ქალი და მამაკაცი 50 დოლარად გაყალბებული ქალწულობა - პროდუქტი, რომლის გამოც კომპანია "ამაზონი" სკანდალში გაეხვა 2020, 21 თებერვალი, 11:19 ინდოეთში კომპანია Amazon სკანდალის ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ გაიგო ინტერნეტ სივრციდან რა კაპსულებსაც ყიდდა. ესაა კაპსულები პირველი ღამისთვის, რომლის საშუალებითაც ქალს შეუძლია თავისი ქალწულობა გააყალბოს. ამისათვის კი ქალს აქტიდან რამდენიმე საათით ადრე უნდა მოეთავსებინა კაპსულა საჭირო ადგილას, აქტის შემდეგ კი ზეწარზე წითელი ლაქები გარანტირებული იქნებოდა. მწარმოებელი კი თავის მხრივ გარანტიას იძლეოდა ამ “ინოვაციის'' ეფექტურობაზე. ინდოეთში ძალიან მკაცრად განიხილავენ ქალის ქალწულობის საკითხს, თუ გოოგნა ქალწული არ აღმოჩნდა, საუკეთესო შემთხვევაში მის ოჯახს კომპენსაციას ახდევინებენ მიყენებული მორალური ზარალისთვის, ხოლო უარეს შემთხვევაში ან ცხელ ნახშირზე ატარებენ ფეხშიშველს, ან წყალში აყოფინებენ თავს, სანამ ცუდად არ გახდება.
ინდოეთში აგორებული სკანდალის შემდეგ ამაზონმა ქვეყანაში ეს პროდუქტი საერთოდ ამოიღო, თუმცა სხვა ევროპულ ქვეყნებში მაინც წარმატებით ყიდის. 470 1-ს მოსწონს
|