სხვა ტესტი: გამოიცანით ცნობილი ქართველების გამონათქვამები და ციტატები+25 აქტუალური ანდაზა და აფორიზმი 2018, 23 თებერვალი, 10:56 ***ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება***ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო***ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო***გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო***გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით***დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ***დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო***დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო***ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს***ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო***ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა***ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო***თუ ორმა იცის - ღორმაც იცისო***კაისათვის კაი ვის უქნია***კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს***კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო***მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო***მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია***ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა***როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო***სხვისი ჭირიო, ღობეს ჩხირიო***ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო***ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო***შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი***ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაოახლა კი ტესტ-ვიქტორინა, რომელიც 12 კითხვისგან შედგება და მხოლოდ ორი სავარაუდო პასუხი აქვს.გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. 798 9-ს მოსწონს
|