x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
15 ჩვევა, რომელიც თქვენს გარეგნობას ზიანს აყენებს
გენეტიკა ამა თუ იმ ასაკში ჩვენს გარეგნობაზე გავლენას ახდენს, თუმცა ეს ერთადერთი ფაქტორი არაა - დაბერების პროცესზე ჩვენი ჩვევებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.


image

1. თქვენი საყვარელი ვარცხნილობა - პონის კუდი

image

როცა თმას კონად იკრავთ, ფესვები ზიანდება და მომავალში შეიძლება გამელოტება გამოიწვიოს. თმა რომ დაიცვათ, ეცადეთ პონის კუდი სხვა ვარცხნილობით შეცვალეთ.


2. თქვენ ბევრ რძეს სვამთ


image

რა თქმა უნდა, რძეზე სრულად უარის თქმა არ ღირს, მაგრამ მის ჭარბ გამოყენებას უკუჩვენებებიც აქვს. რძეში ანდროგენები შედის, რომელიც უფრო მეტი ცხიმოვანი ჯირკვლების წარმოებას ხელს უწყობს. შედეგად, უფრო მეტი ცხიმი იწარმოება, რაც ფორებს ავსებს და კანს უფრო ცხიმიანს ხდის.


3. მთელი წელი მზისგან დამცავ კრემს მხოლოდ სახეზე ისვამთ

image

ბევრი უკვე მიეჩვია, რომ მზისგან დამცავი კრემი სახეზე წაისვას, მაგრამ ხელები ავიწყდებათ. ხელები კი სიბერის და ცხიმის დაკარგვის მიმართ მეტად მგრძნობიარეა, რაც ვენებს უფრო ხილულს ხდის, ხოლო ულტრაიისფერი სხივები მათ პიგმენტური ლაქებით და ნაოჭებით „რთავს“. მზისგან დამცავი კრემის ხელზე წასმა არ დაგავიწყდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭესთან იმყოფებით. ზაფხულში კი კრემი ყელსა და დეკოლტეს ზონაზეც, ანუ შიშველ სხეულის ნაწილებზეც წაისვით.


4. თქვენ „ფეხი ფეხზე“ გადადებით ჯდომა გიყვართ

image

ფეხებზე გაფართოებული ვენების მახინჯი ქსელი სისხლძარღვების შეკუმშვას და სისხლის მიმოქცევის დარღვევის პირდაპირი გზაა. სხვათა შორის, „ფეხი ფეხზე“ გადადების პოზა მენჯის არეში სისხლის შეგუბებას იწვევს, რაც ქალებისთვის განსაკუთრებით საზიანოა. თავის გაკონტროლება მარტივი არ იქნება, მაგრამ შეგიძლიათ კომფორტული სავარძელი შეიძინოთ და შესაძლებლობის მიხდვით ფეხების ზემოთ აწევის ჩვევა გქონდეთ.


5. სველ თმას ივარცხნით

image

ასეთი პროცედურა თმას აზიანებს. ეს გავრცელებული შეცდომაა. თმა ზედმეტად რომ არ დააზიანოთ, ჯერ პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ, შემდეგ ოდნავ ფენით შეიმშრალეთ და ამის შემდეგ დაივარცხნეთ.


6. წარბებს მაკიაჟს გაკეთებამდე იღებთ

image

თუ წარბის ფორმის პინცენტით შესწორება გადაწყვიტეთ, ეს საღამოს, დაბანის შემდეგ გააკეთეთ. ასე ბაქტერიების მოხვედრის რისკს შეამცირებთ, ხოლო წარბების ირგვლივ გაღიზიანება არ გექნებათ და მისი კონსილერით შენიღბვა არ მოგიწევთ.


7. თმის ფენი და უთო მაღალ ტემპერატურაზე გაქვთ დაყენებული

image

ფენის, თმის დასასწორებელი უთოს მაღალი ზემოქმედების ქვეშ თმა ზიანდება, თქვენ თმის ღეროს შიგნით პატარა ბუშტებს ქმნით. შედეგად, თმა მშრალი და მყიფე ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად ფენი თმიდან 15 სმ დაშორებით დაიკავეთ, აუცილებლად თერმოდამცავი გამოიყენეთ და მოწყობილობაზე ტემპერატურა საშუალო რეჟიმზე დააყენეთ.


8. თქვენ თვალების სრესვა გიყვართ

image

ამ ცუდი ჩვევის გამო თქვენი წამწამები ზიანდება, მტვრევადი ხდება და ცვივა. ასე თვალის ქვეშ კანსაც აზიანებთ, კანი წითლდება და დაღლილ იერს იძენს. თვალების სრესვა 20-20-20 მეთოდით ჩაანაცვლეთ: ყოველ 20 წუთში 20 წამით შორს გაიხედეთ.


9. თქვენ წყენა გახსოვთ

image

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, პატიებასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას სორის კავშირი არსებობს. თუ ძველი წყენის დავიწყებას ვერ ახერხებთ, ეს ზედმეტ წლებს შეგმატებთ. საქმე იმაშია, რომ წყენასთან ერთად თქვენ სხეულში სტრესის ჰორმონი გროვდება. ის წონის, წნევის და სისხლში შაქრის დონის მატებას და დიაბეტის განვითარების რისკის გაზრდას იწვევს.


10. სახეზე ხელის შეხების ჩვევა

image

თქვენ უკვე ვერ ამჩნევთ, თუ როგორ ეხებით ლოყებს, ცხვირს, ნიკაპს. ეს ორმაგ ზიანს იწვევს: კანის მუდმივი სრესვა ნაადრევი ნაოჭების გაჩენას იწვევს, ხოლო თუ ხელები ბინძური გაქვთ, კანის დაინფიცირებას და აკნეს გაჩენას ხელს უწყობთ. ამ ჩვევის მოშორება შეიძლება მკაცრი თვითკონტროლით.


11. ხშირად იპუდრებით

image

ყველაზე ცუდი რაც შეიძლება გააკეთოთ - დღეში რამდენჯერმე ცხიმიანი ბზინვარების გაჩენისას პუდრის წასმა. ასე ფორები ძლიერ იკეტება, სახეზე ყოველთვის მატე სალფეთქი წაისვით და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ აუცილებლობა გექნებათ პუდრი გადაისვით.


12. ჩანთაში ყველა შემთხვევისთვის ნივთები გაქვთ

image

თუ ჩანთაში ყველა აუცილებელი ნივთი გაქვთ, მათ შორის ქოლგა, პატარა აფთიაქის ყუთი, მორიგი წყვილი ფეხსაცმელი და სქელი წიგნი, თქვენი დგომა ზიანდება. ასე რომ ჩანთის ერთი მხრიდან მეორეზე გადატანა არ დაგავიწყდეთ.


13. სახისთვის მკვებავი კრემი არ გენანებათ

image

ყველაზე კარგი კრემიც კი ზიანს მოგაყენებთ, თუ მას ძალიან აქტიურად გამოიყენებთ. კრემის სქელი ფენის წასმა არ ღირს - ასე კანი ვერ სუნთქვას და შეშუპება, თვალების ქვეშ სიშავე და არაჯანსაღი ფერი გაჩნდება.ჭარბი კრემი სალფეთქით აუცილებლად მოიშორეთ.


14. ზედმეტად ბევრი სირბილი

image

ექიმების თქმით, ასეთმა ფიზიკურმა აქტიობამ შეიძლება კანის დაბერება დააჩქაროს. თუ საქმე დილის მსუბუქ სირბილს ეხება, ამით კანს არ დააზიანებთ.


15. თქვენ ახალ დაწურული წვენი გიყვართ

image

ახალი ხილი და ბოსტნეული ანტიოქსიდანტებით მდიდარია, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან. თუმცა წვენი ბევრ ფრუქტოზას, შაქრის მოლეკულებს შეიცავს, რომელიც სისხლის გავლით მთელ ორგანიზმში მოძრაობს და ცილებს და ცხიმებს უკავშირდება. როცა შაქარი კოლაგენს უკავშირდება, გლიკაციის პროცესი ხდება, რაც ნაოჭების წარმოქმნას იწვევს. კომბოსტოს ფრეში შეიყვარეთ! მწვანე ბოსტნეული ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტს და თუთიას შეიცავს, რაც ნაოჭების გაჩენას აფერხებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

ცუდი განწყობის და კანის სიმშრალის დამნაშავეები: რძე, ყავა და სხვა პროდუქტები

image

7 პროდუქტი, რომელიც აკნეს იწვევს

image

ძლიერი ნიღაბი სამი ერთში: მკვდარ უჯრედებს აშორებს, ატენიანებს და კვებავს! 20 წუთში 10 წელი მოიშორეთ

image

ყოველდღე ვაშლის ძმრით დაიბანეთ და ნახეთ მე-5 დღეს რა მოხდება

image

9 უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებზე ფული ტყუილად დახარჯეთ

image

ასპირინი თაფლთან ერთად - ძლიერი ნარევი თქვენი კანის სრული გარდაქმნისთვის

image

0
338
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
338