სხვა 15 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე 2020, 25 თებერვალი, 12:40 1. ძველი ებრაული სასაფლაო, პრაღა, ჩეხეთი
ამ სასაფლაოზე პროცესია თითქმის 4 საუკუნე მიმდინარეობდა, კერძოდ კი 1439- 1787 წლებში. სასაფლაოს პატარა მონაკვეთზე დაახლოებით 100 000 გარდაცვლილია დაკრძალული, შესაძლოა უფრო მეტიც, რადგან მესაფლავეები ხშირად გარდაცვლილებს ძველ ნამარხებზე კრძალავდნენ. გარდა ამისა, მიწა დრო და დრო იხსნება და იშლება, საიდანაც ძველი საფლავის ქვები მოჩანს, ამიტომ შესახედავად ნამდვილად საშიშია.
2. მიტოვებული თოჯინების კუნძული. მექსიკა მექსიკაში ბევრი მიტოვებული კუნძულია ძველი თოჯინებით სავსე, როგორც ამბობენ 1950 წლიდან თოჯინებს ერთი განდეგილი მამაკაცი აგროვებდა, ვინმე ჯულიან სანტანა ბარერა, რომელიც ასეთი სახით ცდილობდა ამ კუნძულების სიახლოვეს წყალში დამხრჩვალი პატარა გოგონას სულის დამშვიდებას. 3. ჰასიმას კუნძული, იაპონია ერთ დროს მჭიდროდ დასახლებულ კუნძულზე მრავალი მეშახტე ცხოვრობდა ოჯახებთან ერთად. შახტების დახურვის შემდეგ კი ეს ადგილი უბრალოდ ქალაქი მოჩვენება გახდა. 4. ძვლების კოშკი, პორტუგალია კოშკი XVI საუკუნეში ააშენა ერთ-ერთმა ბერმა. თვითონ კოშკი არაა დიდი, 18.6 მეტრი სიმაღლის და 11 მეტრი სიგანის, მაგრამ მასში 5 000 გარდაცვლილი ბერის ჩონჩხი ინახება. კოშკის სახურავზე კი აწერია «Melior est die mortis die nativitatis» ( სჯობს სიკვდილის დღე, ვიდრე დაბადების დღე) 5. მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფო პარმში, იტალია ბრაზილიელმა მხატვარმა ჰერბერტ ბაგლიონემ მიტოვებული საავადმყოფოსგან არტ-ობიექტი შექმნა. ბევრი ამბობს რომ ამ ადგილებში განუკურნებელი პაციენტების სულები დადიან. 6. წმინდა გიორგის ეკლესია, ჩეხეთი ეკლესია ჩეხეთის სოფელ ლუკოვაში მიტოვებულია 1968 წლიდან, იმ დროიდან, როცა დაკრძალვის დროს სახურავი ჩამოინგრა. ხოლო მხატვარმა იაკუბ ჰარდავამ მასში სკულპტურები “ჩაასახლა''. 7. პარიზის კატაკომბები. კატაკომბები მიწისქვეშა გამოქვაბულების და გვირაბების ქსელია პარიზში. სიგრძით ის 187-300 კილომეტრია. XVIII საუკუნიდან მასში 6 000 000 მდე ადამიანის ძვლები და ნარჩენები ინახება. 8. ქალაქი სენტრეილი, პენსილვანია, აშშ. 50 წლის წინ გაჩენილი მიწისქვეშა ხანძრის გამო, რომელიც დღემდე ჩნდება ხოლმე, ქალაქი დაიცალა. 1981 წელს მასში მხოლოდ 1000 ადამიანი ცხოვრობდა, 2012 წელს კი 7. დღეს დღეობით კი ეს ქალაქი მოჩვენებაა. სწორედ ეს ქალაქი გადა თამაშების Silent Hill ი პროტოტიპი, რომლის შემდეგაც უკვე ფილმი გადაიღეს. 9. აკოდესევას მაგიური ბაზარი, ტოგო. “ მაგიური ნივთების და ბალახების '' ბაზრობა ქალაქ ლომეს ცეტრშია. აფრიკელებს სწამთ ვუდუს რელიგიის და ფიგურების, ამიტომაც მრავალ ეგზოტიკურ თავის ქალებსაც ყიდიან. 10. შავი ჭირის კუნძული, იტალია პოველია ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ცნობილი კუნძულია. ამტკიცებენ, რომ, ჯერ კიდევ რომაული პერიოდიდან ამ კუნძულზე გზავნიდნენ შავი ჭირით დაავადებულ ადამიანებს, რის გამოც იქ 160 000 ადამიანია დამარხული, მათი სულები კი აჩრდილებად იქცნენ და კუნძულზე დაეხეტებიან. კუნძულის რეპუტაციას უფრო მეტად ამძაფრებს თქმულებები, რომ კუნზულზე არსებულ ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ამგვარი პარანორმალური მონათხრობების გამო პოველია ერთ ერთ ყყველაზე საშიშ ადგილად ითვლება პლანეტაზე. 11.ოვერტოუნის ხიდი, შოტლანდია ძველი ხიდი სოფელ მილტონის ახლოს მდებარეობს. XX საუკუნის შუა წლებში მმასზე უცნაური მოვლენები ვითარდებოდა. ათეულობით ძაღლი ხტებოდა 15 მეტრის სიმაღლიდან და ქვებზე ენარცხებოდა, ხოლო ისინი, რომლებიც სასწაულებრივ ცოცხლები რჩებოდნენ, ბრუდებოდნენ ხიდზე და მცდელობას იმეორებდნენ. ამის შემდეგ ხიდი “ოთხფეხების'' მკვლელი გახდა. 12. აქტუნ-ტუნიჩილ მუკნალის მღვიმე, ბელიზი. გამოქვაბული ქალაქ სან-იგლასიოს ახლოს მდებარეობს და მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლია. მაიას ტომი მასში მსხვერპლშეწირვებს მართავდა, რადგან თვლიდა, რომ მღვიმე ქვესკნელში შესასვლელი კარი იყო. 13. ჩაუჩილას სასაფლაო, პერუ სასაფლაო პერუს სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს, ის ХХ საუკუნის 20იან წლებში აღმოაჩინეს და სხეულები იპოვეს, რომლებიც დაახლოებით 700 წლიდაა. სასაფლაო სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში ადამიანები ფეხისწვერებზე მჯდომარენი არიან ჩამარხული. 14. გველების კუნძული, ბრაზილია. კეიმადა-გრანდი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში ადგილია. მასში მხოლოდ ტყე და კლდოვანი ზედაპირია 200 მეტრი სიმაღლის, და რა თქმა უნდა გველები. 1 კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 6 გველი მოდის, რომელთა შხამიც მომენტალურად მოქმედებს და სასიკვდილოა. ბრაზილიის მთავრობამ სრულებით აკრძალა კუნძულთან მიახლოებაც კი. 15. საგადას დაკიდული კუბოები, ფილიპინები. სოფელ საგადაში არსებული ეს “სასაფლაო'' ფილიპინებში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება. ძველ ხალხს სჯეროდა, რომ რაც უფრო მაღლაა დამარხული ადამიანი, მით უფრო ახლოსაა მისი სული ცასთან. 737 1-ს მოსწონს
|