სხვა 13 უაზრო ფუფუნების ნივთი ანუ რაში ხარჯავენ მდიდრები ფულს 2020, 18 თებერვალი, 11:40
1. საკანცელარიო დანა
დიზაინერ ტობიას ვონგის უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი საკანცელარიო დანა, რომელიც 53 $ ღირს.
2. სწრაფი მომზადების ლაფშა
სპეციალურად შექმნილი ლუქს ბრენდის სწრაფი მომზადების საკვები Harrod’s -სგან, რომელიც 43 $ ღირს.
3.ოქროს უნიტაზი
დღე ხომ სილამაზით უნდა დაიწყოთ! აი ეს 24 კარატიანი ოქროს უნიტაზიც, რომელიც სულ რაღაც 5 მილიონი $ ღირს
4. უნიტაზის დასადგამი
ცივი დასადგამი ხომ ისეთი არაკომფორტულია, ჰოდა აი ყველაზე მძლავრი მატერიალით, კარბონით დაფარული უნიტაზის დასადგამი გათბობით, რომელიც სულ რაღაც 249 $ ღირს.
5. ტუალეტის ქაღალდი
ულტრარბილი ტუალეტის ქაღალდი, რომლის ერთი რულონის ფასი 10 $ ია
6.მრგვალი ყინული
კვადრატული ყინულის ნატეხები ხომ მოსაწყენია, აი სპეციალურად ხელით შექმნილი სფეროს ფორმის ყინულები, თითო სულ რაღაც 20 $ ად
7. ტენისის ბურთების ჩასადები ვერცხლის ყუთი
ვერცხლის ეს ნივთი Tiffany სგან სულ რაღაც 1500 $ ღირს.
8. მტვერსასრუტი
“სასოწარკვეთილი დიასახლისები'' ტყუილად კი არ იყვნენ სერიალში სასოწარკვეთილები, მათ ხომ ეს უძვირფასესი მტვერსასრუტი არ ჰქონდათ Crystal Ergorapido სგან, სვაროვსკის თვლებით დამშვენებული, ფასი სულ რაღაც 19 000 $.
9. ყურსასმენები
ასევე სვაროვსკის თვლებით მორთული ყურსასმენები, ფასი 3499 $.
10. პიცა
დიახ დიახ, ისტორიულად ღარიბებისთვის შექმნილი საჭმელი Nino’s Bellissima ში 1000 $ ღირს, რადგანაც ის ხიზილალისა და კრაბისგან შედგება.
11. ჩაის პაკეტი
დიახ, ცხელ წყალში თუ ბრილიანტით მორთული ჩაის პაკეტი არ ჩაუშვი, ისე გემო არ აქვს. ფასიც ნორმალურია, სულ რაღაც 14 000 $.
12. ტელევიზორი
ეს ბრილიანტებით მორთული ტელევიზორი, ნიანგის ტყავის ჩარჩოთი მხოლოდ 2.3 მილიონი დოლარი ღირს.
13. მამაკაცის საცვლები
საცვლები Hermes სგან, სულ რაღაც 500 000 $ 271 შეფასება არ არის
|