x
image
ტორნადო07
სიყვარულის ანატომია
imageსიყვარული უნიკალური გრძნობაა, თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ ადამიანმა მოახერხა ევოლუციის პროცესში ერთმანეთისგან გამოეყო გამრავლება და ურთიერთმიზიდვა. მიღებულია, რომ ეს პროცესები ადამიანში არ არის დაკავშირებული წელიწადის დროებთან. მაგრამ ნამდვილად ასეა, როცა ფანჯრებში გაზაფხული გვიკაკუნებს? თვით ის ფაქტი, რომ ჩვენს გარემომცველ ადამიანთა ბრბოში ვარჩევთ ვიღაც განსაკუთრებულს - გასაოცარია. მაშ როგორ ხდება ეს ჯადოქრობა?image

მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ ჩვენს ყურადღებას ძირითადად ჩვენთან გენოტიპით ახლოს მდგომი ადამიანები იპყრობენ. ეს გამოწვეულია დადებითი ასორტატიულობით. აზრი იმის შესახებ, რომ ფიზიკურად მსგავსი მეუღლეები ბედნიერად იცხოვრებენ უმრავლეს შემთხვევაში სწორია, ჩვენს გარეგნობას ხომ ჩვენი გენები განსაზღვრავენ.

რაც შეეხება გამოთქმას "წინააღმდეგობები მიიზიდებიან", მეცნიერთა აზრით ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე კანონზომიერება. მაგალითად ჟღალთმიანები იშვიათად აწყობენ ურთიერთობებს ჟღალთმიანებთან.

რაც შეეხება არომაგიას. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანებს იზიდავს მისგან განსხვავებული ადამიანის სურნელი. ეს გარჩევა ქვეცნობიერ დონეზე ხდება.


imageსქესობრივი ფერომონები - ეს არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ბიოლოგიურ ინფორმაციას გადასცემენ. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ადამიანისთვის ყნოსვით ფაქტორებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პარტნიორის არჩევის დროს. პირველი კონტაქტისას უდიდეს როლს თამაშობს მხედველობის ორგანოები. მაგრამ რას ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას?

იტალიაში მდებარე პადუის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს თუ რას უყურებენ ადამიანები პირველ რიგში გაცნობისას. ძლიერი სქესი მაშინვე ყურადღების კონცენტრაციას ახდენს მკერდზე, შემდეგ ეშვება ფეხებზე, უყურებს სახეს (განსაკუთრებულ ყურადღებას ტუჩებს უთმობს) და ბოლოს მკვეთრად ეშვება თეძოებზე. ქალები კი მამაკაცის თავს უყურებენ. სტატისტიკური მაჩვენებლები მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როდესაც მამაკაცს კოსტიუმი ეცვა (ქალებმა დაახლოებით 5 წამი დახარჯეს მისი შარვლის შესაკრავის თვალიერებაში).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახის ფერი. რაც უფრო მეტია ჩვენს სხეულში კოროტინოედები, მით უფრო ოქროსფრად გამოიყურება ჩვენი კანი, ეს კი ძლიერი იმუნური სისტემის მაჩვენებელია. შესაძლოა სწორედ ამიტომ მამაკაცები აღტაცებთ უცქერენ გარუჯულ ქალებს. სამწუხაროა, მათ არ იციან, რომ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ეს არ აისახება.image

წითელი ფერი ასევე იპყრობს ჩვენს ყურადღებას, ტყუილად კი არ ეძახიან მას სიყვარულის ფერს. როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ფსიქოლოგიური ტესტი და დაადგინეს რომ ქალი წითელში მამაკაცს უფრო მოსიყვარულედ და გულუხვად გადააქცევს.

ქალებისათვის უფრო მიმზიდველს წარმოადგენს მამაკაცის ხმის დაბალი ტემბრი. თუმცა არსებობს ჰიპოთეზა, რომ სწორედ ასეთი მამრები არიან მიდრეკილნი ღალატისადმი. ასე, რომ ქალმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყური უნდა დაუგდოს თავის არჩევანს.image

თუმცა ქალებს თავისი ფარული იარაღი აქვთ, ეს არის ცრემლები. ცრემლები შეიცავენ ფერმენტს, რომელიც აქვეითებს მამაკაცის სხეულში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც თავის მხრივ აგრესიაზეა პასუხისმგებელი. მამაკაცი უფრო ნაზი ხდება. ასე, რომ ნუ დახარჯავთ თქვენს ცრემლებს ტელეფონით საუბრისას, შეინახეთ ისინი პირადი კონტაქტისათვის.

პიზის უნივერსიტეტის პროფესორი დონატალე მარაზიტი შეყვარებულობის პერიოდს "სქესთა დროებითი ჰარმონიის პერიოდს" უწოდებს. ამ დროს მამაკაცის სისხლში ტესტოსტერონის დონე იკლებს, ხოლო ქალის სისხლში იმატებს.

სპეციალისტებმა გაზომეს ტესტოსტერონის დონე 624 მამაკაცში 21 წლიდან 26 წლამდე. ანალიზი გაიმეორეს 4, 5 წლის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ტესტოსტერონის დონე მნიშვნელოვნად დადაბლდა იმ მამაკაცებში, რომლებსაც შვილი ეყოლათ. განსაკუთრებით ეს თვალსაჩინო იყო იმ მამაკაცებში, რომლებიც ბავშვებს უფრო დიდ დროს უთმობდნენ.

ტესტოსტერონის მაღალი დონე ამცირებს იმუნიტეტს, ამით აიხსნება ის ფაქტი რომ დაოჯახებული ადამიანები ცხოვრობენ უფრო დიდ ხანს ვიდრე მარტოხელები.

პროფესორი სინდი ხაზანი ამტკიცებს, რომ შეყვარების დროს ტვინში აქტიურდება სამი ქიმიური ელემენტი: დოპამინი, ფენილტილამინი და ოქსიტოცინი. ის აკვირდებოდა რამოდენიმე ათასი წყვილის ქცევას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ ნივთიერებების კონცენტრაცია იზრდება ურთიერთობის 18-30 თვიან პერიოდში, ხოლო შემდეგ თანდათანობით ეცემა და სიყვარული ჩვევაში გადადის. სწორედ ოქსიტოცინი იწვევს წყვილებში სქესობრივ მიზიდულობას.

image


ექომმა ჰელენ ფიშერმა გამოყო სიყვარულის სამისტადია: 1) "წყურვილი" ჩვენ გვწრურია სიყვარული და გაფაციცებით ვეძებთ პარტნიორს. 2)"სურვილი" "რომანტიკა" - ანუ გიჟური სიყვარული, როდესაც ჩვენ ერთი წუთიც კი ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი რჩეულის გარეშე. პროფესორმა გააკეთა საინტერესო დასკვნა გიჟურ სიყვარულს არ შეუძლია 30 თვეზე უფრო დიდი ხნით არსებობა, რის შემდეგაც ის იცვლება და ტრანსფორმირდება.

imageსიყვარულის მესამე ეტაპს ეწოდება "შეჩვევა" - ის რასაც ჩვენ განვიცდით წყნარი ოჯახური ცხოვრებისას. სწორედ სიყვარულის ეს სტადიაა აუცილებელი ბავშვების აღზრდისათვის. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში გამოიმუშავება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც იწვევს ნდობას ადამიანებში. სუსტი სქესისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მამაკაცებისათვის მეორე ადამიანთან შეხება. პატარა გოგონები უფრო ხშირად ეხუტებიან დედებს, ვიდრე ამას ბიჭები აკეთებენ. ადამიანები, რომლების იშვიათად ეხუტებიან ერთმანეთს უფრო ხშირად ავადმყოფობენ და ადრე იღუპებიან.

რთულია გაზაფხულს სიყვარულის ხანა უწოდო, ის იფრო შეყვარების ხანაა. ხო მართლა, ქალები ფლირტზე 300 კალორიით მეტს ხარჯავენ ვიდრე მამაკაცები... ასე რომ ქალბატონებო დახარჯეთ მეტი დრო ფლირტზე.

7
789
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
789
  
2012, 6 აგვისტო, 22:22
ჩემზე რა გითხრა და შენ გისურვებ გულწრფელად
2012, 6 აგვისტო, 22:20
ჯობია გვჯეროდეს წრფელი სიყვარულის... და რაც მტავარია გვეპოვოს ის :)
2012, 6 აგვისტო, 22:14
კი ეგ ეგრეა, მაგრამ მაინც მგონია, რომ სიყვარული არც მაშინ ქრება... უბრალოდ როგორც ყველაფერი,სიყვარულიც ეტაპებს გადის და ეს შემდგომ საფეხურზე გადასვლის ხანაა... და იმას ვერ დავიჯერებ კიდევ,რომ სიყვარული შეჩვევაში გადადის
2012, 6 აგვისტო, 22:11
მეც არმინდა დავიჯერო :) თუმცა ურთიერთობის მესამე წელს, რომ კრიზისი დგება ამის უამრავი ფაქტი მაქვს
2012, 6 აგვისტო, 22:06
არა პირიქით :)) მაგრამ სხვაგანაც წავიკითხე და არ მჯერა რომ მისი აქტიურობის ხანა მხოლოდ 30 თვე გრძელდება
2012, 6 აგვისტო, 22:05
მადლობა :) სიყვარულის ანატომიის გაგება სულაც არ ამცირებს მის მომხიბვლელობას ხომ?
2012, 6 აგვისტო, 22:03
ძალიან სასიამოვნო და შემეცნებითი სტატიაა ყოჩაღ
0 1 7