სხვა 2020 წლის საუკეთესო აპლიკაციები უცხო ენების შესასწავლად: საქმეში Netflix ერთვება 2020, 23 თებერვალი, 1:56 ახლა უცხო ენა შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად ისწავლოთ, რადგან რამდენიმე აპლიკაცია არსებობს, რომლებიც ამ ამოცანასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ენის შესასწავლი საუკეთესო აპლიკაციები სიტყვის მარაგის გაფართოებაში, სწორი გრამატიკის სწავლაში და გაკვეთილების მარტივად ათვისებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ასეთი სწავლება საკმაოდ ეკონომიკურია, განსაკუთრებით თუ უცხო ენის შემსწავლელ კურსებს შევადარებთ.
თუ უცხო ენის სწავლა გსურთ, შემდეგ აპლიკაციებს სჯობს ყურადღება მიაქციოთ.
Babbel ონლაინ სწავლება ბაბელთან ერთად უფრო მეტად ჰგავს უცხო ენის შესწავლას, რომელსაც სკოლის პროგრამაში ნახავთ. სწავლება საკმაოდ მარტივი და გასართობია. თითოეული გაკვეთილი თარგმანს, სიტყვის ან ფრაზის ვარიანტებს, ასევე ნახატებს მოიცავს. ასევე დაწერილ სიტყვებს ნახავთ, რომელსაც სწავლობთ ან მან წარმოთქმას მოუსმენთ. გაკვეთილები მხოლოდ 15 წუთი გრძელდება, ამიტომ ენის შესწავლა არ გაგიჭირდებათ. სპეციალური მოდელი ყველა წარმატების ჩანიშვნის საშუალებას მოგცემთ. Mondly ამ საინტერესო აპლიკაციას ბევრი სასარგებლო ფუნქცია აქვს. აპლიკაცია მოიცავს სურათებს, აუდიოჩანაწერებს, თარგმნას, რომლებიც სწავლაში დაგეხმარებათ. მასწავლებელი სიტყვას და ფრაზას საკმაოდ მელოდიურად გამოთქვამს, რომ მათი აღქმა გაგიადვილდეთ. გარდა ამისა, აპლიკაცია პრემიუმ ფუნქციაზე დიდ ფასდაკლებას იძლევა. Duolingo ამ აპლიკაციას საკმაოდ საინტერესო ინტერფეისი და მოკლე სათამაშო ვარჯიშები აქვს. პროგრამაში შეზღუდული არაა ენები, რომლებიც შეგიძლიათ ერთდროულად შეისწავლოთ. აქ უკვე შესწავლილ თემებს მარტივად დაუბრუნდებით, რომ მასალა გაამყაროთ. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ დათვალოთ დღეები, როცა საკუთარი მიზნების მიღწევა შეძელით. Memrise ამ აპლიკაციის დიდი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მოკლე ვიდეორგოლები შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც გაჩვენებთ თუ სხვადასხვა ფრაზა რეალურ საუბარში როგორ გამოიყენება. გაკვეთილები ხმის ტონალობს და სიტყვის ან ფრაზის წარმოთქმის საშუალებას გაძლევთ. ასევე სიტყვის ან ფრაზის თარგმნას, ასევე მათი გამოყენების განმარტებას მიიღებთ. Busuu რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ენის არჩევას შეძლებთ, რომლის შესწავლაც გსურთ და პროგრამა დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რა დონას ფლობთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ყოველდღიური მიზნები და სწავლების გეგმა შეადგინოთ. Lirica თუ ერთსა და იმავე მუსიკას ხშირად უსმენთ, გამეორებით სიტყვის სწავლას შეძლებთ. აპლიკაცია უნიკალურია იმით, რომ უცხო ენის სწავლებისთვის გამოგადგებათ. სწავლების ტრადიციული მეთოდის ნაცვლად აპლიკაცია პოპულარულ მუსიკას იყენებს. ამასთან ქვეყნის უნიკალურ კულტურაში ჩაძირვას შეძლებთ. Drops ამ აპლიკაციას მხიარული გაფორმება აქვს. ის თითოეულ ასოს გაჩვენებთ, სიტყვას წარმოთქვამს და სურათს გიჩვენებთ. აპლიკაციაში ახალი ენა ყოველთვის ემატება. ყოველი გაკვეთილის შემდეგ შეგიძლიათ შესრულებული ამოცანების სტატისტიკა შეამოწმოთ. Netflix იმის მიუხედავად, რომ Netflix ტექნიკურად აპლიკაცია არაა, ენის შესწავლის უფასო გაფართოება დაგეხმარებათ, რომ ბევრი ენის მცოდნე გახდეთ. აპლიკაციის დაყენების შემდეგ უცხო ენის შესასწავლად გაკვეთილი აირჩიეთ. სწავლება ძირითადად ფილმის ან ტელეშოუს ყურებით ხდება. ვიდეოს ჩვენების დროს ეკრანის ქვედა ნაწილზე თქვენს მშობლიურ ენაზე სუბტიტრები ჩნდება, ასევე იმ ენაზე, რომლის შესწავლაც გსურთ. თქვენ შეგიძლიათ დიალოგებს მოუსმინოთ, საჭირო შემთხვევაში ვიდეო შეაჩეროთ და კვლავ ჩართოთ. Pimsleur ეს აპლიკაცია შესასწავლად 51 ენას გვთავაზობს. თავისი არსით თქვენ ირჩევთ ენას, რომლის სწავლაც გსურთ და 30 წუთიან აუდიოგაკვეთილს იწყებთ. აპლიკაცია როლურ ამოცანებს, კითხვის გაკვეთილებს და ციფრულ სურათებს მოიცავს. Rosetta Stone ყველაზე ცნობილი აპლიკაცია უცხო ენის შესასწავლად. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, აპლიკაცია შეგიძლიათ საკუთარი უპირატესობების მიხედვით ააწყოთ. სწავლება საკმაოდ მარტივად და მოსახერხებელ რეჟიმში ხდება. ასევე დაგაინტერესებთ: 18 შთამაგონებელი იდეა, რომელიც ყველა სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ლიტერატურულმა ექსპერტებმა დაასახელეს 100 წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს დიდებული ადამიანების ციტატები სიყვარულის შესახებ 9 ღირებული გაკვეთილი კონფუცისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ 174 2-ს მოსწონს |