x
image
კატაპულტი
7 წლის ინდოელ გოგოს ცოცხალი სხეული ქვად გადაექცა
image


7 წლის ინდოელი გოგონა, სახელად რაჯეშვარი, საშინელი დაავადებით იტანჯება. უკურნებელი დაავადება გოგონას თანდათანობით ქვად აქცევს. ისეთი ყოველდღიური ფიზიკური აქტივობები, როგორიცაა სიარული ან თუნდაც ჯდომა, დიდ სირთულეებს უქმნის გოგონას. რაჯეშვანს ენითაღუწერელი ტკივილების გადატანა უწევს. მისი კანი თავიდან ფეხებამდე ქვავდება და თევზის ფარფლის მაგვარი ზედაპირით იფარება. მისთვის განკურნების შანსი არ არსებობს.


image

ეს არის ძალიან იშვიათი, კანის მუტაციური დაავადება - იშტიოზი, რომლის მხოლოდ 24 დადსტურებული შემთხვევა არსებობს მსოფლიოში.


7 წლის ინდოელი გოგონას სხეული, სახისა და მკერდის გარდა, უკვე მოიცვა დაავადებამ და რაჯეშვანს ფაქტიურად აღარ შეუძლია გადაადგილება.

image

მეცნიერება იცნობს ასეთ რამდენიმე შემთხვევას. არსებული მონაცემებით, ეს არის იშტიოზის ფსორიაზი – კანის დაავადება, რომელიც გამოწვეულია გაურკვეველი მიზეზებით და ცვლის სხეულის ზედაპირის სტრუქტურას, რაც თავის მხრივ, ძლიერ ტკივილს იწვევს დაავადებულ ადამიანში.image

ინდოელი გოგონას ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა, დავადებისგან გამოწვეული ტკივილებისა და შეზღუდვების გამო.

მდგომარეობას ისიც ამძაფრებს, რომ ქალაქში, სადაც რაჯეშვარი ცხოვრობს, არაა ისეთი მედიკამენტი, რომელიც ტკივილს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს გოგონას. მსოფლიოს მაშტაბით კი, დაავადების შემთხვევების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება მისი ძირეული გამოკვლევა სამკურნალო მედიკამენტის შექმნისათვის.


ასევე საინტერესოა:

ინდოეთში ფეხმძიმე ბავშვი დაიბადა

ეშმაკისაგან დაწყევლილი? 12 წლის ინდოელი ბიჭი მონსტრის ხელებით იტანჯება image

ამოუხსნელი დაავადება

3
1311
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1311
  
2020, 9 თებერვალი, 2:49
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2020, 8 თებერვალი, 23:04
ნამდვილად:(
2020, 8 თებერვალი, 23:03
ვაიმე, ეს რა საშინელებაა
0 1 3