სხვა როდის და როგორი იქნება აპოკალიფსი?! 2020, 30 იანვარი, 17:22 ![]() აპოკალიფსის მოახლოებაზე კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში საუბრობს. მსოფლიოს ისტორიის მანძილზე ადამიანთა განადგურების ათასგვარი ვერსია გაჟღერებულა, ზოგი წმინდა წიგნებს ეყრდნობოდა, ზოგი მაიას ტომის წინასწარმეყველებას, ზოგი ასტროლოგიის დახმარებით ცდილობდა აპოკალიფსის თარიღის დასახელებას. საუკუნეების მანძილზე ადამიანები არაერთხელ მოიცვა აპოკალიფსის მოახლოების პანიკამ. პირველი ასეთი მასშტაბური აურზაური იყო მე-10 საუკუნეში, კერძოდ 1000 წლის შესრულებისას, რადგან ბიბლიის მიხედვით, სატანა დატყვევებულ იქნა 1000 წლით. მაშინდელმა ხალხმა ივარაუდა, რომ 1000 წელი აითვლებოდა ქრისტეს დაბადებიდან. ხშირ შემთხვევაში ეს იყო წარღვნის მოლოდინი და ეს ვერსია დღესაც აქტუალურია გლობალური დათბობის ფონზე . ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაცობრიობა ამა თუ იმ დაავადების ეპიდემიით ამოწყდებოდა, ეს ვერსიაც პოპულარულია ამჟამად, ამის დასტურად უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო პანიკაც კმარა ჩინეთიდან მომავალი კორონავირუსის გამო. არსებობდა და არსებობს ვერსია, რომ მსოფლიო მეტეორთან შეჯახების შედეგად განადგურდებოდა, ბოლო ათწლეულებიც მანძილზე ლამის ლეგენდად იქცა პლანეტა “ნიბირუ"-სთან შეჯახება. ![]() ![]() არსებობის უფლება ორივე ვარაუდსა და თეორიას გააჩნია, თუმცა რომელია ამათგან მართალი?! არჩევანი მკითხველმა უნდა გააკეთოს. 1013 3-ს მოსწონს
|