სხვა ეშმაკისაგან დაწყევლილი? 12 წლის ინდოელი ბიჭი მონსტრის ხელებით იტანჯება 2017, 16 აგვისტო, 13:38 ინდოელი ბიჭი სახელად ტარიკი პატარა ქალაქ უტარ პრადეშიდანაა.ის სულ რაღაც 12 წლისაა, თუმცა უკვე ძალზედ პოპულარულია.საქმე იმაშია, რომ ბიჭუნას დაბადებიდან უჩვეულოდ დიდი ხელები აქვს.სწორედ ამ მიზეზის გამო, მას ზოგიერთი ეშმაკისაგან დაწყევლილად მოიხსენიებს. პოპულარობა ბევრისათვის ძნელად მისაღწევი, საოცნებო და ძალიან მიმზიდველია, თუმცა ტარიკი დიდი სიამოვნებით დათმობდა მის ცნობადობას ნორმალური ხელების სანაცვლოდ.მართლაც, რომ მძიმეა ბიჭუნასათვის ასე განსხვავდებოდეს მისი თანატოლებისაგან - მისი ხელის თითები ხომ უცნაური ფორმირებისაა. ინდოელი ბიჭის უჩვეულო მდგომარეობით დაინტერესდა ბრიტანული გამოცემა “Daily Mail", რომლის თანახმადაც ტარიკს მშობლიურ სოფელში ეშმაკად მოიხსენიებენ და ეშინიათ მისი. ავადმყოფობის გამო მას უარი უთხრეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებაზეც, მიზეზად კი ბავშვების შიში დაასახელეს მისი ფიზიკური დეფორმაციის გამო. ბიჭუნასათვის ყოველდღიური ცხოვრება მშობლების დახმარების გარეშე წარმოუდგენელია. შეძლებს თუ არა ტარიკი ნორმალური ხელებით ცხოვრებას უცნობია.მისი ოჯახისათვის გაჭირვების გამო შეუძლებელია ექიმის მომსახურება მიიღოს, ამიტომ ოფიციალური დიაგნოზიც კი არ არსებობს 12 წლის ბიჭუნას მდგომარეობის შესახებ.უმრავლესობის მოსაზრებით, ეს არის ე.წ.სპილოს დაავადება, რომლის დროსაც სხეული არანორმალურად იზრდება. ინდოელი ბიჭუნა.მიუხედავად ყველაფრისა, იმედს არ კარგავს, რომ ერთ დღესაც ნორმალური ხელებით შეძლებს ცხოვრებას. 241 2-ს მოსწონს
|