საზოგადოება სულ რაღაც ათ წელიწადში - მთელი საქართველო ერთი - პლაკატების ენით აალაპარაკეს! -მამუკა მჭედლიშვილი 2020, 22 თებერვალი, 14:59
"ჩემი აზრით, რაც საბჭოთა კავშირმა ვერ მოახერხა 70 წლის მანძილზე, ამ “ნჯო" ებმა შეძლეს, თანაც სულ რაღაც ათ წელიწადში- მთელი საქართველო ერთი - პლაკატების ენით აალაპარაკეს! მუსიკოსები, პოეტები, მსახიობები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მალიარები, პუტანები, მათი მამაშები, მექისეები, პოლიციელები, პრარაბები და მედოლეები. მოკლეთ დღეს სრულიად საქართველო ამბობს...არა ოკუპაციას ! არა მონობას ! მე მინდა რომ ჩემი სამშობლი იყოს!... მე არ მინდა რომ ჩემი სამშობლო იყოს!…მე მინდა, რომ ჩემი პრეზიდენტი იყოს!... მე მინდა რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში!.. არა ოკუპაციას!.. ოკუპაციას!.. ოკუპაციას!!!!
მე მინდა!... მე მინდა!... მე მინდა !... მე მინდა !... ღმერთო ჩემო ! - ესეთი არაროკენროლი როკერები საქართველოში რომ არიან, მე მგონი საბჭოთა კაშირშიც არ ყოფილან…მათი დიდი უმრავლესობა მაინც..ხანდხან ვფიქრობ, ნჯოშნიკებად გადაცმული უცხოპლანეტელები ხომ არ შემოგვეპარნენ, და ადამიანები - “პიონერი- რობოტებით" ხომ არ შეცვალესმეთქი? ან იქნებ ღმერთს, რომელსაც, მოგეხსენებათ ხანდახან ექსტრავაგანტური კაპრიზები ახასიათებს, საბჭოთა ნოსტალგიამ მოუარა, მაკრატლით ამოჭრა ძველი საბჭოთა პლაკატებიდან და ჟურნალებიდან ეს ფერგადასული პერსონაჟები და სული შთაბერა?... თქვენ ალბათ უფრო მესამე ვერსია გეჩვენებათ დამაჯერებელი, რომ მე გიჟი ვარ...შეიძლება, არ გამოვრიცხავ... რადან ვერაფრით ვერ ვხვდები, აბა როგორ შეიძლება რომელიღაც პარტიის ცხრამეტი წლის დამწყები აქტივისტის, მასზე ცოტა უფროსი რეპერის და ორმოცდაათს მიღწეული “ნონკონფორმისტი" როკერის ან მწერლის სალაპარაკო ენებს შორის განსხვავება საერთოდ არ იყოს? ...როგორ შეიძლება არც ერთი მათგანი არც ცდილობდეს საკუთარი პატრიოტული გრძნობების გამოსახატავად მაინც შეეცადოს გახდეს ცოტა უფრო კრეატიული, და არ ჩაიცვას ვიღაც უბადრუკი "პოლიტიკუნების" მიერ დარიგებული ეს უფასო და უშნო პრომო უნიფორმა? მოკლეთ ამ ენჯეოების გადამკიდე, მალე მართლა ჩრდილოკორეელებივით დავიწყებთ ლაპარაკს... ბოროტად კი არ ვამბობ, მართლა გულით ვწუხვარ… ხანდახან მართლა მეჩვენება, რომ მენტალურად “ოკუპირებული " და არაკრეატიული არტისტები ასე მასიურად, როგორც საქართველოში, იშვიათად შემხვედრია სადმე… საბჭოთა კავშირშირს თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა. მაგრამ მაშინ, მოგეხსენებათ, კრეატიულობა აკრძალული იყო, ამიტომ არ ითვლება… PS . ძალიან ვწუხვარ, ვიცი რომ ბრიყვულად ჟღერს, მაგრამ იძულებული ვარ მცირე სტანდარტული განმარტება გავაკეთო მათთვის, ვისაც წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს, ან "მეპონტავება", ესეთები, რატომღაც ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ ჩემს "ფრენდების სიაში", მოკლეთ : - ეს სტატუსი არ არის რუსული ოკუპაციის მხარდამჭერი სტატუსი. სერთოდ არ არის ოკუპაციაზე. ძალიან გთხოვთ, პრიმიტიული და იაზვა კითხვები, სტილში, “აბა საბჭოთა კავშირი ჯობდა?” არ დამისვათ, გაუფრთხილდით ჩემსას თუ არა, თქვენს საკუთარ ნერვებს მაინც"-წერს მამუკა მჭედლიშვილი ფეისბუქზე. 48 3-ს მოსწონს
|