x
image
კატაპულტი
ეს საქართველოა! (იუმორის თვალით დანახული ახალი ამბები)
image
ჩვენს ქვეყანაში ძნელია ახალ ამბებში რაიმე კარგი მოისმინო ან წაიკითხო, სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ იუმორის თვალით დანახულ ახალ ამბებს ( მეორე საცდელი სტატია:)))

დღეს გრძელდებოდა დავა იმის თაობაზე, თუ როგორი საარჩევნო მოდელით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლება კომპრომისზე წავიდა და ოპოზიციას 100-50-ზე ( 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული ადგილი) მოდელი შესთავაზა, თანაც იმ შემთხვევაში, თუ 2024-შიც იგივეს დათანხმდებითო, ანუ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მთავრობა მეორედ გვიპირებს “გადაგდებას". ამასთან აღნიშნეს, რომ ესაა მაქსიმუმი და სხვა დათმობაზე არ წავა, აქ სახალისოა ის ფაქტი, რომ ხელისუფლების გუნდიდან ოპოზიციას მაინც მოუწოდებენ თავისი ვარიანტის შეთავაზებისაკენ - არ დაგთანხმდებით, მაგრამ გვითხარითო. თავის მხრივ, ოპოზიცია სრულად პროპორციულ არჩევნებს ითხოვს და თან აცხადებს, ისედაც მოვუგებთ “ოცნებასო" - აბა, რატომღა ხოცავთ ერთმანეთს?! მით უმეტეს, რომ მთავრობამაც განაცხადა დღეს, რომ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს, როგორი სტილითაც არ უნდა ჩატარდეს ის. ორივე მხარე იმედოვნებს, რომ მოწინააღმდეგის პროგნოზები მცდარია. ახლა მთავარია, რომელი უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს არჩევნებამდე, თორემ არცერთისგან კარგი საქმე არაა მოსალოდნელი.


ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გენერალური პროკურორის პოსტზე უკვე პარლამენტშია. როგორც “ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ისინი მხარს დაუჭერენ ყოფილ მთავარ პროკურორს მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნაზე. კულვარული ინფორმაციით უმრავლესობის შოთაძისადმი მხარდაჭერის მიზეზი მისი “კარგი ფეხი" ყოფილა წინა საპარლამენტო არჩევნებზე.

ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე თანამდებობის პირი ბოლო წლებიდან, ვინც გადადგა ან გადააყენეს და შემდეგ წინაზე არანაკლებ თანამდებობაზე არ დაბრუნდა, გიორგი კვირიკაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის გარდა. უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ ის ადამიანები უფრო წინაურდებიან თანამდებობრივად, ვის გადადგომასაც ხალხი აქციებით ითხოვს. ხალხიც კმაყოფილი უნდა იყოს წესით, მაგრამ...


დღეს კარგი ამბავიც გვაქვს, კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაცია მოაწყო. ამით იმის თქმა მსურდა, რომ მხოლოდ კრიტიკით არ ვარ დაკავებული:) უკეთესი სიახლეების იმედით გემშვიდობებით.


წინა სტატია

0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0