სხვა დევიდ ბეკჰემს ერთი წიგნიც კი არა აქვს წაკითხული მთელი ცხოვრების განმავლობაში 18 თებერვალი, 16:36 ![]() ტომ ბაუერის წიგნში დევიდი არის გამოყვანილი, როგორც დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს წაუკითხავს წიგნი. ბედის ირონიით, თავად დევითი გახლავთ რამდენიმე წიგნის ავტორი. მაგრამ, როგორც ჩანს, ამან ოჯახს ფული არ მოუტანა, აი ვიქტორია კი ბევრად უკეთ უმკლავდება ასეთ ამოცანებს. წიგნში ვიქტორია წარმოდგენილია როგორც ბიზნესმენი, მიდრეკილი სკანდალებისა და ინტრიგებისკენ, საკმაოდ მომჭირნე და ამბიციური. ის მზადაა აპატიოს დაუდეგარ ქმარს თავგადასავლები, რადგან ისინი ერთად უფრო ფასეულები არიან, ვიდრე ცალ-ცალკე. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ცდილობს ჭეშმარიტი, ხანგრძლივი მრავალწლიანი სიყვარული წარმოაჩინოს.წიგნის ავტორი ამტკიცებს, რომ ამ ოჯახში სიყვარულის ატმოსფერო არ ტრიალებს. ![]() ზოგადად, ვერ ვიტყვით, რომ წიგნის გამოცემა ფეხბურთელისა და ყოფილი მომღერლის ოჯახისთვის მომგებიანი იყო. თუმცა, იგივე ტომ ბაუერი ამტკიცებს, რომ ბექჰემებს, მიუხედავად იმისა, რომ სძულთ მედია, პოპულარობას მაქსიმალურად იყენებენ და არა უშავს, რომ ბექჰემს არც ერთი წიგნი არა აქვს წაკითხული, ვიქტორია უბრალოდ ყველას ნაცარს აყრის თვალებში. დიდება და შემოსავალი არის ის, რაც ამ დუეტს ნამდვილად აინტერესებს. 213 2-ს მოსწონს
|