შოუბიზნესი გენი მაინც თავისას შვება: შეუხედავი ვარსკვლავი მამების 8 ულამაზესი ქალიშვილი 2020, 14 თებერვალი, 1:43 ცნობილი გამონათქვამის თანახმად "ვაშლი, ვაშლის ხიდან შორს არასდროს ვარდება", მაგრამ ნუთუ ყოველთვის ასე ხდება? დღეს იმ სელებრითების მომხიბვლელ ქალიშვილებზე მოგიყვებით, რომელთა ცნობილი მამებიც სილამაზით არ გამოირჩევიან.1. სტივენ და ლივ ტაილერებიჯგუფ "Aerosmith" -ის ვოკალისტს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება დედამიწაზე ყველაზე შეუხედავი მამაკაცი ვუწოდოთ, თუმცა მის ქალიშვილს ნამდვილად გაუმართლდა, ვინაიდან მას გარეგნობა მემკვიდრეობით დედისგან ერგო.2. შონ და დილან პენებიშონ პენი სასიამოვნო გარეგნობით არ გამოირჩევა, თუმცა მისი ქალიშვილი დილანი მართლაც ნამდვილი მზეთუნახავია. ალბათ მოულოდნელი არავისთვის იქნება, თუკი გეტყვით რომ 28 წლის დილან პენი ვარსკვლავი მამის კვალს გაჰყვა. გოგონა მსახიობობის გარდა, ასევე სამოდელო საქმიანობითაც არის გატაცებული.3. დონალდ და ივანკა ტრამპებიმიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის გარეგნობა უკვე დიდი ხანია საზოგადოების მხრიდან ქილიკის ობიექტია, მისი ულამაზესი ქალიშვილი ივანკა ტრამპი მართლაც საოცარი გარეგნობითა და გონიერებით გამოირჩევა. ამერიკის 45 - ე პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი, ჟურნალ "Maxim" - ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში, ყველაზე ლამაზ ამერიკელ ქალბატონებს შორის არაერთხელ მოხვდა.4. როუენ და ლილი ატკინსონებიმისტერ ბინს, როგორც მსოფლიოში ერთ – ერთ ყველაზე სასაცილო და მომხიბლავ კომიკოსს ალბათ ყველა კარგად იცნობს. თუმცა მისი საყვარელი ქალიშვილი ლილი ატკინსონი საკუთარ სილამაზეს ნამდვილად დედას უნდა უმადლოდეს, რომელთანაც მისმა აღმატებულება მისტერ ბინმა მთელი 25 წელი გაატარა, 2015 წელს კი, ოფიციალურად დაშორდა.5. რონ და ბრაის დალას ჰოვარდებიცნობილი ფილმების - "ბრწყინვალე გონების" და "და ვინჩის კოდის" რეჟისორის რონ ჰოვარდის ქალიშვილი ბრაის დალას ჰოვარდი, არა მხოლოდ ნიჭიერი და მიზანდასახული მსახიობია, არამედ ულამაზესი გოგონაცაა. ბრაისმა საკუთარი კინოკარიერის განმავლობაში არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი კინოსახე შექმნა, რომელთა შორის პირველ რიგში, აღსანიშნავი - "ადამიანი ობობა 3" და "იურული სამყაროა".6. კუინსი და რაშიდა ჯონსებიცნობილ კომპოზიტორსა და პროდიუსერს არც მეტი, არც ნაკლები შვიდი შვილი ჰყავს, რომელთაგან ყველა გოგონა ერთი მეორეზე უკეთესია. მაგალითად, რაშიდა ჯონსი წარმატებული ისეთი სერიალებით გახდა როგორიც - "პარკები და დასვენების ზონები" და "ოფისია".7. კუინსი და კენია კინსკი - ჯონსებიმეორე ქალიშვილს, რომელსაც საოცარი სილამაზე ვარსკვლავი დედისგან - ნასტასია კინსკისგან ერგო, საკუთარი თავის რეალიზება სამოდელო ბიზნესში გადაწყვიტა და არც თუ უსაფუძვლოდ, გოგონა წლების განმავლობაში ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიც - "Stella McCartney" და "Calvin Klein" - ია.8. მიკ და ჯორჯია მეი ჯაგერებილეგენდარული ინგლისელი როკ - მუსიკოსი მიკ ჯაგერი არა მხოლოდ სუპერპოპულარული ჯგუფის - "The Rolling Stones" - ის ვოკალისტია, არამედ წარმატებული მსახიობი და პროდიუსერიცაა. ჯორჯია მეი - კი ცნობილი ბრიტანელი ტოპ - მოდელი გახლავთ, რომელსაც ვარსკვლავი მამისგან მემკვიდრეობით დიდი პირი და კბილებს შორის ღარი ერგო, თუმცა სწორედ ამ პიკანტური დეტალის გამო გოგონა მოდის ინდუსტრიაში განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს, ის არაერთი ცნობილი დიზაინერის მთავარი მუზაა.1353 1-ს მოსწონს |