x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
4 დაავადება, რომლებსაც ყავის ცეცხლივით ეშინია

image


ბოლო გამოკითხვების თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის 60% დილას მაგარი, შავი ცხელი ყავით იწყებს, ხოლო გამოკითხულთა მეოთხედი აღიარებს რომ ეს უკვე - დამოკიდებულებაა. მაგრამ, როგორც ირკვევა, თუკი ყავას ნორმალური პროპორციებით გამოიყენებთ, მაშინ მას, თქვენი ორგანიზმისთვის წარმოიდგინეთ და, სარგებლის მოტანაც კი შეუძლია. მაშ ასე, მოდით ვნახოთ თუ რომელი დაავადებების განკურნებაა შესაძლებელი ყავის საშუალებით.




1. ღვიძლის ციროზი




image


არ იფიქროთ, რომ ყავა ციროზის სამკურნალო მედიკამენტის ფუნქციას ითავსებს, თუმცა "CNN"- ის შედეგების თანახმად, დღეში 2 ფინჯანი ყავის დალევით, შეგიძლიათ თავი ამ დაავადებისგან 44% -ით დაიცვათ. ღვიძლის ციროზი ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ღვიძლის მთელი ქსოვილი (პარენქიმა და სტრომა) და სისხლძარღვები, ღვიძლის ჩვეულებრივი ქსოვილის ნაცვლად კი შემაერთებელი ვითარდება. ეს დაავადება უპირატესად ხანდაზმულებს ემართებათ, ამასთანავე მამაკაცებს – ორჯერ უფრო ხშირად.





2. დიაბეტი ტიპი 2



image


როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ყავას დიაბეტი ტიპი 2 - ის თავიდან აცილება შეუძლია. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 - ი მეტაბოლური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ინსულინის ნაწილობრივი დეფიციტით და ცხიმოვანი, კუნთოვანი და ღვიძლის უჯრედების არაადექვატური პასუხით ინსულინზე, რის შედეგადაც არ ხდება სისხლის მიმოქცევიდან გლუკოზის ტრანსპტორტირება უჯრედებში და სისხლში შაქრის დონე იმატებს. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–ით ძირითადად ავადდებიან 40 წლის ზემოთ ადამინები ჭარბი წონით ან სიმსუქნით, ასევე დატვირთული ოჯახური ანამნეზით (თუკი სისხლით ნათესავს აქვს ან ქონდა შაქრიანი დიაბეტი).





3. გულ - სისხლძარღვთა დაავადებები


image


ამერიკელმა მეცნიერებმა მთელი რიგი გამოკვლევების ჩატარების შედეგად დაასკვნეს, რომ ყავის ყოველდღიური მოხმარება გულის დაავადებების რისკს ამცირებს. გულ - სისხლძარღვთა დაავადებები მოიცავს გულის კორონარულ დაავადებას - მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულურ დაავადებას - თავის ტვინის ინსულტი, მომატებულ არტერიულ წნევას (არტერიული ჰიპერტენზია), გულის რევმატულ და თანდაყოლილ დაავადებებსა და გულის უკმარისობას. გულ - სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკის ფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება და ალკოჰოლის საზიანო მოხმარება.





4. ალცჰაიმერის დაავადება



image



"CBS News" – ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დღეში სამი ფინჯანი ყავა შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების თავიდან აცილებაში სწორედ იმ ადამიანებს დაეხმაროს, რომლებსაც უკვე მეხსიერების პრობლემები აღენიშნება, შეგახსენებთ, რომ ალცჰაიმერის დაავადება - თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. ის პირველად გერმანელმა ექიმმა ა. ალცჰაიმერმა 1970 წელს აღწერა. ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველაზე გავრცელებულ ფორმას.



0
534
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
534