x
image
გემი დალანდი
ტოპ 10 მიზეზი, თუ რატომაა აუცილებელი ინტიმური სიახლოვე ჯანმრთელობისთვის
როცა ცხოვრების ინტიმურ სფეროზე ვსაუბრობთ, ძალიან ცოტა თუ აანალიზებს, რომ სექსი არა მარტო დროის სასიამოვნოდ გატარება, არამედ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სასარგებლოა. მისი სამკურნალო ეფექტი კი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციითაა განპირობებული სიახლოვეზე.

imageსექსის დროს ორგანიზმში უამრავი პროცესი “ირთვება". წარმოგიდგენთ იმ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელთა პროფილაქტიკას და სამკურნალო ეფექტს სექსი ითავსებს.

image

იმუნიტეტი


სექსი იმუნოგლობინის დონეს ამაღლებს, რაც ორგანიზმს ინფექციებისგან, რესპირატორული დაავადებებისგან და გრიპისგანაც კი იცავს.

image

კურნავს შაკიკს

კაცობრიობის მშვენიერი ნახევარი ხშირად იტანჯება შაკიკით. ამ დროს რეგულარული სექსი დაგეხმარებათ. ორგაზმის დროს ქალის ორგანიზმი ენდორფინს გამოიმუშავებს, რომელსაც გამაყუჩებელი ეფექტი აქვს.

image

აუმჯოებესებს ქალურ ჯანმრთელობას

სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ქალებს, რომელთაც რეგულარული სექსი აქვთ, სტაბილური მენსტრუაციული ციკლი და უმტკივნეულო “კრიტიკული დღეები" აქვთ.

image

სექსი სიმსუქნის წინააღმდეგ

მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ სექსის დროს წუთში 4 კალორია იწვება.

imageსექსი სიბერის წინააღმდეგ

ესტროგენი-ქალური ჰორმონია. ჩვენს სილამაზესა და ახალგაზრდობაზე ეს ჰორმონი დიდ გავლენას ახდენს. თუ ქალს რეგულარული სექსი აქვს, ის თანატოლებზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება.

image

სექსი შარდის შეუკავებლობის წინააღმდეგ

ასაკი ჩვენს სხეულს შინაგანადაც აბერებს. ასაკთან ერთად ბევრს აწუხებს შარდის შეუკავებლობა, რაც მცირე მენჯის კუნთების არასაკმარისი ტონუსით აიხსნება. სქესობრივი აქტივობა კი ამ დაავადების პროფილაქტიკაა.

image

სექსი=კარდიოვარჯიშები

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სქესობრივი აქტივობა ამცირებს ქოლესტერინს, ამაგრებს გულს და სისხლძარღვებს.

image

ბუნებრივი ანტიდეპრესანტი

სტრესით სავსე თანამედროვე ცხოვრებაში ხშირია დეპრესია. სქესობრივი აქტივობისას გამოყოფილი ენდორფინი ხსნის დაძაბულობას და ამცირებს დეპრესიის და შფოთვის განვითარების რისკს.image


სექსი, როგორც კიბოს პროფილაქტიკა

არსებობს მოსაზრება, რომ ონკოლოგიური დაავადებები იმუნური სისტემის მოშლის შედეგად ვითარდება. იმუნიტეტისთვის კი აუცილებელია ოქსიტოცინი და სეროტონინი, რომელთაც “სექსუალურ" ჰორმონებსაც უწოდებენ. რეგულარული სექსი ორგანიზმში ამ ჰორმონების საჭირო დონის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

image

სექსი ანტიოქსიდანტების ნაცვლად

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ტოქსინები რეგულარულად აბინძურებენ ჩვენს ორგანიზმს. ბუნებამ ბუნებრივი საშუალება გვიბოძა მათგან გასაწმენდად-სექსი. სქესობრივი აქტივობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც სხეულის გაწმენდის წინა პირობაა.


ალბათ, ეს 10 მიზეზი საკმარისია, რომ სექსით უფრო ხშირად დაკავდეთ. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ჩამონათვალში არ არის კიდევ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორებიცაა:წინამდებარე ჯირკვლის ანთების პროფილაქტიკა (პროსტატა), ფარისებრი ჯირკვლის ნორმალიზება, ჯანსაღი კანი და სხვ.

რა თქმა უნდა, სექსი პანაცეა არ არის. თუ ადამიანს რაიმე დაავადება აწუხებს, პირველ რიგში ექიმს უნდა მიმართოს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს პირადი ცხოვრება მოწესრიგებული და ჰარმონიული აქვს, ბევრ უსიამოვნებას შეუძლია თავი აარიდოს.


0
659
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
659
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0