სხვა ნიადაგის გამაფხვიერებელი და 2 სასუქი ოთახის მცენარეებისთვის (მარტივად მოსამზადებელი და ძალიან ეფექტური) 2020, 19 თებერვალი, 17:19 ყველას ვისაც სახლში მცენარეები, ან თუნდაც ერთი მცენარე აქვს, იცის, რომ ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როდესაც ის წყვეტს ყვავილობას და ზრდას. მაგრამ, ზრდა-განვითარებაში შეფერხება, ყველაზე დიდი საშინელება არ არის, რადგან ისეც ხდება, რომ მცენარე იღუპება კიდეც. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დაადგინოთ, აქვს თუ არა მას პრობლემა (პარაზიტები, დაავადება). თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ ცხადი ხდება, რომ ის საკვები ნივთიერებების დეფიციტს განიცდის. ქოთნის მცენარეებისთვის ისევე საჭიროა სასუქი და ნიადაგის გაფხვიერება, როგორც ბაღის და ბოსტნის კულტურებისთვის. სახლის პირობებში, ნიადაგის ჟანგბადით გამდიდრენა წყალბადის ზეჟანგით ე. წ. «პერეკისით» შეიძლება. მისი საშუალებით მცენარისთვის, ფაქტიურად, ახალი სიცოცხლის მინიჭება არის შესაძლებელი. ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს წყალბადის ზეჟანგი: ისევე, როგორც წყალი, ეს ნივთიერება ჟანგბადის და წყბადისგან შედგება, მაგრამ მის მოლეკულას ერთი დამატებითი ჟანგბადის ატომიც აქვს. H2O2 არასტაბილური მოლეკულაა და ის მაშინვე კარგავს ჟანგბადის 1 ატომს, როგორც კი ნიადაგში ხვდება. თავისუფალი ჟანგბადი გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ნიადაგში არსებულ მავნებლებს და სოკოებს. გარდა ამისა, ის ნიადაგში აერატორის ფუნქციასაც ასრულებს. წყალბადის ზეჟანგი, როგორც სასუქი: გაგრძელება >>>ნიშადურის სპირტი – სასუქი და დაცვა ოთახის მცენარეებისთვისყველასთვის ცნობილია, რომ ნიშადურის სპირტს ფართოდ იყენებენ მედიცინაში, ქიმიურ წარმოებაში და საერთოდ, ბევრ სხვა სფეროში. მისი საშუალებით, აზრზე მოჰყავთ გონებადაკარგული ადამიანები, წმენდენ ფანჯრებს და სხვადასხვა სახის მოწყობილობები... მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ ნიშადურის სპირტით შეიძლება სასუქის მომზადება მცენარეებისთვის. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ეს სასუქი მხოლოდ საკვები კი არა, მათი დაცვის საუკეთესო საშუალებაც არის. შენიშვნა: ნიშადურის სპირტი — 10%-იანი ამიაკის ხსნარია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ ნიშადურს ეძახიან. ხოლო, ქიმიკოსებისთვის, ის ამონიუმის ჰიდროქსიდია (NH₄OH), რომელშიც აზოტის (N) შემცველობა 82% ტოლია. აზოტს კი, როგორც ცნობილია, ძალიან ადვილად ითვისებენ მცენარეები. ამ სასუქის მიღების შემდეგ, მცენარე უფრო სწრადად იზრდება და მისი ფოთლებს ფერი ეცვლება – ბევრად უფრო მუქი და ხასხასა ხდება (ყვავილების მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აზოტის დეფიციტის შემთხვევაში, მცენარეს ფოთლები უყვითლდება და უხმება კიდეც). გარდა ამისა, თუ მცენარეს ყვავილობის პერიოდი აქვს, ამიაკიანი ხსნარის მიწოდებიდან, სულ მალე, კოკრები გამოუვა. ყველა შემთხვევაში, მცენარეს ცვლილებას, სასუქის მიწოდებიდან, 3-4 დღის შემდეგ შეატყობთ. სასუქის მომზადების და გამოყენების წესები: გაგრძელება >>>ამ საშუალების მხოლოდ 1 ჩ. კ. დაგეხმარებათ, თუ მცენარე «უარს ამბობს» ყვავილობაზეთუ თქვენი ყვავილოვანი მცენარე საერთოდ არ იკეთებს კვირტებს ან ძალიან პატარა ზომის ყვავილები აქვს, — ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ ჰყოფნის სიცოცხლისეული ძალა და საჭირო ნივთიერებები, ყვავილობისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მას თქვენი დახმარება ესაჭიროება! არსებობს ერთი ხროკი იმისთვის, რომ მცენარის ყვავილობა დიდხანს გაგრძელდეს, ხოლო ყვავილები დიდი და ფუმფულა ჰქონდეს. ამისთვის, სპეციალური სასუქი არის საჭირო, რომლის მომზადების რეცეპტს ქვემოთ გთავაზობთ. თუ ამ რჩევას გამოიყენებთ, თქვენი ყვავილი ნამდვილად გაგახარებთ. იმისთვის, რომ მცენარემ ლამაზი და მოცულობითი ყვავილები გამოიტანოს, გამოცდილი მეყვავილეები, მცენარის კოკრობის პერიოდში, მისთვის აბუსალათინის ზეთით დამზადებული სასუქის მიწოდებას გვირჩევენ. რომლის წყალობით, ყვავილები დიდი, ლამაზი, ხასხასა და მუქი ფერისაც კი იქნება! სასუქის მომზადება და გამოყენება: გაგრძელება >>>785 4-ს მოსწონს
|