სხვა ყველაზე სკანდალური ორთოგრაფიული შეცდომები ჟურნალისტიკის ისტორიაში 2018, 26 ივნისი, 12:33 1)ავტორიტეტულ ფრანგულ ენციკლოპედია "ლარუსში" შეცდომა გაიპარა, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია საფრანგეთში:"იყიდება ან იჯარით გაიცემა შესანიშნავი ქალი, კარგად დამუშავების შემდეგ მაღალპროდუქტიულობით გამოირჩევა", კორექტორს შეცდომა გაეპარა და ferme(ფერმა) ნაცვლად femmе(ქალი) გაუშვა. 2)1970 წელს ლენინგრადის გაზეთ "სმენას" პატარებისთვის განკუთვნილ რუბრიკაში გაეპარა შეცდომა "პატარა გრძელყურა ცხოველზე", სიტყვა «длинноухие»ასო «у» და «х» გადანაცვლებული იყო, რაც გამოვიდა, ყველა რუსულის მცოდნეს კარგად მოეხსენება. რედაქტორს პარტიული ხაზით კარგად მისცხეს ამის გამო. 3)2010 წელს სკანდალში გაეხვა ავსტრალიული გამოცემა "რასისტული მაკარონის" გამო, კულინარიულ წიგნში მაკარონზე რეკომენდაციას იძლეოდა"ახლადდაფქული შავი ხალხი" შავი პილპილის ნაცვლად. კორექტორს სიტყვები people(ხალხი) და Black pepper(პილპილი) ერთმანეთში აერია. ამის გამო გამოცემამ 20 000 დოლარი იზარალა და იძულებული იყო, 7000 ეგზეპლარი გაენადგურებინა. 4)1963 წელს სამსახურიდან დაითხოვეს გაზეთ "Горьковский рабочий"-ის რედაქტორი, გაზეთი იუწყებოდა, რომ ვალენტინა ტერეშკოვამ კოსმოსში დედამიწას გარშემო 17-ჯერ შემოუარა, სინამდვილეში კი ტერეშკოვამ 48 წრე დაარტყა დედამიწას. 5)1631 წლის ბიბლიის ინგლისურ გამოცემაში ყველაზე უხეში შეცდომა გაიპარა, თან ყველაზე ცნობილი 10 მცნებიდან. აღსანიშნავია, რომ შეცდომა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეამჩნიეს, ამის შემდეგ მთლიანი ტირაჟი ამოიღეს და გაანადგურეს, თუმცა რამდენიმე ეგზეპლარი მაინც შემორჩა ისტორიას. მეფის, ჩარლზ I-ის ბრძანებით, ბიბლიის გამომცემლები სასამართლოზე დაიბარეს და 300 ფუნტით დააჯარიმეს(დღევანდელი კურსით დაახლოებით 40 000 ფუნტი).მაინც რა შეცდომა გაიპარა 10 მცნებიდან? სიტყვა "არ იმრუშო"-ს "არ" აკლდა. 6)1910 წელს ძალზე უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა გაზეთი Киевская мысль, თანაც, როცა ეს ეხება დიდი ასოებით დაბეჭდილ სათაურს, დანიის პრინცესა მარია თედორეს ასულზე(იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლე), უნდა ყოფილიყო :"Пребывание вдовствующей императрицы Марии Федоровны в Финляндии", თუმცა პირველ სიტყვაში Пребывание (ჩასვლა) ასო р-ს მაგივრად ასო о ეწერა, რითაც უწმაწურ, უცენზურო სიტყვად იქცა. 7)1913 წლის 13 იანვარს გაზეთი «Одесские ведомости» რომანოვების დინასტიის მეფეთკურთხევის 300 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე წერდა:"«Вчера при исполнении Государственного Гимна в Московском Кремле на Головы Их Императорских Величеств была возложена ворона». (გუშინ მოსკოვში სახელმწიფო ჰიმნის შერულებისას მის საიმპერატორო უდიდებულესობას თავზე დაადგეს ყვავი") (ворона-ყვავი, корона-გვირგვინი), მაგრამ კურიოზული სიტუაცია ამით არ მთავრდება. მეორე დღეს გაზეთმა ბოდიში მოიხადა კორექტული შეცომის გამო და დაწერა:"«Уважаемые одесситы. В последнем выпуске нашей газеты, увы, допущена (среди прочих) весьма досадная опечатка: вместо слова “ворона” следует читать: “корова”»(" ძვირფასო ოდესელებო. ჩვენი გაზეთის ბოლო გამოშვებაში სამწუხაროდ გაიპარა(სხვებთან ერთად) საკმაოდ სერიოზული შეცდომა: სიტყვა "ყვავის" -ის ნაცვლად უნდა ეწეროს: "ძროხა") 8) ამბობენ, საბედიწერო გამოდგა გაზეთ "Правда Востока"-ს რედაქციისთის ერთი გამორჩენილი ასო 1944 წლის 25 ოქტომბრის ნომერშიო, გაზეთის რედაქცია მთლიანად დახვრიტესო.(თუმცა სხვა წყარო იტყობინება, ინფორმაცია ფეიკია და რედაქტორი ველენტინ აქსენიოვი დროებით ჩამოაშორეს ჟურნალისტიკას, შემდგ დაუბრუნდა და Ташкентский правде -ში მუშაობდაო, ხოლო მეორე ფიგურანტი, საშა ტეპლოვი, ვის გამოც გაიპარა შეცდომა, გადაასახლეს და სრულად მოითავა სასჯელიო). დღეისთვის ამ გაზეთის 6 ეგზემპლარია დარჩენილი, რომელიც კოლექციონერებისთვის უძვირფასესია. главнокомандующий-(მხედართმთავარი) ნაცვლად გაიპარა-гавнокомандующий(განავალმთავარი) 2387 5-ს მოსწონს
|