შოუბიზნესი ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი მშობლები მესამედ გახდნენ 2020, 11 თებერვალი, 18:41 38 წლის ანა კურნიკოვას და 44 წლის ენრიკე იგლესიასს უკვე მესამე შვილი ეყოლათ. ამის შესახებ პირველმა მომღერლის ძმამ, ხულიო იგლესიასმა ამცნო პრესას : “ჩემს ძმას უკვე 3 შვილი ჰყავს, ის ძალიან ბედნიერია''. წყვილი უკვე 18 წელია ერთადაა, თუმცა პრესას იშვიათად აძლევენ ინტერვიუს და ცდილობენ ჟურნალისტებისგან თავი შორს დაიჭირონ. ისინი არ უშვებენ სახლში ფოტოგრაფებს, არ ყიდიან ახალშობილი პატარების ფოტოებს ცნობილ ჟურნალებს. მხოლოდ იშვიათად, თვითონ დებენ ხოლმე სურათებს სოციალურ ქსელებში. 673 2-ს მოსწონს
|