საზოგადოება "პასუხის ღირსადაც არ ვთვლი ამ კაცს, მაგრამ იმას კი შევახსენებ ხელისუფლებას - არ გაგივათ!!" -ნახეთ, რამ გააღიზიანა ინგა გრიგოლია 2020, 12 თებერვალი, 17:57 ჟურნალისტი და "ტვ პირველის" გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია დღეს, დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" ჩართვისას უმრავლესობის დეპუტატის ანრი ოხანაშვილის მიერ ამავე არხის ჟურნალისტის - თამარ ჩიხლაძის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ შეფასებებს ეხმაურება, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ჟურნალისტს ამორალური და უზნეო მხოლოდ იმიტომ უწოდა, რომ ჩიხლაძემ სტუმრად ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, შეგახსენებთ რომ აღნიშნულმა პიროვნებამ დეპუტატს საკუთარი ოჯახის წევრების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:"თამარ ჩიხლაძე არის ჟურნალისტი, რომლის გადაცემებითაც ტვ“პირველზე“ ვამაყობ ! უმაგრესი პროფესიონალი და პროფესიული ეთიკით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტი, ვისაც კი როდესმე შევხვედრივარ. ზუსტად ვიცი, როგორ მთავრდება ხოლმე, როცა ხელისუფლება ასეთი ტექსტებით იწყებს საუბარს მედიასთან, არ გაგივათ!! Tamuna Chikhladze, ვამაყობ, რომ ჩვენი გუნდის წევრი ხარ და შენს გვერდით ვართ ყველანი, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი ამ კაცს, მაგრამ იმას კი შევახსენებ ხელისუფლებას-გადახედეთ არცთუ შორეულ წარსულს და დასკვნებს თავად გამოიტანთ, ფინალი რა არის ხოლმე, როცა მსგავსი ტექსტებით ესხმიან თავს მედიას!" - განაცხადა ინგა გრიგოლიამ მოგვიანებით, ასევე დიანა ტრაპაიძის გადაცემა "დღის ამბებში".612 შეფასება არ არის |