x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ გამოიყურებიან დღეს, წარსულში ყველაზე პოპულარული ბავშვები – «გედები», რომლებიც «მახინჯ იხვის ჭუკებად» იქცნენ

არიან ვარსკვლავები, რომლებიც ბავშვობაში განსაკუთრებული გარეგნობით არ გამოირჩეოდნენ. მაგრამ, დროთა განმავლობაში, შეიცვალნენ და ძალისხმევის, საკუთარი თავის რწმენის და შრომის ფასად, ჰოლივუდის მწვერვალები დაიპყრეს.

არიან ბავშვები, რომლებიც ახალშობილობის ასაკში იმდენად ლამაზები არიან, რომ უცხო ადამიანებსაც კი უჩნდებათ მათი მოფერების სურვილი. როგორ გამოიყურებოდნენ, ჩვილობის პერიოდში ბავშვები, რომლებიც ადრეულ ასაკში დიდ ვარსკვლავებად იქცნენ, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ თავის დროზე, ისინი იმდენად პოპულარულები გახდნენ, რომ მათი, ბევრ დამწყებ, თუ უკვე შემდგარ მსახიობსაც კი შეშურდება... ამ ბავშვებს ყველაფერი ჰქონდათ – ფული, სახელი, თაყვანისმცემლების მთელი არმია. ისინი ყველასთვის ცნობადი სახეები იყვნენ. თუმცა, საბავშვო ტიპაჟები, ზრდასრულობის ასაკში, იშვიათად ხდებიან მოთხოვნედი მსახიობები.

ქვემოთ სწორედ იმ ადამიანებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ვარსკვლავები ადრეულ ასაკში გახდნენ. ხოლო შემდეგ, ჩვეულებრივ ადამიანებად იქცნენ.



მაკოლეი კალკინი, 40 წლის


ფილმები: «მარტო სახლში», «მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული», «მდიდარი რიჩი» და სხვა.


image


მაკოლეი კალკინი 10 წლის იყო პოპულარობის მწვერვალზე რომ აღმოჩნდა, ხოლო იქიდან დაშვება, 14 წლისამ დაიწყო, რადგან როდესაც წამოიზარდა, მისი მომხიბვლელი სახე მთლიანად გაქრა... მაკოლეინის ცხოვრებაში ყველაფერი იყო – ნარკოტიკებიდან დაწყებული, თვითმკვლელობის მცდელობით დასრულებული. ახლა მსახიობის რეაბილიტაციის პერიოდი აქვს და ნელ-ნელა ფილმაბში გადაღებასაც იწყებს.



ჰეილი ჯოელ ოსმენტი, 32 წლის


ფილმები: «მეექვსე გრძნობა», «ხელოვნური ინტელექტი», «გადაუხადე სხვას» და სხვა.


image


ჰეილი ოსმენტმა მილიონობით ადამიანის გული «მეექვსე გრძნობაში» მონაწილეობით დაიპყრო. თუმცა, მისი კინოკარიერა, კინომატოგრაფიის ამ შედევრის გადაღებამდე, უფრო ადრე, 6 წლის ასაკში დაიწყო. ღრმა, სულში ჩამწვდომი ხმა, არიული გარეგნობა და მტკიცე მზერა... ეს ყველაფერი გაქრა, როდესაც ჰეილი გაიზარდა. დღეს მას მხოლოდ ეპიზოდურ როლებზე იწვევენ. ბოლო, მნიშვნელოვანი როლი მან 2017 წელს შეასრულა, ფილმში «საოცრად ავი, შოკისმომგვრელად ბოროტი და საზარელი».




მერი-კეიტ და ეშლი ოლსენები, 34 წლის


ფილმები: «მე და ჩემი ჩრდილი», «პასპორტი პარიზისთვის», «ორი ერთნაირი» და სხვა


image


ამ გოგონებმა მაყურებელი ფილმით, «მე და ჩემი ჩრდილით» მოაჯადოვეს. თუმცა, ეკრანებზე ისინი 1 წლის ასაკში გამოჩნდნენ! სერიალში «სავსე სახლი» (Full House, 1988-1995 წწ.) გოგონები მიშელ ტანერის როლს, მორიგეობით ასრულებდნენ. პოპულარობამ და მაღალმა ჰონორარებმა, მათ ცხოვრებაზე, უარყოფითი გავლენა იქონია – იყო ნარკოტიკები, მიდრეკილება სიგამხდრისაკენ... და მათი კინოკარიერა 2004 წელს დასრულდა. მოგვიანებით, დებმა დიზაინერობა დაიწყეს და საკუთარი სამოსის ხაზი შექმნეს.


image



ედვარდ ფერლონგი, 43 წლის


ფილმები: «ტერმინატორი –2», «შინაური ცხოველების სასაფლაო –2», «ამერიკული ისტორია X» და სხვა


image


ალბათ, თავის დროზე, ედვარდ ფერლონგი, ფილმიდან «ტერმინატორი –2», ბევრი თინეიჯერის კერპი იყო. დისხ, მოზარდობის ასაკში, მას მომხიბვლელობა მართლაც, რომ არ აკლდა. თუმცა, დღეს მის სახეში, ძნელია იმ გულთამპყრობელი ბიჭის ამოცნობა. როგორც სხვა ვარსკვლავმა ბავშვებმა, ედვარდმაც გაიარა პოპულარობის ტესტი... და უნდა ითქვას, რომ არც თუ ისე წარმატებით! მის ცხოვრებაში იყო ნარკოტიკიც და ალკოჰოლიც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი ფილმოგრაფია აქვს. თუმცა, როლების უმეტესობა, ეპიზოდურია. ხოლო, 2015 წლიდან, მსახიობმა კინოკარიერაზე უარი თქვა და დღეს, ის როკ-მუსიკით არის დაკავებული.

imageimageimageimageimageimageimage







1
555
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
555
  
2020, 22 დეკემბერი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1