სხვა ენდი ანდერსონის სასაცილო ფრაზები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ 2020, 10 თებერვალი, 19:34
ალბათ ყველას გახსოვთ პოპულარული მულტფილმი- Life with Louie, რომელიც წლების წინ გადიოდა ყოველ დილას ერთ-ერთ ქართულ არხზე. წარმოგიდგენთ ენდი ანდერსონის სასაცილო ფრაზებს, რომლებზეც დღესაც ვხალისობთ:
-ვინ შეგქმნა ლუი! მე, მე და ისევ მე... მართალია, დედაშენიც ცოტათი დამეხმარა -როდესაც პატარა ვიყავი, ნაძვის ხის სადგამი არ გვქონდა! ამიტომ რიგ- რიგობით ვიჭერდით ხელში -შენ ხომ მთელი ცხოვრება მტვერს წმენდდი, რეცხავდი და საჭმელს ამზადებდი... საიდან უნდა იცოდე რას ნიშნავს მუშაობა?! -წვიმს? სად წვიმს? ასეთ ამინდში ჯარში მზის აბაზანებს ვიღებდით -რაში გჭირდება შინაური ცხოველი ლუი? უმცროსი ძმა ხომ გყავს -ენდი, ესენი ჩვენი მეზობლები არიან, მათი სახლი დაიტბორა, ამიტომ ჩვენთან დარჩენა შევთავაზე -მე რა, ნოეს ვგავარ? თუ კიდობანი მაქვს სახლში? -მამა, ბებია დაბრუნდა -რატომ?? კბილები დარჩა? -ლუი ომში ცამეტჯერ მესროლეს, თან სულ თავში! წყალს რომ ვსვამ თავი სარწყავი მგონია -რა? ლუი დაიკარგა? ყველა საკონდიტრო შეამოწმეთ ოცი კილომეტრის რადიუსში! -ლუი, რატომ კოჭლობ? გუნდა მოგხვდა ყურში? -მე რომ პატარა ვიყავი შინაური ცხოველები ჯერ გამოგონილი არ იყო! -რამდენჯერ უნდა გითხრა, არასოდეს გააღვიძო ადამიანი, რომელსაც საუთოო დაფაზე სძინავს! -მისის ტილმან, არ გინდათ ლიმონათი? 150 გრადუსი სიცხეა, ძაღლივით ხართ გაოფლილი -ძვირფასო სიდედრო, როგორც ყოველთვის, ბოდავთ -რა საშინელი სიცივეა გარეთ. სიამოვნებით გავსვამდი დედათქვენის რომელიმე ნათესავს გარეთ -მამა წარმოგიდგენია, მისის ტილმანს ნაძვის ხე არ აქვს -აი ყოჩაღ, 35 დოლარის ეკონომია გააკეთა -მაგ ნაძვის ხეს იმხელა ფასი ჰქონდა, უნდა ცეკვავდეს კიდეც! -იცი როგორ უნდა მოიგო ქალის გული? უთხარი რომ მართალი არ ხარ, მაშინაც კი, როცა მართალი ხარ -საბრალო მისის ტილმანი, საახალწლოდ სულ მარტო დარჩა -ბედნიერი -მამა, შეიძლება რაღაც გკითხო? -პასუხების მეტი რა მაქვს შვილო, მიდი, მკითხე! 350 4-ს მოსწონს
|