x
image
კატაპულტი
ამოუხსნელი დაავადება
imageმეცნიერებისათვის ჯერ კიდევ ამოუხსნელი დაავადებით მსოფლიოში ოფიციალურად 50 ადამიანი იტანჯება.საქმე ეხება ნაადრევად დაბერებას ანუ სამედიცინო ენაზე - პროგერიას, რომელიც უკურნებელი დაავადებაა.კვლევებმა ვერც მისი გამომწვევი მიზეზები დაადგინა და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი გენური მუტაციის ნიმუშს წარმოადგენს.მძიმე დაავადებით შეპყრობილნი 7-ჯერ უფრო სწრაფად ბერდებიან და მათი სასიცოცხლო ასაკი საშუალოდ 14 წელია.

გემზე იეგერი 12 წლისაა, თუმცა იგი 80 წლის ადამიანის სხეულში ცხოვრობს.მიუხედავად მისი ასაკისა, მას აწუხებს ისეთი დაავადებები, რაც მოხუცებისათვისაა დამახასიათებელი, მაგალითად, ძვლების, მუხლების ტკივილი, გახშირებული და მძიმე სუნთქვა და სხვა მსგავსი.მიზეზი კი ერთადერთია, პატარა ბიჭი 7-8-ჯერ უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე ნორმალური ადამიანი.imageგემზეს მსგავსი დაავადების მქონე ბავშვები მძიმე სტრესს განიცდიან ყველაფერთან ერთად, ქუჩაში გავლისას ყველა მათ აკვირდება და ზოგიერთი მოჩვენებასაც კი უწოდებს. “როდესაც ვიცი, რომ გარეთ ყველამ მე უნდა მიყუროს, მირჩევნია სახლში დავრჩე"-გულისტკივილით აღნიშნავს გემზე იეგერი, თუმცა მშობლებს ის ჩვეულებრივ სკოლაში დაჰყავთ და სხვა ნორმალურ ბავშვებთან ერთად ზის გაკვეთილებზე სამი საათის განმავლობაში.თანაკლასელები მას ძალიან მეგობრულად ეპყრობიან, თუმცა ყველამ იცის, რომ სამწუხაროდ, იგი მალე დაიღუპება.image

ამ დაავადებით შეპყრობილნი ძირითადად გულის ინფარქტით ან ინსულტით იღუპებიან.

image



მსგავსი ავადმყოფების განკურნების შანსი ნულის ტოლია, ამიტომაც მათთვის და მათი ახლობლებისათვის ყოველი დღის გათენება დიდი ბედნიერებაა.

0
147
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0