა: "ყველაზე სექსუალურად მე სხეულს მივიჩნევ, რომელიც სრულყოფილებისგან საკმაოდ შორს არის. რაც შეეხება ინტიმურ ზონებს, გეტყვით რომ მე უდაბნოს, ჯუნგლები მირჩევნია".



ლიზა ვანდერპამპი


image


"როდესაც გავარკვიე, თუ რას წარმოადგენდა ბრაზილიური ეპილაცია დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიჯერებდი, რომ ვინმეს ასეთ წამებაზე ნებაყოფლობით წასვლა შეეძლო. მე ფეხებსაც კი არ ვიპარსავ, ვინაიდან ის, კანს საშინლად აღიზიანებს. ლაზერი, ფოტო, და რა ვიცი, რა არის კიდევ ... ნუთუ ადამიანებს საკუთარი თავი ისეთი საერთოდ არ მოსწონთ, როგორებიც ისინი ბუნებამ შექმნა?"



ჯენი მაკარტი



imageimage

"ერთხელ ჟურნალ "Playboy" - თვის სრულიად შიშველი ვპოზირებდი. მივედი გადაღებაზე, გამიკეთეს ვარცხნილობა, მაკიაჟი და აი, კამერების წინ ვიხდი აბაზანის ხალათს და ჰოი საოცრებავ, მთელი ჯგუფი ერთ ხმაში: "რა არის ეს?" ნანახით გაოგნებულებმა მოგვიანებით მითხრეს რომ მსგავსი რამ აქამდე არასდროს უნახავთ, მათთვის სრულიად შოკისმომგვრელი იყო ის ფაქტი, რომ გოგონას რომელიც "Playboy" - ისთვის პოზირებდა კანი ინტიურ ზონაზე გლუვი არ ჰქონდა. ვიფიქრე კარგით, თუ არ მოგწონთ - შემიძლია წავიდეთქო, თუმცა ფოტოსესია მაინც შედგა. ფოტოგრაფმა სწორედ ისეთი რაკურსები შეარჩია, სადაც თავში აზრადაც კი არავის მოუვიდოდა, რომ ბოქვენზე თმას არ ვიშორებ. ჩემთვის ეს იმდენად უცნაური იყო ".



ლედი გაგა



image


ეპატაჟური მომღერალი, მსოფლიოში პირველ ტრანსგენდერულ ჟურნალ "Candy"– ის ერთგული მკითხველის წინაშე მის გარეკანზე, საკმაოდ პროვოკაციული იმიჯით წარსდგა, ნახევრად შიშველმა ამერიკელმა პოპ - ვარსკვლავმა საკუთარი ინტიმური ზონის სრული დემონსტრირება შავ- თეთრ ფოტოზე მოახდინა. ფოტოს მიხედვით დარწმუნდებით, რომ არტისტი ბრაზილიურ ეპილაციას არ აღიარებს: "ეს ეპატაჟი არ არის, და საერთოდ რა არის ეპატაჟური ამ ბუნებრივ მდგომარეობაში?"- განუცხადა ჟურნალისტს ერთ - ერთ ინტერვიუში ცნობილმა სელებრითმა.



კორტნი კარდაშიანი



image


ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ფაქტია, რომ კორტნი ეპილაციას საერთოდ არ სწყალობს: "ტრიმერი და მაკრატელი - აი, ის ორი საშუალება, რომლებსაც ინტიმური ზონის მოსავლელად ვიყენებ. არანაირი ცვილი და ლაზერული ეპილაცია არ მჭირდება. მე ჩემი სხეულით ისედაც კმაყოფილი ვარ".




0
1591
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1591