x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საზოგადოებაში პოპულარული სიტყვების ხმარება მხოლოდ 14 წელი გრძელდება
image

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, პოპულარულ სიტყვებასაც, რომელსაც საზოგადოება იყენებს თავის დრო აქვს, -14 წელი, შემდგომ ნელ-ნელა სხვა სიტყვებით ნაცვლდება.


ენათმეცნიერებმა არგენტინიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩაატარეს მასშტაბური კვლევა 1700 წლიდან მოყოლებული დღევანდელ ეპოქამდე და გაანალიზეს 5630 ყველაზე ხმარებადი არსებითი სახელი.


სპეციალისტებმა ამისთვის გამოიყენეს კომპიუტერული პროგრამა Ngram Google Books.



Ngram-ეს არის სიტყვების უზარამაზარი ბაზა, რომელიც ციფრულ ფორმატში გადატანილ 5 მილიონ წიგნს მოიცავს, რომელიც გამოცემულია ბოლო 300 წლის მანძილზე.


მეცნიერები გულმოდგინედ არჩევდნენ არსებით სახელს კლასიფიკაციაში "პოპულარული" 1700 წლიდან 2008 წლამდე, გაორკვა, რომ გარკვეული ინგლისური სიტყვები პოპულარული იყო 14 წელიწადი, შემდეგ კი ჩრდილში ექცეოდნენ.


პარალელურად ჩატარდა კვლევები და იგივე დროის ციკლი გამოვლინდა სხვა ენებშიც:რუსულში, იტალიურში, გერმანულში, ფრანგულში და ესპანურში, ანუ დადასტურდა თეორია, რომ ენა ვითარდება წინასწარი განსაზღვრული სქემით.


აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ვითარება და ომები მოქმედებდა ენაზე, მაგალითად საზოგადოებაში ე.წ. პოპულარული სიტყვები პრაქტიკულად არ გამოყენებოდ ორივე მსოფლიო ომის პერიოდში.


მეფე, დედოფალი და ჰერცოგინია- დროსთან ერთად ამ სიტყვების პოპულარობა ხან კლებულობდა, ხან ისევ მატულობდა.


ავტორებს იმედი აქვთ, რომ ამ კვლევების დასკვნის მიხედვით ადამიანები უფრო მარტივად ჩასწვდებიან ენას და დამწერლობასაც.


"სავარაუდოდ, ეს კანონზომიერება ასახავს გარკვეულ კულტურულ დინამიკას. იმედი მაქვს, ეს დაგვეხმარება უკეთესად გავიგოთ, თუ დროის გასვლასთან ერთად რატომ ვცვლით თემებს განსახილველად, ” - განაცხადა კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა მარსელო მონტემურომ(Marcelo Montemurro), მანჩესტერის უნივერსიტეტიტეტიდან New Scientist- სთან ინტერვიუში.


ეს მიანიშნებს იმასაც, თუ მწერლები დროთა განმავლობაში რატომ იყვნენ გატაცებული ჯერ ერთი თემით, შემდეგ კი სხვა თემით ანაცვლებდნენ, დასძინა მეცნიერმა.

0
169
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0