x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მასწავლებელმა გაკვეთილი კოსტიუმში გამოწყობილმა ჩაატარა, რომელზეც ადამიანის ორგანოები იყო გამოსახული
ანატომიის გაკვეთილი


ზოგჯერ ალბათ რას აღარ ჩაიდენს მასწავლებელი, რათა მოსწავლეების მოდუნებული ყურადღება საკუთარ საგანს მიაპყროს და მცირე ასაკის ადამიანების გონება გამოაწრთოს, მაგრამ ის, რაც ესპანურ ქალაქ ვალიადოლიდში ერთ-ერთმა პედაგოგმა გააკეთა, საკუთარი საგნის სიყვარულის და მოსწავლეთა დაინტერესების მცდელობის ნამდვილ მაგალითად უნდა ჩაითვალოს. მასწავლებელი ანატომიის გაკვეთილზე თავიდან ფეხებამდე სპეციალური კოსტიუმში გამოწყობილი გამოცხადდა, რომელზეც ადამიანის სხეულის ორგანოები “შიგნიდან” იყო გამოსახული.


ვერონიკა დუკეს მცდელობამ, გაეღვიძებინა მოსწავლეების ინტერესი ანატომიის მიმართ, შედეგი გამოიღო. მოსწავლეები ტაშით და ოვაციებით შეეგებნენ ანატომიური ეგზემპლარის კოსტიუმში გამოწყობილ პედაგოგს.


ანატომიის გაკვეთილი 2



ამ ფაქტიდან მალევე ვერონიკას მეუღლემ ცოლის ფოტოები საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა აღფრთოვანებული და სიხარულით აღსავსე სიტყვებით, რომ ეამაყება, ასეთი გამჭრიახი და მოსაზრებული მეუღლე რომ ჰყავს. პოსტი ძალიან მალევე ინტერნეტში ვირუსული გახდა და 71 ათასი ლაიქი და 14 ათასი გაზიარება დააგროვა.


ვერონიკას სიტყვებით, მან სცადა, დაენგრია მასწავლებლის, როგორც ბიუროკრატიული საჯარო ფიგურის სტერეოტიპი საკუთარი მაგალითის მიხედვით და აღეგზნო მოსწავლეების ფანტაზია, რომლებიც ვიზუალურ ინფორმაციებზე ბევრად უფრო დიდი ყურადღებით რეაგირებენ, ვიდრე უღიმღამოდ და მშრალად მიწვდილ მასალებზე.

0
339
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0