x
image
Guns N Roses
60 კილოიანი 3 წლის ბავშვი.

imageუზარმაზარი ბავშვი ცხოვრობს ჩინეთში ის არის დაახლოებით 60 კილოგრამი და არის 3 წლის. როდესაც ხაო ( ბავშვის სახელია ) დაიბადა, ის იწონიდა 2, 6 კილოგრამს, მაგრამ როდესაც ბავშვს 3 თვე შეუსრულდა მან დაიწყო წონაში მომატება ძალიან სწრაფად. " მას შეუძლია ერთ ჭამაზე შეჭამოს 3 თეფში ბრინჯი და დალიოს 1 ლიტრი რძე" - ამბობენ მისი მშობლები.
imageროდესაც ხაოს შეუსრულდა 1 წელი მშობლებმა გადაწყვიტეს ბავშვს დიეტა დაეცვა, მაგრამ არ გამოუვიდათ. "ხაო საშინელ ისტერიკებში ვარდებოდა, ანგრევდა ირგვლივ ყველაფერს და ხმამაღლა ტიროდა, როდესაც საჭმელს არ ვაძლევდით. იგივე ხდება, როდესაც ვცდილობთ ვაჭამოთ მხოლოდ ხილი და ბოსტნეული" - აცხადებენ ბავშვის მშობლები. მიუხედავად მშობლების მცდელობისა, ბავშვმა წინა წელს მოიმატა 22 კილოგრამი. "ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, დიეტა, ვარჯიშები, ცურვა, ტანვარჯიში, მაგრამ არაფერი არ გამოგვივიდა.ჩვენი ბავშვი ყოველდღე იმატებს წონაში" - აცხადებენ ბავშვის მშობლები.
imageყველაზე ძალიან ხაოს არ მოსწონს გახდომა. ბავშვის მშობლებს არ აქვთ იმდენი ძალა, რომ ბავშვი ხელში აიყვანონ, ზურგზე შეისვან და ასე შემდეგ.


imageხაო არის ძალიან კეთილი ადამიანი, მას ძალიან უყვარს ყველა ბავშვი. " მას ძალიან უყვარს ბავშვები რაც ჩვენ პრობლემებს გვიქმნის. მას თავისუფლად შეუძლია თავისი წლოვანების ბავშვი ხელში აიყვანოს და ათამაშოს, როგორც ბურთი" - აცხადებენ ხაოს მშობლები. ბავშვს უკვე აღარ შეუძლია ფეხით სიარული და ბაღში დედას დაჰყავს მოტოციკლეტით. მშობლებს ხაო დაჰყავთ საბანაოდ სადაც ბავშვი ერთობა, მაგრამ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხაოს მადა უორმაგდება და ითხოვს ბრინჯის ორმაგ პორციას. თუ ბავშვმა გააგრძელა წონაში მომატება ასეთი სისწრაფით, გული ვეღარ გაუძლებს და ბავშვი დაიღუპება.

8
419
8-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
419
  
2012, 7 აგვისტო, 22:27
კაი ვხუმრობ :დ
2012, 7 აგვისტო, 22:26
კაი რა,ბავშვია მაინც
2012, 7 აგვისტო, 22:25
მე ცხოველი ძროხა :D
2012, 7 აგვისტო, 22:03
ქართული მულტფილმი ბომბორა გამახსენა
2012, 7 აგვისტო, 22:00
ნუ ეხლა თუ ბევრი ფული მქონდა :DD კი ვხუმრობ :D
2012, 7 აგვისტო, 21:57
იმედია ხუმრობ:):)
2012, 7 აგვისტო, 21:50
ეს რამდენს ჭამს ამათ ადგილას გავაგდებდი სახლიდან :D
2012, 7 აგვისტო, 21:42
ექიმებს მიმართოს
0 1 8