სხვა 10 აქტუალური თანამედროვე ტერმინი, რომლის მნიშვნელობაც სასურველია ვიცოდეთ 2020, 16 თებერვალი, 15:17 ![]() სტრეიტვოშინგი- ლგბტ ადამიანების ჰეტეროსექსუალებად ასახვის მცდელობა, მათ ჰეტეროსექსუალური კულტურული ნორმების შესაბამისად. ისტორიული პირების იმდაგვარად გამოსახვას, თითქოსდა ზოგადად მიღებულ საზოგადოებრივ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.სწორედ სტრეიტვოშინგში დაადანაშაულეს ფილმი "ბოჰემური რაფსოდიის " ავტორები. ორბიტინგი-ტერმინი, რომელიც ორიოდე წლის წინ დაამკვიდრა საიტი Man Repeller-ის ავტორმა ანა იოვინმა. . ორბიტინგს თითოეულ ჩვენგანი ყოველდღიურად ვაწყდებით: ესენი არიან ყოფილები, , თანაკლასელები, რომლებიც დიდი ხანია არ გვინახავს, მეგობრები, რომლებთანაც სხვადასხვა მიზეზების გამო უშუალო კონტაქტი აღარ გქონიათ. თუმცა, თქვენ იცით, რა ხდება მათ ცხოვრებაში, ხანდახან მიმოწერა გაქვთ, უწერთ კომენტარებს, რეგულარულად იწონებთ მის ფოტოებს, ეს ყველაფერი სიახლოვის შეგრძნებას გინარჩუნებთ. დონატი-თანამედროვე საზოგადოებაში ამ სიტყვამ ახალი დატვირთვა შეიძინა-ფულადი შემოწირულობა რაიმეს მიზნისთვის ან რაღაცის მხარდასაჭერად. ინკლუზიურობა, -რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებაში ჩართული სხვადასხვა ადამიანი, მიუხედავად გარეგნობისა, ასაკისა, ფიზიკური მონაცემებისა, სქესის, ორიენტაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა ნიშნებიდან გამომდინარე, არ გრძნობს თავს გარიყულად ან გარიცხულად. მიზოგინია-ძველი ბერძნული სიტყვაა, თანამედროვე გაგებით გაიგივებულია "ქალთმოძულეობასთან", რწმენა იმისა, რომ ქალი მამაკაცთან "ვერ მივა", რომ ის სულელური, სუსტი ან თუნდაც საშიში არსებაა. მიზოგინიის განმარტება ასევე მოიცავს იმ მამაკაცებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან ქალის ტოტალური კონტროლისკენ, თვით პიროვნების სრულ განადგურებამდე. ჩიტერი-გეიმერების ჟარგონი: ეს არის ადამიანი, რომელიც კომპიუტერულ თამაშებში იყენებს თაღლითურ ხრიკებს - აკრძალულ პროგრამებსა და კოდებს - და ამით, გვერდს უვლის თამაშში დადგენილ წესებსა და შეზღუდვებს. დღეს ეს სიტყვა გამოიყენება უფრო ფართო გაგებით და ნიშნავს პიროვნებას, რომელიც უკანონო, თაღლითური გზით იღებს უპირატესობას სხვასთან ან სხვებთან შედარებით. ვორკშოპი-ღონისძიება, რომელშიც პიროვნება იღებს ცოდნას დამოუკიდებლად. ამასთანავე მასში მონაწილენი ინტენსიურად ურთიერთობენ ერთმანეთთან, ავლენენ ინიციატივას და ინტერესს. აქ მთავარია გამოცდილების მიღება. ფრიგანები(ფრიგანიზმი)-მიეკუთნებიან ის ადამიანები, რომლებიც უგულებელყოფენ კვების მოხმარების პრინციპს. უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ნარჩენების რაოდენობა. ისინი ეძებენ ვარგისიან კვების პროდუქტებს ნაგავსაყრელებში და მაღაზიებთან ნაგვის კონტეინერებში, უსახლკარო მაწანწალებისგან განსხვავებით ფრიგანებს ამოძრავებთ იდეოლოგიური მოსაზრებები. სლოუ მუვმენტ-არ არის აუცილებელი ნელა ან სწრაფად აჰყვე ცხოვრების რიტმს, მთავარია ის რიტმი შეინარჩუნოთ, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია. სწორედ ეს არის ამ კონცეფციის იდეა. ![]() ასევე იხილეთ
306 2-ს მოსწონს
|