კინო მატრიცა 4 ის გადაღებები დაწყებულია 2020, 27 თებერვალი, 13:37
ინტერნეტში გავრცელდა მატრიცას მეოთხე ნაწილის გადაღებების კადრები. ფილმის რეჟისორი ისევ ლანა ვაჩოვსკია და მთავარ როლებს 55 წლის კიანუ რივზი და 52 წლის კერი-ენ მოსი ასრულებენ, ამგვარად ფანების გასახარად, ნეო და ტრინიტი ისევ ერთად არიან.
ფილმის შემქმნელები პროექტის სიუჟეტს ჯერ ჯერობით ასაიდუმლოებენ. ცნობილია, რომ მეოთხე ნაწილშიც მთავარი გმირები წინააღმდეგობას უწევენ ისევ კომპიუტერულ პროგრამას, მატრიცას, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. სცენებს გადაიღებენ როგორც ამერიკაში, ისე გერმანიაშიც.
მატრიცა 4 ის პრემიერა 2021 წლის 20 მაისსაა დაგეგმილი. 257 შეფასება არ არის
|