სხვა რატომ არის საზოგადოებრივი ტუალეტების კარები მოკლე? - ამის 9 მიზეზი არსებობს 2020, 20 თებერვალი, 14:47 რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტუალეტი ის ადგილი არ არის, რომელსაც სიამოვნებით მოვინახულებთ ხოლმე. ალბათ, ერთხელ მაინც გაგიფიქრიათ, რატომ არ არის მისი კარები საკმარისად გრძელი? ამას მიზეზი აქვს, თანაც - ცხრა.
1. დამლაგებლებისთვის გასაწმენდად უფრო მარტივია.საჯარო ტუალეტების ხშირი მოხმარების გამო მათი გაწმენდა დღეში რამდენჯერმე აუცილებელია. მოკლე კარების წყალობით, დამლაგებელი უფრო მარტივად ასუფთავებს საპირფარეშოს.2. კარი თუ ჩაგეკეტებათ, შიგნით არ დარჩებით.მთლიანად დახურულ სივრცეში ადამიანს თუ გული წაუვა ან ჯანმრთელობის პრობლემები შეაწუხებს, შეიძლება დიდი ხანი გავიდეს, სანამ ვინმე შეამჩნევს. მოკლეკარიან კაბინაში კი დაცემული ადამიანის შემჩნევა გაცილებით მარტივია. გარდა ამისა, ჩაკეტვის შემთხვევაში კარის გახსნა მისი გატეხვის გარეშეა შესაძლებელი.3. უადგილო ქცევის შემჩნევა შესაძლებელია.მოკლე კარების წყალობით, ნაკლები შანსია, რომ წყვილმა კაბინაში განმარტოება შეძლოს. ასე ისინი ვერ შეძლებენ, უადგილო რამ გააკეთონ.4. უფრო იაფია.ისეთი კარის დამზადება, რომელიც იატაკს სწვდება, ზუსტ დიზაინს და სხვადასხვა მასალას მოითხოვს, რაც, საერთო ჯამში, კარის ფასს ზრდის. ბიზნესმენისთვის ყოველთვის სჯობს, მოკლე კარი იყიდოს.5. სუნი უფრო კარგად ნიავდება.მთლიანად დახურულ სივრცეში რთულია არასასიამოვნო სუნის განიავება. იმის გამო, რომ მოკლე კარის ზევით და ქვევით ცარიელი ადგილია, სუნი გაცილებით უკეთ და სწრაფად გაქრება.6. უფრო მარტივი დასანახია, დაკავებულია თუ არა კაბინა.თუ კარი იატაკს წვდება, ხშირად მისი გაღებით უხერხულად გარისკვა გვიწევს იმის სანახავად, დაკავებულია თუ არა კაბინა. მოკლე კარი კი იმის საშუალებას გაძლევთ, გაღების გარეშე დაინახოთ, ცარიელია თუ არა ის.7. მისი გამოყენება გასაქცევად შეიძლება.წარმოიდგინეთ, რომ ტუალეტის გრძელი კარი ჩაგეკეტათ. თუ ხმაურიან ადგილას იმყოფებით, შეიძლება საათებიც გავიდეს, სანამ ვინმე შეგამჩნევთ. თუმცა, თუ მოკლე კარის ქვეშ ცარიელი ადგილია, კრიტიკულ სიტუაციებში მისი გამოყენება გასაქცევადაც შეიძლება.8. რიგი უფრო მარტივად მიიწევს წინ.თუ კაბინის სივრცეს კარი ბოლომდე არ ფარავს, იქ მყოფი ადამიანი თავს ბოლომდე კომფორტულად ვერ გრძნობს და ჩქარდება, რის გამოც ტუალეტის კართან რიგი აღარ დგება.9. ტუალეტის ქაღალდის მიწოდება მარტივია.ალბათ, ყველას გამოუცდია საშინელი მომენტი, როცა აცნობიერებს, რომ ტუალეტის ქაღალდი დამთავრდა. თუ ეს მოკლეკარიან საჯარო ტუალეტში ხდება, შეგიძლიათ, გვერდითა კაბინაში მყოფ ადამიანს სთხოვოთ ქაღალდის მოწოდება, მაგრამ თუ გრძელკარიანში ხდება, ასე მარტივად ვერავინ დაგეხმარებათ. p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.ასევე დაგაინტერესებთ:1. 12 თანამედროვე ეტიკეტის წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 2. 8 საოჯახო ნივთი, რაც WiFi-ის მუშაობას ხელს უშლის 3. 5 შეცდომა, რასაც სმარტფონის გამოყენებისას უშვებთ - გაითვალისწინეთ! 4. როგორ უნდა დაიცვათ სახლი ქურდებისგან, როცა მიემგზავრებით 5. როგორ დავალაგოთ სახლი ნაკლებ დროში - 15 სასარგებლო ხერხი 1909 3-ს მოსწონს
|