თავის მოვლა 9 უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებზე ფული ტყუილად დახარჯეთ 2018, 28 დეკემბერი, 15:31
კოსმეტიკის ამერიკული ინტერნეტ-მაღაზია SkinStore-ის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საშუალო სტატისტიკურად ქალები ყოველდღიურად დაახლოებით 16 კოსმეტიკურ თავის მოვლის საშუალებას იყენებს. ეს გასაოცარია: კოსმეტიკური ბრენდების მიერ შემოთავაზებული თავის მოვლის და მაკიაჟის მრავალფეროვან საშუალებებზე უარის თქმა ძალიან რთულია.
როგორც აღმოჩნდა, ბევრი კოსმეტიკური საშუალება დახარჯულ თანხად საერთოდ არ ღირს და ისინი სრულად უსარგებლოა. ქვემოთ ასეთი საშუალებების სიას გთავაზობთ.
1. სახის ღამის კრემი
სახის ღამის კრემი მთლად უსარგებლო არ არის. მათ შემადგენლობაში ხშირად შედის კომპონენტები (მაგ., რეტინოლი), რომელიც დღისით მზის სხივების ზემოქმედების გამო არ „მუშაობს“. და მაინც დერმატოლოგები ამბობენ, რომ სპეციალური ღამის კრემების ღირებულება გადაჭარბებულია და დღის განმავლობაში კანის ნორმალური მოვლის შემთხვევაში მათი ყიდვა აუცილებლობას არ წარმოადგენს. 2. „ქალის“ საპარსი ქაფი ქაფი და გელი თმას არბილებს და კანს ატენიანებს, რომ პარსვა უფრო მეტად გლუვი იყოს. სწორედ ამიტომ ქალების და კაცების საშუალების შემადგენლობა თითქმის იდენტურია. ისინი მხოლოდ შეფუთვით და არომატით განსხვავდება. თუ სუნს თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სპეციალური „ქალური“ საშუალების ყიდვას აზრი არ აქვს, ამასთან მამაკაცის საპარსი ქაფი ბევრად უფრო იაფი ღირს. გარდა ამისა, პარსვის დროს თმის დარბილებას დამატენიანებელი შხაპგელის საშუალებით ან თმის კონდიციონერითაც შეძლებთ. 3. ზოლები შავი წერტილების მოსაშორებლად შავი წერტილები ბაქტერიების დაგროვებისა და კანის ჭარბი სეკრეციის გამო ჩნდება. შავი წერტილების მოსაშორებელი ზოლები მხოლოდ ზედაპირულ დაბინძურებას აშორებენ, რაც ყველაზე ცუდია, კანს აზიანებენ და მას დამცავ ფენას აშორებენ. მათი დახმარებით აკნეს მოშორებას ვერ შეძლებთ, ამიტომ უმჯობესია სალიციუმის მჟავის შემცველი კარგი გამწმენდი საშუალება იყიდოთ. 4. ყელის კრემი ყელის კანი ძალიან თხელი და რბილი არის, სწორედ ამიტომ მუდმივ დატენიანებას მოითხოვს. თუმცა ამისთვის სპეციალური საშუალების შეძენის აუცილებლობა არ არის: საკმარისია სახის კრემი გამოიყენოთ, რომელიც ტალღოვანი მოძრაობით ქვემოდან ზემოთ უნდა წაისვათ. 5. სახის სპრეი თუ რეკლამას დავუჯერებთ, სახის სპრეი დღის განმავლობაში სახის დატენიანებას ხელს უწყობს. დერმატოლოგები კი საპირისპიროს ამბობენ: სპრეიში შემავალ წყალთან ერთად კანიდან ტენიც ორთქლდება, რაც კანის სიმშრალეს იწვევს. ასეთი ეფექტი დამატენიანებელ საშუალებებს არ აქვთ, მაგრამ ერთი ბოთლი სპრეის ფასი მაინც საეჭვოა. 6. დამატენიანებელი სალფეთქი დამატენიანებელი სალფეთქი თხელი ქაღალდის ფენა არის, რომელიც ჭარბ ცხიმს იწოვს. ამ ამოცანას ჩვეულებრივი ქაღალდის სალფეთქი ან პირსახოციც გაუმკლავდება (იმ განსხვავებით, რომ მათზე ცხიმის ლაქები ასეთი შესამჩნევი არ იქნება). 7. თერმოდამცავი თმის სპრეი თერმოდამცავი საშუალება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით თმიდან ზედმეტი ტენის აორთქლებას ხელს უშლის. დამცავ ეფექტს ძირითადად სილიკონი ქმნის. ეს უკანასკნელი კი თმის მოვლის ბევრ საშუალებაში შედის, მათ შორის სპრეებსა და დამატენიანებელ ზეთებში, ამიტომ სპეციალური თერმოდამცავი სპრეის შეძენა საჭირო არაა. 8. მზისგან დამცავი საშუალება SPF 50-ზე მეტი ერთი შეხედვით, SPF 100 საშუალება 3-ჯერ უფრო უკეთ გვიცავს, ვიდრე SPF 30. სინამდვილეში პირველი 1% ულტრაიისფერ სხივს ატარებს, მეორე კი 3%-ს. გარდა ამისა, საშუალება უფრო მეტი SPF-ით სრული დაცვის ყალბ შეგრძნებას იძლევა, რის გამოც მზეზე შეიძლება უფრო დიდხანს დარჩეთ. ოპტიმალური ვარიანტია საშუალებები SPF 15-დან 50-მდე. 9. ფრჩხილის ლაქის გასამყარებელი საშუალება ფრჩხილის ლაქის ღირებულება პირველ რიგში თავად ლაქზე არის დამოკიდებული და არა მასში შემავალ სპეციალურ ზედაპირის დასაფიქსირებელ საშუალებაში. გარდა ამისა, მოსალოდნელი ეფექტის მიღებას შეიძლება ტყუილად ელოდოთ. უფრო გონივრული იქნება, ფული უფრო ხარისხიან ფრჩხილის ლაქზე დახარჯოთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ცნობილი თურქული ნიღაბი: აი, რას იყენებდნენ სულთნის ცოლები სილამაზისთვის 2. თქვენ მსუქანი არ ხართ, თქვენ შებერილობა გაქვთ! როგორ მოვიშოროთ შებერილობა ერთ ღამეში. 3. ეს პროდუქტი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანცეროგენია, მისი მიღება შეწყვიტეთ! 4. ონკოლოგი გირჩევთ - ნარევი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ 5. დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი 6. 9 რამ, რისი გაკეთებაც ცარიელ კუჭზე კატეგორიულად არ შეიძლება 7. 11 ხრიკი, რომლებიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, მაშინაც კი, თუ ნებისყოფა არ გყოფნით 8. „ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს 9. ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს 10. რატომ არის საშიში დაბალი არტერიული წნევა და როგორ ვუმკურნალოთ მას უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 897 შეფასება არ არის
|