თავის მოვლა 7 პროდუქტი, რომელიც აკნეს იწვევს 2019, 8 ნოემბერი, 9:02 არსებობს რიგი პროდუქტები, რომლებიც აკნეს იწვევენ. ის, რასაც ჭამთ როგორც შიგნიდან, ასევე გარედან აისახება.
რძის პროდუქტები
რძის პროდუქტები ზოგიერთ პრობლემას ნამდვილად იწვევენ. როცა საქმე ფერიმჭამელებს ეხება, 2 ძირითადი პრობლემა არსებობს. პირველ რიგში, მსგავს პროდუქტებს მაღალი ინსულინის შესაძლებლობა აქვთ, ამიტომ რძის მოხმარების დროს ორგანიზმი ნაკლებ ინსულინს აწარმოებს. ეს კანისთვის ძალიან კარგი არაა. მეორე პრობლემა რძისთვის უნიკალურია და ეს ჰორმონების მიწოდების სისტემაა. ჰორმონალური პრობლემები აკნესთან კავშირშია და თუ აკნე გაწუხებთ, რძის პროდუქტებს მოერიდეთ. შემწვარი საკვები ცხიმიანი სწრაფი კვების პროდუქტები აკნეს მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. შემწვარი პროდუქტების ცხიმი თქვენს კანს უფრო არა ჯანსაღს ხდის. წვენი და გაზიანი სასმელები ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ გაზიანი სასმელები და წვენი შაქარია. მაგრამ იცით თუ არა, რომ უჯრედისის არ არსებობა მას ყველაზე ცუდ პროდუქტად აქცევს, რაც აკნეს იწვევს? უჯრედისი მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებაა, რომელიც სისხლში შაქრის სწრაფ ზრდას აფერხებს. მის გარეშე კანი ნაადრევად დაბერდება. როცა შაქარს სვამთ, ნაოჭები და ზედმეტი კილოგრამები მალე გაგიჩნდებათ. კარტოფილის ჩიფსი კლინიკა მაიოს კვლევის თანახმად, გარკვეული ჰორმონები, ასევე პროდუქტები, რომლებიც ჰორმონებს უცებ ზრდის, აკნეს იწვევს. მაგალითად, ადგროგენული, რომელიც მომწიფების პერიოდში როგორც ბიჭს, ასევე გოგოს აქვს, ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბ წარმოებას იწვევს, რაც თავის მხრივ ფორებს ხურავს და აკნედ აყალიბებს. თუმცა სხვა ჰორმონალური ფაქტორები, მათ შორის ორსულობა, დიეტა და ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება მდგომარეობას ასევე აუარესებს. დიეტა აკნეზე გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტები, რომელთაც მიირთმევთ, ნახშირწყლებს და რძის მჟავებს დიდი რაოდენობით შეიცავენ, რაც ჰორმონების დონის ცვლილებას იწვევს. სწორედ ამიტომ, მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები ან ნახშირწყლები, როგორიცაა კრეკერი, პური და ჩიფსი თქვენი კანის მდგომარეობას გააურესებს. ნაჯერი ცხიმები ჰამბურგერებს, შემწვარ ქათამს და სწრაფი მომზადების კერძებს მოერიდეთ, თუ კანის გაწმენდა გსურთ. მათ ცხიმის მაღალი დონე აქვთ. კვლევებმა აჩვენა, რომ აკნეს მქონე ადამიანები უფრო მეტ ცხიმიან პროდუქტს მოიხმარენ, ვიდრე ისინი, ვისაც სუფთა კანი აქვთ. ძალიან ბევრი ხორცი სიუზენ ტაკერის, Green Beat Life Beauty-ს დამფუძნებელის და დიეტოლოგის თქმით, სილამაზე ასახავს თუ რამდენად ბედნიერია ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა. ის ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან, შიგნიდან ანათებენ. „ბევრი აღნიშნავს, რომ მათი როზაცეა, აკნე ან ეგზემა ქრება, როგორც კი ხორცზე უარს ამბობენ“. ეს იმიტომ, რომ მცენარეულ დიეტაში შემავალი უჯრედისები, ანტიოქსიდანტები და მინერალები საჭმლის მომნელებელ სისტემას ტოქსინების გამოდევნაში ეხმარებიან და შედეგად, კანის ჯანმრთელობას ხელს უწყობენ. თეთრი პური დამტკიცებულია, რომ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა შვრიის ფანტელები, ფუნთუშები, მაკარონის ნაწარმი კანის დაბერებას აჩქარებენ და აკნეს იწვევენ“ - ამბობს ტასმინ ბჰატია, წონის შემცირების ექსპერტი. პურის ნაცვლად მთელი მარცვლეული გამოიყენეთ, ასე კანის გაწმენდას ხელს შეუწყობთ. ასევე დაგაინტერესებთ: ძლიერი ნიღაბი სამი ერთში: მკვდარ უჯრედებს აშორებს, ატენიანებს და კვებავს! 20 წუთში 10 წელი მოიშორეთ ყოველდღე ვაშლის ძმრით დაიბანეთ და ნახეთ მე-5 დღეს რა მოხდება 9 უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებზე ფული ტყუილად დახარჯეთ ეს იაპონური ნიღაბი კანს შესანიშნავად ჭიმავს! არანაირი ბოტოქსი სახე - ჯანმრთელობის ბარათი. რა მინიშნებას გვაძლევს კონრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე? ასპირინი თაფლთან ერთად - ძლიერი ნარევი თქვენი კანის სრული გარდაქმნისთვის 250 1-ს მოსწონს |