სხვა რატომ უნდა შეწყვიტოთ ბუშტების ცაში გაშვება - გაითვალისწინეთ! 2020, 10 მარტი, 12:06 ბუშტების ცაში გაშვება დღესასწაულის აღნიშვნის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. თუმცა, დროა, ამის გაკეთება შევწყვიტოთ. არასამთავრობო ორგანიზაცია Balloons Blow ყველას მოუწოდებს, აღარ გაუშვან ბუშტები ცაში, რადგან საბოლოოდ ისინი ჩვენს პლანეტას უბრუნდებიან და მიწასა და ცოცხალ სამყაროს ზიანს აყენებენ.
ამ სტატიის მიზანია გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ამიტომაც გაგაცნობთ, რატომ უნდა შეწყვიტოთ ბუშტების ცაში გაშვება. 1. ბუშტები უდიდეს საფრთხეს აყენებს ზღვის ცხოვრებას.ტასმანიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბუშტები #1 მტერია უცხო ნივთირებებს შორის ზღვის ფრინველებისთვის. კვლევამ შეისწავლა 1 733 ზღვის ფრინველის სიკვდილიანობის მიზეზი და დაადგინა, რომ სამიდან ერთი ფრინველი ზღვაში არსებული ორგანული ნივთიერებების ნარჩენების გამო იღუპება.ვაგენინგენის უნივერსიტეტმაც ჩაატარა კვლევა და დაასახელა 5 ფაქტი ბუშტების ნარჩენების შესახებ, რის გამოც ის სახიფათოა გარემოსთვის: ✤ ბუშტს შეუძლია დიდ მანძილზე "მოგზაურობა". ✤ შეიძლება, ცხოველები აიხლართონ ბუშტის ნარჩენებში ან შეჭამონ კიდეც ის. ✤ გახრწნადი ბუშტები გამოსავალი არ არის. ✤ ის ზრდის ცხოველების სიკვდილიანობის დონეს. ✤ უნდა ისწავლოთ, სწორად როგორ გაუმკლავდეთ ბუშტებს. მას შემდეგ, რაც ბუშტი მიწაზე ან ზღვაში ეშვება, ცხოველებს ის ხშირად ერევათ საჭმელში. მარტო ფრინველებს კი არა, ზღვის კუებს, დელფინებს, ვეშაპებს და თევზებსაც უპოვეს ბუშტის ნარჩენები მუცელში. ამ კატეგორიაში ცის ფარანიც გადის, რომლის ჰაერში გაშვებაც ასევე საზიანოა გარემოსთვის. იხილეთ ფოტომასალა აქ. 2. ლატექსისა და ნეილონის ბუშტები ბიო-გახრწნადი არ არის.ბუშტების 2 ყველაზე გავრცელებული ტიპია ლატექსი და ნეილონი, თუმცა ისინი უსაფრთხო არ არის გარემოსთვის. ✤ მართალია, ლატექსის ბუშტი გახრწნადია, მაგრამ მის დაშლას 6 თვიდან 4 წლამდე მაინც სჭირდება. ეს კი საკმარისზე მეტი დროა ცხოველებისთვის ზიანის მისაყენებლად. ✤ ნეილონის ბუშტი კიდევ უარესია, რადგან საერთოდ არ იხრწნება და გარემოსადმი მეგობრული მასალა არ არის.3. ბუშტების უკეთესი ალტერნატივაც არსებობს.ბუშტები სიცოცხლის აღსანიშნავ სიმბოლოდ მიიჩნევა და გამოიყენება დეკორაციად ცერემონიალებზე, ღონისძიებებზე, წვეულებებზე და ა.შ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს ის ნეგატიური ეფექტი, რაც ბუშტს აქვს გარემოზე და ცოცხალ ორგანიზმებზე. უარი უნდა ვთქვათ მის ცაში გაშვებაზე და თუ გამოვიყენებთ, სწორად მოვიშოროთ თავიდან.ნეილონის ბუშტების გადამუშავება და ხელახლა გამოყენება შესაძლებელია. გარდა ამისა, არსებობს ბუშტების გაშვების სხვა ალტერნატივაც. შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ მათგანს: საპნის ბუშტების გაბერვა, ყვავილების დარგვა, ფრანის გაშვება, ქაღალდის ბზრიალა და მოტივტივე ყვავილები. p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. მსოფლიოში ბოლო დროს მომხდარი 15 ცვლილება, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ - კომიქსები 3. როგორ შეიცვლება მსოფლიო, თუ ყველა ადამიანი ვეგანი გახდება 4. როგორ ამოვიცნოთ უხარისხო პროდუქტი - 10 სასარგებლო რჩევა 5. ქალმა 3 წელი გაატარა ძველი ავტობუსის გადაკეთებაში, ახლა კი ის სახლზე უკეთ გამოიყურება 413 3-ს მოსწონს
|