სიახლეები 6 ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ „დედაჩემის დაქალის შვილი“ 2020, 21 თებერვალი, 8:59 სწორს ამბობენ: საკუთარი თავი არა სხვებს, არამედ საკუთარ თავს წარსულში უნდა შეადაროთ, ასე თქვენი მიღწევები ცხადი იქნება“. თუმცა იმის ცოდნა, თუ სხვებმა რას მიაღწიეს, ასევე სასარგებლოა. სხვების წარმატებები ხომ აჩვენებს, თუ საკუთარ თავს შესაძლებლობების როგორი ზღვარი დავუწესეთ.
ნახეთ ადამიანები, რომლებზეც ფრაზა „მე არ გამომივა“ არასდროს არსებობდა. მათი ისტორიები შთამაგონებელია.
1. ჯონი კიმი 35 წლის ჯონი კიმი უბრალოდ მემეს „დედაჩემის დაქალის შვილის“ განსახიერებაა: მისი ბიოგრაფია იმდენად შთამბეჭდავია, რომ ასეთი ადამიანის ნამდვილობაში შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ. სოციალურ ქსელებში კიმი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სეულში აშშ-ს საელჩომ მას მიულოცა, რომ NASA-ს ისტორიაში პირველი ამერიკულ-კორეული წარმოშობის ასტრონავტი გახდა. ტვიტერის პოსტში მისი წარსული მიღწევებიც ჩამოთვლილი იყო: ის ელიტურ დაჯგუფებაში „სელაპი“ მსახურობდა, 100 საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდა და ერაყში საომარი მოქმედებების დროს გამოვლენილი გამბედაობისთვის ვერცხლის ვარსკვლავი მიიღო. შემდეგ სან-დიეგოს უნივერსიტეტი „მათემატიკის“ სპეციალობით დაასრულა, ამის შემდეგ ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში დოქტრინის ხარისხი მიიღო და მასაჩუსეტსის ერთ-ერთი კლინიკის სასწრაფო განყოფილებაში ექიმად მუშაობაც მოასწრო. და ბოლოს, ის 13 ასტრონავტს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც „არტემიდის“ პროგრამით სწავლება გაიარეს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, შემდეგ კი მთვარესა და მარსზე გაფრენილიყვნენ. ჯონის პირადი ცხოვრებაც არ დაივიწყეს: მას ცოლი და ბავშვები ჰყავს. კიმი იმდენად წარმატებულია, რომ სოციალურ ქსელებში მასზე ხუმრობენ: “წარმოიდგინეთ, რომ ის თქვენი ძმაა. დედა: „რატომ შეგიძლია შენ ძმას ჰგავდე, „სელაპი“, მათემატიკოსი, ექიმი და ასტრონავტი?” „ბიჭო, ცოტა წარმატება სხვებსაც დაუტოვეთ!“ აი, ჩემი მიღწევა: დღეს 8 ჭიქა წყალი დავლიე“ 2. ანჯელინა ფლორ პუა 24 წლის ბელგიელი ანჯელინა ფლორ პუა ფილიპინელი ემიგრანტების ქალიშვილია. გოგონა 12 წლიდან სილამაზის კონკურსებში მონაწილეობს. 2014 წელს მის ანტვერპენი გახდა, ხოლო 2018 წელს „მის ბელგიას“ ტიტული მოიპოვა, შემდეგ თავისი ქვეყანა „მის სამყაროს“ და „მის მსოფლიოს“ კონკურსებზე წარადგინა. ანჯელინას მთავარი გატაცება თვითმფრინავებია. ის ავიაციით ბავშვობიდან გატაცებული იყო, ხოლო 2014 წელს საავიაციო აკადემიაში შევიდა და 4 წლის შემდეგ კომერციული მფრინავის ლიცენზია მიიღო. 3. ჯეკ ჰესლვუდი ჯეკს წარმოუდგენლად მაღალი IQ – 181 აქვს. 27 წლის ასაკში ბრიტანელმა ბიჭმა სარაკეტო მეცნიერების სპეციალობით არა მხოლოდ უნივერსიტეტის დასრულება შეძლო, არამედ საჰაერო კოსმოსურ კომპანიაში მუშაობა და მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში საკუთარი ბიზნესის დაარსებაც მოასწრო. ამასთან 71 მოწინააღმდეგესთან კონკურენციაში „მისტერ სამყაროს“ ტიტულის მიღებაც შეძლო. კონკურსი 2 წელიწადში ერთხელ იმართება, ხოლო მის მონაწილეებს აფასებენ არა მხოლოდ მიმზიდველი გარეგნობით, არამედ სხვა პარამეტრებით, მაგალითად, წყლის სპორტში ან მარათონში სირბილით ერთმანეთს ეჯიბრებიან. 4. ნიკ დალოისიო ნიკ დალოისიო თვითნასწავლი პროგრამისტია დიდი ბრიტანეთიდან. ის მხოლოდ 15 წლის იყო, როცა საზაფხულო არდადეგებზე აპლიკაცია Summly შექმნა. ეს ახალი ამბების აგრეგატორია, რომელიც ინტერნეტიდან სტატიების მოკლე მიმოხილვას იძლევა და მათ პატარა ბლოკებში აერთიანებს, რომელთა წაკითხვაც სმარტფონით მოსახერხებელია. მან აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია ასობით გამოცემას გაუგზავნა და მათი ყურადღების მიზიდვა შეძლო. მის პროექტში ფული ჩადეს ეშტონ კაჩერმა, სტივენ ფრაიმ, იოკო ონომ და ჰონგკოგელმა მილიარდერმა ლი კაშინმა. 2 წლის შემდეგ კომპანია Yahoo!-მ მისი გამოგონება 30 მლნ დოლარად შეიძინა, თავად ნიკი კი თანამშრომლად აიყვანა. ახლა დალოისიო 24 წლისაა და საკუთარ პროექტზე მუშაობს, რომელმაც 30 მლნ დოლარის ინვესტიცია უკვე მოიზიდა. 5. ფიონ ფერეირა ბოლო წლების განმავლობაში პლასტმასით მსოფლიოს დაბინძურების პრობლემა გლობალური გახდა: მისი მიკრონაწილები არა მხოლოდ ოკეანესა და ნიადაგში, არამედ პროდუქტებსა და საკვებ წყალშია. 18 წლის ირლანდიელმა ფიონ ფერეირამ მისგან წყლის გათავისუფლების მეთოდი შეიმუშავა. მან არატოქსიკური სითხე შექმნა, რომელიც წყალში მიკროპლასტიკს მჭიდროდ აკავებს, შემდეგ მაგნიტებით იზიდავენ და იქედან მარტივად ამოღება ხდება. თავისი პროექტით ფიონმა Google-ს 13-18 წლის ახალგაზრდა მეცნიერების კონკურსში 1-ელი ადგილი დაიკავა და პროექტის განვითარებისთვის 45 ათასი დოლარი მიიღო. ეს ფიონის პირველი გამოგონება არაა: ის სამეცნიერო კონკურსებში რეგულარულად მონაწილეობს და თავისი პროექტებისთვის 12 ჯილდო უკვე მიიღო. 6. კრტინ ნიტიანანდამი 19 წლის ინდური წარმოშობის ბრიტანელი მედიცინით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ყურზე ოპერაცია გადაიტანა, რომელმაც სმენის დაქვეითებისგან იხსნა. თავისი პირველი სამეცნიერო ჯილდო 25 ათასი დოლარის ოდენობით 15 წლის ასაკში მიიღო. მან გამოიგონა ტესტი, რომელიც ალცჰაიმერის დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა მანამ, სანამ პირველი სიმპტომები გამოვლინდება. ასევე 2 გრანტი მიიღო: ბიოპლასტიკის შექმნის გამო, რომელსაც ჩამდინარე წყლების ტოქსინებისგან გაწმენდა შეუძლია, და ძუძუს კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდის გამო. ახლა კრტინი სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობს და სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული. ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არიან თაობა „ზეტის“ ადამიანები და რატომ ამბობენ, რომ ისინი საუკეთესოები არიან ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს Toyota-ს დამფუძნებელი, საკიტი ტოიოდა მუდმივად „5 რატომ“ წესს იყენებდა დაუთმეთ დღეში 1 საათი ამ 5 რამეს და თქვენი ცხოვრება შეიცვლება 424 შეფასება არ არის |