კულტურა 9 აკრძალვა ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც უცხოელებს აბსურდულად მოეჩვენებათ 2020, 27 თებერვალი, 11:28 1. არანაირი ცხელი შხაპი
ისევე, როგორც აზიის ბევრ ქვეყანაში, ჩრდილოეთ კორეაშიც არაა ცენტრალური გათბობა, არ აქვთ გაზის გამათბობლები წყლისთვის და ა. შ. წყალს ისინი შეშის ღუმელებზე აცხელებენ, ან შედარებით შეძლებულები დენის გამათბობლებზე.
2. არანაირი ავტომობილი
მიზეზი მარტივია, ავტომობილი აქ ძალიან ძვირი ღირს, უცხოეთიდან ჩამოტანაზე ხომ არაა საერთოდ საუბარი. ამიტომ, მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს.
3. მხოლოდ შავი ჯინსები
უპირველეს ყოვლისა, ჯინსის ნაჭერი ჩრდ. კორეაში ძალიან ძვირია და ცოტა თუ ხმარობს, მაგრამ ლურჯი ან ცისფერი ჯინსის ნაჭერი აკრძალულია, რადგან მაღალჩინოსნები მას პროვოკაციულად თვლიან.
4. არანაირი კოკა კოლა
ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეს სასმელი ოფიციალურად აკრძალულია და მას მაღაზიებში უბრალოდ ვერ შეხვდებით.
5. შეზღუდული ინტერნეტი
მასინ, როდესაც მსოფლიო გლობალურმა ქსელებმა მოიცვა, ჩრდილოეთ კორეაში Wi-Fi ც კი არ არის, არსებობს მხოლოდ ინტერნეტის ერთი კომპიუტერული ქსელი “კვანმენი'', რომელსაც ზოგიერთი გამოთვლით მხოლოდ 1000 საიტი აქვს, ისიც ლოკალური. უცხოური საიტების ნახვა კატეგორიულად იკრძალება. ამიტომაც ტექნიკის მაღაზიებში ფაქტობრივად არ იყიდება მობილური ტელეფონები, პლანშეტები ან სხვა პოპულარული გაჯეტები.
6. აკრძალული ვალუტა
ტურისტებს ეკრძალებათ სამხრეთ კორეული ვალუტის, ვონის გამოყენება და იხდიან მხოლოდ დოლარით ან ევროთი, გარდა ამისა არსებობს მხოლოდ ტურისტებისთვის განკუთვნილი ადგილები და მაღაზიები, სხვა ლოკალურ დაწესებულებასი ისინი უბრალოდ ვერ შევლენ.
7. შვებულება სხვა ქვეყანაში? არა!
საზღვარგარეთ დასვენება ისედაც ძვირი ღირს, მაგრამ ხალხი ჩრდილოეთ კორეაში ამაზე არც კი ფიქრობს. მათ სასტიკად ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება.
8. უბრალო ჰიგიენის საშუალებები
ჰიგიენის საშუალებები ამ ქვეყანაში არ არსებობს, ქალებმა კონტრაცეპტული საშუალებებიც კი არ იციან რა არის, თავს უბრალოდ არ იცავენ. გარდა ამისა, ძალიან ძნელია ან საერთოდ შეუძლებელი თუნდაც სახის კრემის ან საპონის ყიდვა, ამიტომ უმეტესობა უბრალოდ ნაჭრებს იყენებს.
9. შეზღუდვები უცხოელებისთვის
ტურისტს აკრძალული აქვს ნებართვის გარეშე სურათი გადაუღოს ან ადგიობრივ მცხოვრებს, ან ღირსშესანიშნაობას. თვითონ კორეელებიც გაურბიან ტურისტებს და მათ დანახვაზე გვერდს უვლიან, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც მათ გვერდით არასოდეს ჯდებიან. ტურისტებს კი უკან ყოველთვის დაყვება გიდი, რომელიც თვალყურს ადევნებს მათ, რომ არაფერი დააშავონ. 644 შეფასება არ არის
|