x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
8 წლის ბიჭუნამ მთელი სკოლის მოწაფეებს კვების ვალები დაუფარა
image

ყველამ ვიცით და გაგვიგია, რომ ცნობილი ადამიანები ან მდიდარი კომპანიები ქველმოქმედებას ეწევიან, მათ შორის სკოლებში, მაგრამ კოენი ჩინგი ვანკუვერიდან(შტატი ვაშინგტონი, აშშ) ერთი ჩვეულებრივი ბიჭუნაა, რომელსაც სურდა დახმარებოდა ფინანსურად თანაკლასელებს.



ბიჭუნამ გასაღებზე ჩამოსაკიდი ძეწკვებით, რომელიც 5 დოლარი ღირდა შეაგროვა 4015 დოლარი, რათა სკოლის სასადილოში ვალების რვეულიდან ამოეშალათ მოსწავლეები.



ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 8 წლის კოენს რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება სურდა "სიკეთის კვირაში"(Kindness Week) საკუთარ სკოლა-Benjamin Franklin Elementary-სთვის.ბიჭუნა დედა ეიპრილთან და მამა ბარი კოენთან ფიქრობდნენ პროექტზე, რომელიც ჭეშმარიტად ასახავდა მათ სიკეთეს.




კოენიმ თქვა და გადაწყვიტა დაემზადებინა ბრელოკები გასაღებისთვის, რადგან "მიყვარს ძეწკვები გასაღებისთვის, რადგან ლამაზად ჩანს ჩემს ჩანთაზე"

image

როდესაც ცნობილი გახდა კოენის საკუთარი ხელით გაკეთებულ ძეწკვებზე და მის სიკეთით აღსავსე ჩანაფიქრზე, ბიჭუნამ შეკვეთები მიიღო თითქმის მთელი ქვეყნიდან:

"ჩვენ ვაგზავნიდით გასაღების ძეწკვებს ალასკაში, როდ აილენდში, მინესოტაში, არიზონაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით.” - განუცხადა ეიპრილმა CNN- ს.

image

"იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც თითო ძეწკვში კოენს 100 დოლარი გადაუხადეს, ეს იყო გასაოცარი, როგორ მხარდაჭერა გამოუცხად საზოგადოებამ ამ პროექტს"-ამბობს კოენის დედა.


მთლიანად კოენმა 300 ზე მეტი ბრელოკი დაამზადა, რომლის დამზადებაშიც დედ-მამა და პაპა-ბებიაც ეხმარებოდა.

image

გასულ კვირას კოენიმ მიიტანა 4 015 დოლარიანი ჩეკი Benjamin Franklin Elementary-ის სკოლაში, აქედან 1000 დოლარი ამ სკოლაში დარჩება-500 დოლარით მოწაფეების კვების ვალები დაიფარება, ხოლო დანარჩენი 500 დოლარი მომავალი ნისიებისთვის იქნება გათვალისწინებული, დანარჩენი თანხა 6 უახლოეს სკოლაში გადანაწლდება, რომლებიც ბავშვების კვების ვალებს დაფარავს.


0
294
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0